საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 5 იანვარს ღირსი ნიფონტის, ღირსი პავლეს, ასევე ათთა მოწამეთა კრეტელთა – თეოდულეს, სატურნინეს, ევპოროსის, გელასის, ავნიკიანეს, ზოტიკეს, პომპიოსის, აღათოპუესეს, ბასილიდისა და ევარესტის ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი ნიფონტი – კვიპრელი ეპისკოპოსი ღირსი ნიფონტი – კვიპრელი ეპისკოპოსი პაფლაგონიაში დაიბადა, განათლება კი კონსტანტინოპოლში მიიღო. სიჭაბუკეში ნიფონტი თავაშვებულ და ცოდვილ ცხოვრებას მიეცა. ნეტარი ხანგამოშვებით გონს…
არქეოლოგები აცხადებენ, რომ აღმოაჩინეს ის სასიკვდილო საცეკვაო მოედანი, სადაც ახ. წ. დაახლოებით 29 წელს სიკვდილით დასაჯეს იოანე ნათლისმცემელი — მქადაგებელი, რომელიც იესოს მოსვლას წინასწარმეტყველებდა. ბიბლია და უძველესი მწერალი იოსებ ფლავიუსი (ახ. წ. 37-100 წ. წ.) აღწერენ, როგორ დასაჯა იოანე ნათლისმცემელი სიკვდილით მეფე ჰეროდე ანტიპამ, ჰეროდე დიდის ვაჟმა. ფლავიუსი მიუთითებს, რომ იოანეს თავი მაქერონის ციხეში მოჰკვეთეს,…
მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით, დაწესებული რეგულაციების დაცვით, წელს ალილო სახეცვლილად ჩატარდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საშობაო მსახურება ოთხშაბათს, საღამოს 23:00 საათზე დაიწყება, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე აღასრულებს. „მაცხოვრის შობა ქრისტიანულ სამყაროში დიდებული დღესასწაულია. შობას საქართველოში კიდევ უფრო სადღესასწაულო ელფერი, უწმინდესის კურთხევით 2000 წლიდან მიეცა. წლებია, 7 იანვარს,…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მადლობას უხდის ყველას ინტრონიზაციის, ასევე დაბადების დღის მოლოცვისთვის. „მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, როგორც ინტრონიზაციის, ისე დაბადების დღის მოლოცვისთვის. რა თქმა უნდა, მაცხოვარი იქნება პირუთვნელი მსაჯული იმისა, რა და როგორ გაკეთდა, მაგრამ ერთი კია, – ძალისამებრ ჩემისა ყოველთვის მთელი გულით ვემსახურებოდი და ვემსახურები უფალს და სამშობლოს და მაძლიერებს თქვენი სულიერი…
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს. მილოცვის ტექსტს სოციალურ ქსელში ავრცელებს ქართული სამრევლო კონსტანტინოპოლში. „უნეტარესო და ფრიად საყვარელო ძმაო და თანამწირველო, გულითადად გილოცავთ დაბადებიდან 88 წლის იუბილეს. თქვენდამი ღრმა მეგობრობითა და ზრუნვით აღჭურვილნი, თქვენი უნეტარესობის ჯანმრთელობას შევავედრებთ სამყაროში განცხადებულ უფალს, ღმერთსა და მაცხოვარსა ჩვენსას იესუ ქრისტეს, რათა მოგმადლოთ კიდევ მრავალი წელი…
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს და დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უსურვებს მას. „დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. პატრიარქი გამოჩენილი რელიგიური ლიდერია, რომელსაც აფასებენ და ენდობიან არა მხოლოდ მართლმადიდებლურ სამყაროში. მან უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს უახლეს ისტორიაში და გამაერთიანებელ სიმბოლოდ იქცა. რელიგიის…
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს იუბილეს ულოცავს. „თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს პარლამენტის სახელით, გილოცავთ დაბადების დღეს! შეუფასებელია თქვენი ღვაწლი, თქვენი ამაგი, რომელსაც ამ წლების განმავლობაში დაუღალავად სწევთ. თქვენ ხართ სულიერი სიმტკიცის და ერთიანობის სიმბოლო. მიიღეთ ჩვენი გულწრფელი მადლიერება იმ სიყვარულისთვის, რომელსაც თითოეული ჩვენგანი გრძნობს თქვენგან. გისურვებთ მხნეობას და ჯანმრთელობას ჩვენი ხალხის…
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს. „სიყვარულითა და უდიდესი პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. განუზომელია მისი ღვაწლი ქართველი ერის სულიერების განმტკიცებაში, ისტორიული უნიკალურობისა და ტრადიციების შენარჩუნებაში. განსაკუთრებით დასაფასებელია ჩვენი პატრიარქის წვლილი ჩვენი ეკლესიების აღდგენასა და ერის განათლებაში. ახლაც, როცა მთელი მსოფლიო უხილავ…
თბილისის მერი კახა კალაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს და მას ჯანმრთელობას უსურვებს. „ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს, ილია მეორეს დაბადების დღეს. დიდია ჩვენი პატრიარქის ღვაწლი ერის სულიერი სიმტკიცისა და განვითარების, ქვეყნის კეთილდღეობის, მშვიდობის შენარჩუნების საქმეში. მისი მოღვაწეობა სიყვარულის, თავმდაბლობის, სულგრძელობის ნათელი მაგალითია. ვუსურვებ ერის სულიერ მამას ჯანმრთელობას და…