29 მარტს ეკლესია აღნიშნავს ხსენებას წმ. ამბროსი აღმსარებელისა; პიმენ სალოსისა და ანტონი მესხისა; მოწამისა საბინესი; მოწამისა პაპასი; მოციქულისა არისტობულესი; მღვდელმოწამისა ალექსანდრესი; მოწამისა ივლიანესი; მღვდელმოწამეთა: ტროფიმესი და თალასისა, ლაოდიკიელთა ხუცესთა. Spurnik საქართველო მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რა დამსახურება მიუძღვით მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე. უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ხელაია) დაიბადა 1861…
მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა დღეს წირვა აბაშის საკათედრო ტაძარში ჩაატარა. მიტროპოლიტმა სტეფანემ წირვის შემდგომ ქადაგებისას აღნიშნა, რომ „ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხში მონაწილე“ ბერებს, მონაზვნებსა და საერო პირებს ზიარების უფლება აუკრძალა. მისივე განმარტებით, სასულიერო და საერო პირებს მონანიებისთვის ერთკვირიანი ვადა მისცა. მიტროპოლიტ სტეფანეს განმარტებით, აღნიშნული ადამიანები მართული არიან ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მიერ….
თუ დამარწმუნებენ კამერების წინაშე, ამიხსნიან კარგად, რა ვაქცინაა და შემდეგ მოისმენენ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუ ექიმები გადაწყვეტენ, რომ ჩემთვის ეს აცრა სასარგებლოა, თანახმა ვარ კამერების წინაშე, მთელი საქართველოს თვალწინ ავიცრა, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა. ის მიიჩნევს, რომ ვაქცინაცია არ სჭირდება, თუმცა ხალხის გასამხნევებლად მზად არის, რომ ვაქცინაცია საჯაროდ…
მღვდელმთავარს შეუძლია ზიარებისგან დაყენება, მღვდელმსახურების შეჩერება, განკვეთაც, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რითაც ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ანდრია ჯაღმაიძემ იმედი გამოთქვა, რომ ეპარქიაში დაძაბულობა სიმშვიდით შეიცვლება. „ზოგადად, ეპარქიაში დაძაბულობა შეინიშნება, რაც დაკავშირებულია იმ ცნობილ მოვლენებთან, რაც მეუფე პეტრეს ეპარქიის დატოვებით დასრულდა. იქ არიან ადამიანები, რომლებიც მასთან ერთად…
დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისათვის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქადაგების დროს განაცხადა. პატრიარქმა საკვირაო წირვა-ლოცვა აღავლინა. როგორც ილია მეორემ აღნიშნა, განსაკუთრებით მომავალ თაობაზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც “უარყოფითი მოვლენებით არის გარემოცული”. „ჩვენთან არს ღმერთი! ჩვენი ცხოვრება ემსგავსება კიბეს; ერთი პირი მაღლა მიდის, მეორე –…
წმიდა გრიგოლს ეკლესია დიდმარხვის მეორე კვირიაკეს იხსენიებს. წმიდა გრიგოლ პალამა, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი 1296-97 წლებში დაიბადა წარჩინებული, მდიდარი და კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. თავდაპირველად მისი მშობლები მცირე აზიაში ცხოვრობდნენ, გრიგოლ პალამამაგრამ თუქების შემოსევის დროს კონსტანტინეპოლში გადასახლდნენ და იმპერატორ ანდრონიკე II პალეოლოგის (1282-1328) კარზე ჰპოვეს თავშესაფარი. გრიგოლის მამა – კონსტანტინე სასახლის კარის მსხვილი მოხელე გახდა, მაგრამ მალე გარდაიცვალა….
28 მარტს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას: მოწამისა აგაპისა და მისთანა 7 მოწამეთა: პუპლიოსისა, ტიმოლაოსისა, რომილესი, ორთა ალექსანდრეთა და ორთა დიონისეთა ; მღვდელმოწამისა ალექსანდრესი; მოწამისა ნიკანდრესი; წმიდა მოწამე აღაპი და მასთან შვიდი მოწამე ეწამნენ დიოკლეტიანეს დროს პალესტინის კესარიაში. ერთ-ერთ წარმართულ დღესასწაულზე ქრისტიანები, რომლებმაც კერპებს მსხვერპლი არ შესწირეს, საჯაროდ აწამეს. წმიდა ტიმოთე (ხს. 19 აგვისტოს) კოცონზე…
საპატრიარქოს ინფორმაციით, ჭყონდიდის ეპარქიაში ვანდალიზმის ფაქტი არ დასტურდება. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დღეს ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფოტო და ვიდეომასალა ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი თითქოსდა ვანდალური ფაქტის შესახებ. „როგორც სხვადასხვა საინფორმაციო ვებგვერდი იუწყებოდა: „მარტვილის მონასტრის კომპლექსის ჩიქვანების სამსართულიანი ეკლესიის პირველი სართულის კელიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ფრესკა დააზიანეს, რომელიც თავის დროზე მეუფე…
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა მონაპოვარია, რომელიც ყველას გვაერთიანებს“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც მოსახლეობას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა. მისი თქმით, ავტოკეფალიის აღდგენის დღე უდიდესი წარმატება და მიღწევაა, რომლისთვისაც ჩვენი წინაპრები იღწვოდნენ და რომელიც კათოლიკოს პატრიარქ ილია II-ის ღვაწლით დაგვირგვინდა. “ჩვენს თანამოქალაქეებს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია II-ს და სასულიერო…