საქართველოს საპატრიარქო ეხმაურება 30 იანვარს ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტს ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბას (გიგიბერია) შესახებ. „ამ სიუჟეტის ბოლოს მაყურებელს ამცნეს, თითქოს მიტროპოლიტი საბა, პატრიარქის ქორეპისკოპოსთან, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან (ჭუაძე) ერთად, წარსულში სასულიერო პირისათვის შეუფერებელი ბიზნესსაქმიანობით იყო დაკავებული, რაც სრული სიცრუეა“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში. ამავე განცხადების თანახმად, სასულიერი პირების მიმართ სხვა…
საქართველოს საპატრიარქო საესტრადო მომღერლის, ანსამბლ „ივერიას“ წევრის თემურ წიკლაურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს სამძიმრის წერილს ავრცელებს. „მთელი საქართველო გლოვობს ბატონ თემურ წიკლაურის გარდაცვალებას; იშვიათია ადამიანი, რომ ასე უყვარდეს საზოგადოებას, როგორც არა მარტო მომღერალი, არამედ, როგორც პიროვნებაც. ყველა ლოცულობდა მისი გადარჩენისთვის, მაგრამ იგი, ღვთის განგებულებით, ცათა სიმაღლეების გზას შეუდგა. პირველად მას მეუღლესთან ერთად…
როგორ მოვიპოვოთ მაცხოვნებელი სიმდაბლე და განვაგდოთ დამღუპველი ზვაობა სიამაყისა? სიმდაბლის გზა ამგვარია: მარადის მას უნდა ვეძიებდეთ და იმ საქმეებს უნდა აღვასრულებდეთ, რომელთაც სიმდაბლე მოაქვთ; არც ერთი უბრალო (მდაბალი, უნდო) საქმე არ უნდა მივიჩნიოთ საზიანოდ, რამეთუ სული თავისსავე საქმეებს ემსგავსება: რასაც აკეთებს, ის აღიბეჭდება მასზე. დაე, შენი გარეგნული სახეც, და შესამოსელიც, და სიარულიც, და ჯდომაც, და…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 5 თებერვალს მღვდელმოწამე კლიმენტის და მოწამე აღათანგელოსის, ღირსი მაქსიმე ასურის, ღირსი სალამან მდუმარის და პავლინე მოწყალის, ნოლანელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს. მღვდელმოწამე კლიმენტი ანკვირელი ეპისკოპოსი და მოწამე აღათანგელოსი მღვდელმოწამე კლიმენტი გალატიის ქალაქ ანკვირში დაიბადა 258 წელს. კეთილმსახური ცხოვრებისათვის კლიმენტი ჯერ მედავითნედ აკურთხეს, შემდეგ დიაკვნად; თვრამეტი წლისას ხუცესად დაასხეს ხელი,…
საპატრიარქოს პოზიცია საზღვრის გავლებასთანაა დაკავშირებული, რადგან ახალი გარემოებები გაჩნდა, ახალი რუკების სახით, გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ კომისია ეფექტურად იმუშავებს, თუმცა უკვე საკმაოდ დრო გავიდა და აქამდე ველოდებოდით, რომ რაღაცა ინფორმაცია იქნებოდა, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, არის მოლოდინი და იმედი, რომ ახალი რუკები დღევანდელ სავალალო სურათს შეცვლის….
2021 წლის 3 თებერვალს, მოსკოვის საპატრიარქოს ფინანსურ და ეკონომიკურ განყოფილებაში, სამსახურის თავმჯდომარემ, ნარო – ფომინსკის ეპისკოპოსმა პარამონმა, სამუშაო შეხვედრა გამართა დიდმოწამე გიორგის ქართველთა ეკლესიის წინამძღვართან, დეკანოზ თეოდორე კრეჩეტოვთან, რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაციის შესახებ ”წმ. ძლევაშემოსილი გიორგის ქართველთა ეკლესია, 1788-1807, 1870, 1890 წლები, არქიტექტორები ნ.ნ. ვასილიევი, ვ.გ. სრეტენსკი, გ.ე. პოპოვი”. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს…
ბაქო-აზერბაიჯანის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის, მთავარეპისკოპოს ალექსანდრეს (რუსეთის საპატრიარქო) ლოცვა-კურთხევით, ქ. განჯის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მღვდელმა ბართლომე სოტნიკოვმა, მოინახულა მთიანი ყარაბაღის ქ. ხოჯავენდის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი. რუსი სასულიერო პირი გაეცნო იმ ზარალს, რაც ტაძარმა განიცადა არაღიარებული რესპუბლიკის მმართველობისას. ბაქოს ეპარქიის მღვდელმსახურმა მრავალი წლის შემდეგ აღასრულა მართლმადიდებლური ლოცვა. — nikodimoscentre.ge
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 4 თებერვალს მოციქულ ტიმოთეს და ღირსმოწამე ანასტასი სპარსის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოციქული ტიმოთე წმიდა მოციქული ტიმოთე მცირე აზიის ქალაქ ლუსტრაში დაიბადა. ის ქრისტიანობაზე წმიდა მოციქულმა პავლემ მოაქცია 52 წელს. ლიკაონიის ქალაქებში პავლეს და ბარნაბას პირველი მოგზაურობის დროს პავლემ დედის მუცლითგან მკელობელი (სნეული) განკურნა. ამ სასწაულმა მრავალი მოაქცია ქრისტეს სჯულზე, მათ…
ახალი სტილით 3 თებერვალი წმ. მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღეა… წმ.მაქსიმე აღმსარებელიწმ. მაქსიმე აღმსარებელი 580 წელს ქალაქ კონსტანტინოპოლში დაიბადა. მისი მშობლები – იოვანე და ანა ღმრთისმოყვარენი იყვნენ. მათ მრავალმხრივი განათლება მიაღებინეს შვილს. ასწავლეს ფილოსოფია, გრამატიკა, რიტორიკა. წმიდანი საღვთისმეტყველო დიალექტიკასაც დაეუფლა. სახელმწიფო სამსახურში ჩამდგარი მაქსიმე თავისი განსწავლულობისა და კეთილსინდისიერების წყალობით იმპერატორ ჰერაკლეს (611-641 წწ.) პირველი მდივანი გახდა,…