ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი ეპარქიის “ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე თეოლოგების მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება და სათაურით: “მორიგი პროვოკაცია” წერილს აქვეყნებს. სრულად გთავაზობთ მეუფე იოანეს განცხადებას: მ ო რ ი გ ი პ რ ო ვ ო კ ა ც ი ა ბოლო დროს მოდაშია კონოფილმების სერიალები. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების…
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქს, ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია. როგორც ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ამჟამად იზოლაციაში მხოლოდ პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი იმყოფება. “გუშინ ლუგარის ლაბორატორიამ ტესტირება ჩაატარა საპატრიარქოში. ზოგადად, სწრაფი ტესტები კეთდება 3 დღეში ერთხელ და PCR ტესტირებაც პერიოდულად კეთდება. ჩატარდა 55…
2021 წლის 6 იანვარს, იულიუსის კალენდრის შესწორებული (ე.წ. ახალი) სტილით ნათლისღების დღესასწაულზე, საზეიმო წირვის შემდგომ, ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსმა უნეტარესმა იერონიმე მეორემ განცხადება გააკეთა ათენის ხარების სახელობის საკათედრო ტაძარში. უნეტარესმა იერონიმემ, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ბ. მიცოტაკისთან თავისი შეხვედრის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა: “საუბარი მიმდინარეობს იმაზე, რაც გავიარეთ და რასაც ველოდებით. ვინაიდან დღეს დიდი დღესასწაულია,…
საბერძნეთის მინისტრთა საბჭოს ახალმა შემადგენლობამ ეკლესიის წინაშე დადო ფიცი. ტრადიციის თანახმად, ახალი მინისტრთა საბჭოს დამტკიცებას წინ უძღოდა საბერძნეთის ეკლესიის მეთაურისა და წმიდა სინოდის წინაშე ფიცის დადება. ღვთისმსახურება აღავლინა ათენისა და სრულიად საბერძნეთის უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა იერონიმე მეორემ. ცერემონიას ესწრებოდნენ საბერძნეთის პრეზიდენტი ეკატერინე საკელაროპულუ და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი. ფიცის დადების შემდგომ, უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა მიულოცა მინისტრებს ახალ…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, შესაძლოა, კორონავირუსზე ტესტის გაკეთება შესთავაზონ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა, პატრიარქს ჯერჯერობით არცერთი PCR ტესტი არ გაუკეთებია. „შევთავაზებთ მერე, ვნახოთ საქმეები როგორ წავა, ამას სიტუაციის მიხედვით გავაკეთებთ. ჯერ ამას მნიშვნელობა არ აქვს. კვირის განმავლობაში შევთავაზებთ“, – განაცხადა შარტავამ. რაც შეეხება პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს,…
საშობაო ეპისტოლე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამამულენო: „ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი” (ფს. 81.6) უფალმა ადამიანი შექმნა განღმრთობისათვის, ღვთაებრივ სიკეთეთა მიღებისა და ღვთის წინაშე…
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი, კლინიკას ხვალ დატოვებს. როგორც ლევან რატიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, კორონავირუსი დაამარცხა ურბნელმა მიტროპოლიტმა მეუფე იობმაც, რომელიც თავს მხნედ გრძნობს. „ორივე მეუფე თავს მხნედ გრძნობს. მეუფე იობი გაეწერა. გუშინ მასთან ერთად ვიყავი წირვაზე, მხნედ ჩაატარა. ჩათვალეთ,…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 9 იანვარს პირველმოწამე სტეფანე მთავარდიაკონის, ღირსი თეოდორე აღმსარებელის, წმიდა თეოდორეს, კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოციქული, პირველმოწამე და მთავარდიაკონი სტეფანე. წმიდა სტეფანე მოწამეობრივად აღსრულებული პირველი ქრისტიანი იყო. იგი ოცდაათი წლისა მიიცვალა. იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებისა და მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ უფლის სიტყვა სწრაფად ვრცელდებოდა და მორწმუნეთა რიცხვიც ყოველდღიურად იზრდებოდა, იერუსალიმში…
გუშინ, შესწორებული კალენდრის მიხედვით 6 იანვარს, საბერძნეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების, ღმრთის განცხადების დღესასწაულს აღნიშნა. დღესასწაულთან დაკავშირებით ნავპაკტოს მიტროპოლიტმა იეროთეოსმა სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია და წყლის დიდი აიაზმის წესით კურთხევა აღასრულა. wenews.ge