მღვდელმთავარმა ლოცვა სამღვდელოებასთან ერთად აღასრულა. შეგახსენებთ, საბერძნეთში კვლავ რთული ეპიდემიური ვითარებაა და ტაძრებში ღვთისმსახურებას მრევლი შეზღუდული რაოდენობით ესწრება. დახურულია სასწავლო და საგანმანათლებლო დაწესებულებები, რესტორნები და კაფე-ბარები, არ ფუნქციონირებს საზოგადო დაწესებულებები, კინო-თეატრები და საგამოფენო დარბაზები. — facebook.com/msofliosaeklesiosiaxleni
დღეს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას: წმ. მღვდელმოწამეთა, ხერსონის ეპისკოპოსთა: ბასილისა, ეფრემისა, კაპიტონისა, ევგენისა, ესთერისა, ელპიდიოსისა და აგათოდორესი; ღირსისა პავლესი; წმ. პავლე აღმსარებელისა, პრუსიადელი ეპისკოპოსისა; ღირსისა ემელიანე იტალიელისა. წმიდა მღვდელმოწამენი, ხერსონესის ეპისკოპოსები: ბასილი, ეფრემი, კაპიტონი, ევგენი, ეთერიოსი, ელპიდე, აღათოდორე ქრისტეს სახარებას ქადაგებდნენ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში, დუნაიდან დნეპრამდე, ყირიმის ჩათვლით და მოციქულებრივი ღვაწლი მოწამეობრივად დაასრულეს თავრიდის ქალაქ…
ჩვენთან არს ღმერთი! ეხლა წავიკითხეთ სინანულის კანონი და ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს თავზე, უნდა ჩავიხედოთ ჩვენს გულში; ჩვენ გვახასიათებს განკითხვა, ცილისწამება … უნდა იცოდეთ ისიც, რომ როდესაც აღსარებას ამბობთ, არ უნდა თქვათ ცოდვა ვისთან ჩაიდინეთ, რომ ის ადამიანი მძიმე მდგომარეობაში არ ჩააყენოთ. ისეთი პერიოდი მოდის, როცა ვერ წარმოგიდგენია რა იქნება ხვალ. ამიტომ ჩვენ უნდა გვქონდეს…
გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ ამა წლის 5 მარტის ნომერში დაიბეჭდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ როინ მეტრეველის წერილი თბილისის სასულიერო აკადემიის პერიოდული გამოცემის – „საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომების“ – X-XI ტომში გამოქვეყნებული მასალის შესახებ. მიმოხილული ტექსტების მიხედვით მკითხველისათვის აშკარა ხდება ამ პერიოდული კრებულის მნიშვნელობა დღევანდელი საღვთისმეტყველო აზრის განვითარების თვალსაზრისით: თითოეული სტატია, დაწერილი საკითხის ღრმა ცოდნითა…
შემიძლია შეგპირდეთ პირდაპირ, რომ აცრა ან აცრისგან თავის შეკავება ზიარებაზე არ იმოქმედებს, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტნიუსში“ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ ის, თავადაც გაიკეთებს ვაქცინას, თუ მის უსაფრთხოებაში დარწმუნდება და თუ ამირან გამყრელიძე ურჩევს. „თხოვნა მაქვს მე ყველას მიმართ, პირველ რიგში ტელევიზიების მიმართ, მეორე რიგში ალბათ მთავრობის მიმართ…
19 მარტს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას: მღვდელმოწამისა დოსითეოზისა, 42 ამორეველთა მოწამეთა, წმიდა ელენე დედოფლის მიერ ჭეშმარიტი ძელისა და სამსჭვალთა პოვნას იერუსალიმში; ღირსმოწამეთა: კონონისა და ძისა მისისა კონონისა; ღირსისა არკადი კვიპრელისა. ღირსი დოსითეოზ ქუთათელი (ერისკაცობაში დავით ნიკოლოზის ძე წერეთელი) დაიბადა საჩხერეში 1750 წლის ახლო ხანებში. მათი საგვარეულო რეზიდენცია საჩხერეში მდებარეობდა, ხოლო სალოცავები და ძვალთშესალაგი –…
საქართველოს საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისა და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საპატრიარქოს ცნობით, ილია მეორე ეკატერინე ტიკარაძეს სინოდის წევრებთან ერთად შეხვდა. მათივე ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის დეტალურად ინფორმირება იმ პროცესების შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში ეპიდვითარება, როგორ არის დაგეგმილი ვაქცინაციის პროცესი, რას მოიცავს…
ჩვენთან არს ღმერთი! გილოცავთ დიდი მარხვის დაწყებას; ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობით შევხვდეთ ბრწყინვალე აღდგომას. მრავალი განსაცდელი გვხვდება ჩვენ: ავადმყოფობა, სიკეთის ნაკლებობა … და არ უნდა შეგეშინდეთ. უნდა ვიცოდეთ, რომ უკანასკნელ ჟამს, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, ბოროტი ძალა იგრძნობს რა თავის დასასრულს, გააძლიერებს ბრძოლას მორწმუნე ადამიანების წინაარმდეგ, მაგრამ ღვთის მადლი, ღვთის ძალა იმდენად დიდი და…
ეკლესია ამ დღეს აღნიშნავს ხსენებას: ღირსისა გერასიმე იორდანელისა, მოწამეთა პავლესი და იულიანასი, ღირსისა იაკობ მმარხველისა, გრიგოლისა კვიპრელი ეპისკოპოსისა, კეთილმორწმუნე მთავრისა დანიელ მოსკოველისა. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში. ღირსი გერასიმე, რომელიც იყო იორდანეს წარმოშობით ლიკიიდან (მცირე აზია) იყო. ბერად აღკვეცის შემდეგ იგი თებაიდის (ეგვიპტე) უდაბნოში განმარტოვდა, დაახლოებით 450…