2021 წლის 23 მარტს კვიპროსის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარს, ლემესოს მიტროპოლიტ ათანასეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მღვდელმთავარი 62 წლისაა. აღნიშნულთან დაკავშირებით დაგეგმილია ლემესოს სამიტროპოლიტო რეზიდენციაში დეზინფექციის ჩატარება. უფლისმიერ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას ვუსურვებთ მიტროპოლიტ ათანასეს. მსოფლიო საეკლესიო სიახლენი
2021 წლის 22 მარტს მსოფლიო საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთის მთავარეპისკოპოსმა ნიკიტამ მღვდელმთავრებთან ერთად არქიმანდრიტ იაკობს ხელი დაასხა ეპისკოპოსად. საზეიმო ღმრთისმსახურებასა და ეპისკოპოსის ხელდასხმაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საპატრიარქოს მღვდელმთავარმა, დმანისისა და ლორე-ტაშირის და დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა. მეუფე იაკობი კლაუდიოპოლის ეპისკოპოსად დადგინდა. მსოფლიო საეკლესიო სიახლენი
საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციის თანახმად, მართლმადიდებლობის ზეიმზე, წმიდა ლიტურგიის მსვლელობისას სარწმუნოების სიმბოლო “მრწამსი” წარმოთქვა საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ეკატერინე საკელაროპულუმ. საზეიმო საღმრთო ლიტურგიას უძღვებოდა ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსი უნეტარესი იერონიმე მეორე. მსოფლიო საეკლესიო სიახლენი
“მძიმე მემკვიდრეობამ, რომელსაც მხრებზე ვატარებთ, არ უნდა მოგვცეს დასვენების საშუალება. მოდით, არამარტო ვიამაყოთ ჩვენი წინაპრებით, არამედ გავაკეთოთ ისეთი რამ, რომ საკუთარმა შვილებმა იამაყონ ჩვენით. მოდით, გავხდეთ ღირსეული მემკვიდრეები და ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ერი, რომელიც თავის ისტორიას დაივიწყებს, მომავალი არ აქვს”, – განაცხადა მისმა ღვთაებრივმა უნეტარესობამ ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპმა და პატრიარქმა თეოდორე მეორემ. მსოფლიო…
22 მარტს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას: 40 მოწამეთა, სებასტიას ტბასა შინა წამებულთ; მოწამისა ურპასიანესი; წმიდისა კესარიოს მკურნალისა, გრიგოლ ღმრთისმეტყველის ძმისა; მართლისა ტარასისა. Sputik საქართველო მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რა წვლილი მიუძღვით ეკლესიის წინაშე. წმიდა 40 სებასტიანელი მოწამე (+320). 313 წელს წმიდა კონსტანტინე დიდმა (ხს. 21 მაისს) გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ქრისტიანებს აშკარად…
მიტროპოლიტი დავითი (ერისკაცობაში გრიგოლ ივანეს ძე ჭკადუა) დაიბადა 1926 წლის 22 მარტს, ქ. თბილისში. 1955 წელს დაასრულა პიატიგორსკის სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი. ეწეოდა მოღვაწეობას სამედიცინო სფეროში. 1978 წელს ხელდასმული იქნა დიაკვნად, იმავე წლის 13 აგვისტოს – მღვდლად. 1978 წლის 20 ოქტომბერს აღიკვეცა მონაზვნად და ეწოდა სახელი დავითი. 1978 წლის 15 დეკემბერს ხელი დაასხეს ეპისკოპოსად და…
ამ სიტყვებით მიმართა სამწყსოს დიდი მარხვის პირველი კვირას მართლმადიდებლობის ზეიმზე სრულიად ბულგარეთის პატრიარქმა უწმიდესმა ნეოფიტემ. “ჩვენ ვუგალობთ და განვადიდებთ ღმრთის გამოუთქმელ განგებას და მადლობას ვუხდით ყოვლისშემძლეს, მართლმადიდებლობის დიდი საჩუქრისთვის, რომელიც ღვთის განგებამ დაიცვა განქარვებულიყო წმიდა ეკლესიის წიაღიდან, რწმენისაუმძიმეს გამოცდათა და განსაცდელთა ჟამსა კი. ჩვენ პატივს ვცემთ და ეთაყვანებით წმინდა მართლმადიდებლობის ყველა დამცველს, განსაკუთრებით კი რწმენის…
დღეს, 2021 წლის 21 მარტს, დიდი მარხვის პირველ კვირას, როდესაც მართლმადიდებლობის ზეიმი აღინიშნება, მიტროპოლიტმა სტეფანემ ჭყონდიდში ზეიმი მოიწყო – მეუფე მასპინძლობს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებსა და საგანგებოდ ჩასულ პარტაქტივს. პანდემიის პირობებში ეპარქიის რეზიდენციაში ორას პერსონაზე გაწყობილია სუფრა. ადგილზე იმყოფება რამდენიმე მღვდელმთავარიც. სუფრაზე ნათლად სჩანს თევზის ასორტი. დიდი მარხვის ტიპიკონი კი ერთმნიშვნელოვნად და მკაცრად განაჩინებს დიდ მარხვაში…
ადამიანი იმის ნაცვლად, რომ შინაგანად შეიცვალოს, გარეგნულ ცხოვრებაში ცვლის რაღაცებს და ცდილობს, ღმერთსა და ადამიანებს უკეთესი ეჩვენოს, შინაგანად კი სულ სხვანაირია, აი, ეს არის სიყალბე, რაც მიუღებელია ღვთისთვის, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგების დროს განაცხადა. მიტროპოლიტის განცხადებით, დღევანდელ კვირას ეწოდება მართლმადიდებლობის ზეიმი. მან მორწმუნეებს ეს დღე მიულოცა…