ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
15.01.2021 | 13:19
ოთხთვიანი პაუზის შემდგომ უნეტარესი საბა პირველად გამოჩნდა წირვაზე

თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდგომ უნეტარესი ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტი საბა პირველად გამოჩნდა საღმრთო ლიტურგიაზე. მისმა უნეტარესობამ 2020 წლის 18 ოქტომბერს აღასრულა წირვა, რომლის შემდგომ, პირველად წირვა აღავლინა 2021 წლის 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულზე. ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გამო პოლონეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური მკაცრ იცოლაციაში იმყოფებოდა.   — wenews.ge

15.01.2021 | 13:10
გაიკეთა თუ არა კათალიკოს-პატრიარქმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა?

ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელის, გიორგი ჩალაძის განცხადება, რომლის თანახმად COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში უკვე გაკეთებული აქვს რამდენიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირსა და მაღალჩინოსანს. ამ დრომდე საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან აღნიშნულზე განცხადება არ გაკეთებულა, ვაქცინა გაიკეთა თუ არა თავად მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ამ დრომდე უცნობია, ასევე უცნობია წმინდა…

14.01.2021 | 20:54
საბერძნეთის ეკლესია – “Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებისთვის არ გამოიყენება ემბრიონის უჯრედები”

164-ე სინოდის პერიოდის საბერძნეთის ეკლესიის მუდმივმოქმედი წმიდა სინოდი შეიკრიბა, 2021 წლის 12 და 13 იანვარს, დისტანციურ რეჟიმში, რომელსაც თავმჯდომარეობდა უნეტარესი ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი იერონიმე მეორე. მუდმივმოქმედმა წმიდა სინოდმა ვრცლად განიხილა საბერძნეთში უფლის ნათლისღების დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ და აღნიშნა შემდეგზე: ა) საბერძნეთის ეკლესიის წმიდა სინოდმა პანდემიის დაწყების პირველივე მომენტიდან მოეკიდა მას პასუხისმგებლობით და მოუწოდა…

14.01.2021 | 20:49
მსოფლიო საპატრიარქომ იტალიის ახალი მიტროპოლიტი გამოირჩია

დღეს, 14 იანვარს მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა იტალიის მიტროპოლიტად, ეპანეთის ყოფილი მიტროპოლიტი პოლიკარპე გამოირჩია. მიტროპოლტი პოლიკარპე 1990 წელს ეკურთხა დიაკვნად ქალკედონის მიტროპოლიტ ბართლომეოსის (აწ უკვე მსოფლიო პატრიარქი) მიერ, ხოლო ამავე წელს ეკურთხა მღვდლად ნავპაკტოს მიტროპოლიტ ალექსანდრეს მიერ. 1990 წლიდან 2007 წლამდე მსახურობდა იტალიის სამიტროპოლიტოში, ხოლო 2007 წელს გამოირჩიეს ესპანეთისა და პორტუგალიის მიტროპოლიტად და დღემდე ამ…

14.01.2021 | 20:48
მსოფლიო საპატრიარქომ ესპანეთის ახალი მიტროპოლიტი გამოირჩია

დღეს, 14 იანვარს მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა ეპანეთისა და პორტუგალიის მიტროპოლიტად გამოირჩია მსოფლიო საყდრის დიდი არქიმანდრიტი ბესარიონი.   —  wenews.ge

14.01.2021 | 20:46
მსოფლიო საპატრიარქომ კოლონიის ახალი მიტროპოლიტი გამოირჩია

დღეს, 14 იანვარს მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა კოლონიის მიტროპოლიტად ტროპეის ყოფილი ეპისკოპოსი ათანასე გამოირჩია. 1997 წლიდან მღვდელმთავარი ათანასე გახლდათ დიდი ბრიტანეთის მიტროპოლიტის დამხმარე ეპისკოპოსი.   — wenews.ge

14.01.2021 | 20:45
პირეის მიტროპოლიტი სერაფიმე ვაქცინას გაიკეთებს

ბერძნულ ენოვანი საეკლესიო პრესიდან ცნობილი ხდება რომ ხვალ, 15 იანვარს დილის 11:30-ზე საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დამსახურებული მღვდელმთავარი, პირეის მიტროპოლიტი სერაფიმე გაიკეთებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალ ვაქცინას.     — wenews.ge

14.01.2021 | 20:42
ბელარუსის პრეზიდენტი ბელარუსის განსვენებულ საპატიო ეგზარქოსს დაემშვიდობა

დღეს, 2021 წლის 14 იანვარს, მინსკის სულიწმიდის სახელობის საკათედრო ტაძარში მივიდა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო. პრეზიდენტმა პატივი მიაგო ტაძარში დასვენებულ სრულიად ბელარუსის განსვენებულ საპატიო ეგზარქოსს, ბელარუსის გმირს, მიტროპოლიტ ფილარეტს, რომელსაც, ხვალ, 15 იანვარს, თავისი ანდერძის თანახმად, ჟიროვიჩის მონასტრის ჯვართამაღლების სახელობის ტაძარში დაკრძალავენ. ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ტაძარში დახვდა სრულიად ბელარუსის ეგზარქოსი, მინსკისა და ზასლავის…

14.01.2021 | 20:39
იერუსალიმში ახალი წელი იზეიმეს და ,,ვასილოპიტა” გაჭრეს

იერუსალიმის ეკლესია მსგავსად საქართველოს,რუსეთის, სერბეთის,პოლონეთისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიებისა, ძველი კალენდარული სტილით 14 იანვარს აღნიშნავენ ახალ წელს, ამრიგად საზეიმო წირვის შემდეგ პატრიარქმა თეოფილემ ტრადიციული წმინდა ბასილის ტკბილი პური ,,ვასილოპიტა” გაჭრა.                    — wenews.ge

Τα σημαντικότερα νέα