ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
17.01.2021 | 19:38
საქართველოს პატრიარქის სამძიმარი ბელარუსის საპატიო ეგზარქოსის გარდაცვალების გამო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამძიმრის ოფიციალური წერილი გაუგზავნა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილეს, სრულიად ბელარუსის საპატიო ეგზარქოსის, მიტროპოლიტ ფილარეტის გარდაცვალების გამო. თქვენო უწმიდესობავ! მწუხარებით მივიღეთ ამბავი სრულიად ბელარუსის საპატიო ეგზარქოსის, მაღალყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტ ფილარეტის გარდაცვალების შესახებ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით სამძიმარს ვუცხადებთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო დასსა და სამწყსოს და განსვენებული…

17.01.2021 | 19:32
“წმინდა სინოდი ვაქცინის შესახებ იმსჯელებს” – მიტროპოლიტი თეოდორე

“არ შეიძლება, რომ ვაქცინას უკუეფექტები არ ჰქონდეს. აუცილებელია, რომ კონკრეტულ პრეპარატებზე, არა ისე, ვაქცინაზე, არამედ – საერთოდ კონკრეტულ პრეპარატებზე იყოს საუბარი და ახსნილი, თუ რას წარმოადგენენ ეს პრეპარატები, როგორ მოქმედებენ ადამიანში, როგორ იცავენ ვირუსისაგან და რა უკუჩვენებები გააჩნიათ ამ პრეპარატებს. ეს არის ჩემი პირადი აზრი. რა თქმა უნდა, ამაზე იმსჯელებენ შემდგომ, უკვე მღვდელმთავრები როცა შეიკრიბებიან…

17.01.2021 | 19:28
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი და კომიტეტის წევრები გელათში იმყოფებოდნენ

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი და კომიტეტის წევრები გელათში ვიზიტით იმყოფებოდნენ. ისინი ძეგლზე რამდენიმე წლის წინ დაწყებულ სარესტავრაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. ვიზიტის შემდეგ, ქუთაისის ეროვნული არქივის შენობაში გელათის მონასტრის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების თაობაზე კომიტეტის სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა მოისმინეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკა ანთიძის მოხსენება და რესტავრატორ…

17.01.2021 | 19:21
რა ევალება ნათლიას? – წმ. გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი

ნათლია ვალდებულია ზრუნავდეს თავისი ნათლულის სულიერი დონის ამაღლებისა და მომავალი საუკუნო ცხოვრების დამკვიდრებისათვის. ამისათვის, პირველ რიგში, თავად უნდა იყოს მონათლული, სულიერი და სულის ცხონების მაძიებელი. ნათლობის დროს დიდი მადლი გადმოდის ნათლიაზე და ასევე,დიდი პასუხიმგებლობაც ეკისრება მას თავისი ნათლულის ცხოვრებაზე. დაუდევრობის შემთხვევაში,თუ ნათლია არ ზრუნავს თავისი ნათლულის ეკლესიური ცხოვრებისათვის, მას ეს მეტად დიდ სასჯელად ედება. ნათლული…

17.01.2021 | 19:18
“ყოველთვის არის საფრთხე იმისა, რომ ჩვენც გადავუხვიოთ ან ჩამოვშორდეთ ამ გზას”

ჩვენი ცხოვრებითა და საქმით მაგალითი უნდა ვიყოთ ადამიანებისთვის ცათა სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე დიდი მოშურნეობისა, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. მიტროპოლიტმა შიომ ნათლისღების წინა კვირაზე ისაუბრა. „ძვირფასო და ქრისტესმიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს! დღევანდელ კვირას ეწოდება ნათლისღების წინა კვირა და ჩვენ ვიხსენებთ…

16.01.2021 | 21:27
“ისლამი არის არა რელიგია, არამედ პოლიტიკური პარტია” – უნეტარესი იერონიმე მეორე

საბერძნეთის ცნობილი აჯანყებიდან ორასი წლის იუბილესთან დაკავშირებით, ათენისა და სრულიად საბერძნეთის უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა იერონიმე მეორემ განაცხადა, რომ ისლამი არის არა რელიგია, არამედ პოლიტიკური პარტია, ხოლო მისი მიმდევრები ომის ხალხია. მისმა უნეტარესობამ აღნიშნა, რომ ისლამის მახასიათებელი ნიშანი არის მომთაბარეობა და სხვა ტერიტორიებზე გავრცელება. ისტორია ღიად მეტყველებს ამაზე. შეგახსენებთ, 1821 წელს საბერძნეთში მოხდა აჯანყება მუსლიმი ოსმალების წინააღმდეგ,…

16.01.2021 | 21:24
საბერძნეთში ტაძრები მორწმუნეთათვის 18 იანვრიდან გაიხსნება

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ინფექციური დაავადებების კომიტეტის წინადადება ტაძრების გახსნის შესახებ პოზიტიური იყო, რადგან ეკლესიამ დაადასტურა, რომ პანდემიის დაწყების პირველივე მომენტიდან იგი ყველა დაწესებულ ზომებს იცავს. კერძოდ, ტაძრები ღია იქნება მორწმუნეთათვის და წირვა-ლოცვა ჩატარდება ყოველ 25 კვ.მ.-ზე ერთი ადამიანის დასწრებით და თითოეულ ტაძარში დაიშვება მაქსიმუმ 50 ადამიანი.   — wenews.ge

16.01.2021 | 21:20
პრემიერ-მინისტრი გახარია გმობს რელიგიურ ძალადობას

“მოგეხსენებათ, რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ისტორიული ფაქტი და ჩვენი სიმდიდრეა. ეს არის ის, საუკუნეების განმავლობაში როგორ ვაშენებდით ჩვენს სახელმწიფოს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მთავრობა იყო და იქნება გარანტი თითოეული მოქალაქისთვის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უფლებების შესრულებისთვის. არავის მივცემთ შესაძლებლობას, საქართველოს მოქალაქის უფლებები რაიმე სახით შეიზღუდოს, თუმცა ასევე, არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ უკანონო ქმედებებით რაიმე სახის პროვოცირება…

16.01.2021 | 21:15
“მეცნიერების წინსვლა, რომელიც ადამიანს ემსახურება, ყოველთვის არის ღვთისგან კურთხევა და საჩუქარი” – პირეის მიტროპოლიტი

2021 წლის 15 იანვარს საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარმა, პირეის მიტროპოლიტმა სერაფიმემ კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინა გაიკეთა. ვაქცინაციის შემდეგ მიტროპოლიტმა სერაფიმემ მადლობა გადაუხადა საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და ექიმ ალფიერს განუცხადა: “მადლობელი ვარ, ექიმო! ძალიან დიდი მადლობა! გისურვებთ ძალას ამ დიდი საქმისთვის, რომელსაც აკეთებთ!”. ექიმმა ალფიერმა თავის მხრივ უპასუხა: “დიდი კურთხევაა დღეს ყველა ჩვენგანისთვის, ვისაც ვაქცინაციის შესაძლებლობა…

Τα σημαντικότερα νέα