ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
20.02.2021 | 13:54
დღეს, 2021 წლის 20 თებერვალს, მარტვილში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, ნეკრესელმა მიტროპოლიტმა სერგიმ (ჩეკურიშვილი) ეპარქიის სამღვდელოებასა და მრევლს ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მმართველი – მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) წარუდგინა

ჭყონდიდელ მიტროპოლიტ სტეფანეს წარდგენას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები: ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე), ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე), წალკის ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია), ნიკორწმინდის ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი). წარდგინების შემდეგ ჭყონდიდის ეპარქიას ნეკრესის ეპარქიის სახელით…

19.02.2021 | 17:31
2021 წლის 18 თებერვალს გორისა და ატენის ეპარქიას რამდენიმე მღვდელმთავარი სტუმრობდა

მათ მოინახულეს მაცხოვრის აღდგომის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარი (ტაძრის მშენებლობა დაიწყო 2007 წელს), წმინდა იოანე მოწყალის სახელობის საქველმოქმედო ცენტრი, დალოცეს მისი თანამშრომლები და გორისა და ატენის ეპარქიის მრევლი. საგულისხმოა, რომ გორისა და ატენის ეპარქიაში წმინდა იოანე მოწყალის სახელობის საქველმოქმედო ცენტრთან არსებული უპოვართა სასადილო 2006 წლიდან არსებობს. აქ 250 ბენეფიციარს ემსახურებიან (2020 წლის პანდემიის პირობებში მათი…

19.02.2021 | 15:40
საეკლესიო კალენდარი: 19 თებერვალი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 19 თებერვალს არსენ იყალთოელს, სმირნელი ეპისკოპოს ვუკოლეს, ბარსანოფ დიდსა და იოანე წინასწარმეტყველს იხსენიებს.   არსენ იყალთოელი არსენ იყალთოელი XI–XII საუკუნეების ქართველი სასულიერო მოღვაწე, ფილოსოფოსი, მწერალი, ჰიმნოგრაფი იყო. სრული ბიოგრაფიული ცნობარი წმიდა მამის შესახებ არ მოგვეპოვება, ის წარმოშობით იყალთოდან იყო, წყაროებში იხსენიება ვაჩეს ძედ. მას საფუძვლიანი და ძირფესვიანი განათლება კონსტანტინე მონომახის მიერ დაარსებულ…

19.02.2021 | 11:22
ცნობილი გახდა თუ როდის იქნება სერბეთის ახლადარჩეული პატრიარქის ინტრონიზაცია.

სერბეთის პატრიარქად არჩეული, მიტროპოლიტი პორფირის (პერიჩი) აღსაყდრება საპატრიარქო კათედრაზე შესრულდება წმ. საბა სერბელის სახელობის საკათედრო ტაძარში. გამომცემლობა kurir.rs იუწყება, რომ 2021 წლის 19 თებერვალს შედგება ახლადარჩეული სერბეთის პატრიარქის მიტროპოლიტი პორფირის (პერიჩი) ინტრონიზაცია. პატრიარქი პორფირის ინტრონიზაცია ჩატარდება ბელგრადის საკათედრო ტაძარში, წმ. საბა სერბელის საპატივსაცემოდ, რომელიც არის სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი ტაძარი. nikodimoscentre.ge

19.02.2021 | 11:19
პორფირი – სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი პატრიარქი

2021 წლის 18 თებერვალს, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრებამ, პატრიარქად გამოირჩია ზაგრებისა და ლუბლიანის მიტროპოლიტი – პორფირი (პერიჩი). ახლადარჩეული პატრიარქი დაიბადა 1961 წლის 22 ივლისს, ბეჩეში, სერბეთში. 1985 წელს, დეჩანის მონასტერში, მისმა მოძღვარმა, მღვდელმონაზონმა ირინეოსმა (ბულოვიჩე) აღკვეცა მონაზვნად. 1986 წელს დაასრულა ბელგრადის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ფაკულტეტი. იმავე წელს რაშსკო-პრიზრენის ეპისკოპოსმა პავლემ (სტოიჩევიჩი) ხელი დაასხა დიაკონ-მონაზვნად. 1990…

19.02.2021 | 11:13
უამინდობის გამო, გელათის სამონასტრო კომპლექსის წმინდა გიორგის ტაძრის დროებითი გადახურვის სამუშაოები ერთი კვირით შეფერხდა

უამინდობის გამო, გელათის სამონასტრო კომპლექსის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დროებითი გადახურვის სამუშაოები შვიდი დღით შეფერხდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იმერეთის რეგიონის ინსპექტორმა ზაზა ჩხიკვაძემ განუცხადა. მისი თქმით, უამინდობას ტაძრისთვის პრობლემა არ შეუქმნია. „ტაძარში წყლის ჩადინება არ დაფიქსირებულა. ეს იყო პრევენციის მიზნით გათვალისწინებული დროებითი გადახურვა. რაც შეეხება ტენიანობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ტენიანობის სხვა მიზეზები არსებობს,…

18.02.2021 | 19:20
საეკლესიო კალენდარი: 18 თებერვალი

18 თებერვალს ეკლესია მოწამისა აღათიასი (251); მოწამეთა: თეოდულიასი, ელადისა, მაკარისა და ევაგრესი (დაახ. 304); წმ. თეოდოსისა, ჩერნიგოველი მთავარეპისკოპოსისა (1696).ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმიდა მოწამე აღათია წმიდა მოწამე აღათია სიცილიის ქალაქ პალერმოში მცხოვრები კეთილშობილი და მდიდარი ქრისტიანების ასული იყო. დეკიუსის (249-251) დროინდელ დევნულობისას, მისი სიმდიდრისა და სილამაზის შესახებ შეიტყო ქალაქ კატანის მმართველმა კვინტიანმა და ბრძანა, შეეპყროთ…

18.02.2021 | 12:30
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბატონ ზურაბ ვარაზის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

გამოვთქვამთ მწუხარებას ბატონი ზურაბის გარდაცვალების გამო. მან თავისი ცხოვრება ეკლესიას დაუკავშირა და ბოლომდე მის სამსახურში იყო. იგი ყველას დაამახსოვრდება როგორც მშვიდი, ღვთისმოშიში, დაუზარელი, ფრიად კეთილი ადამიანი. მინდა გავიხსენო ერთი შემთხვევა: სამედიცინო გამოკვლევისთვის მამა გაბრიელისგან (ურგებაძე) აღებული სისხლი მასთან მოხვდა და შეინახა. როდესაც, კარგა ხნის შემდეგ, ბატონმა ზურაბმა სინჯარა მოიძია, აღმოჩნდა, რომ სისხლი ახლადაღებულივით იყო. (დღეს…

17.02.2021 | 14:39
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი (16.02.2021)

ბატონ ზურაბ ვარაზის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს გამოვთქვამთ მწუხარებას ბატონი ზურაბის გარდაცვალების გამო. მან თავისი ცხოვრება ეკლესიას დაუკავშირა და ბოლომდე მის სამსახურში იყო. იგი ყველას დაამახსოვრდება როგორც მშვიდი, ღვთისმოშიში, დაუზარელი, ფრიად კეთილი ადამიანი. მინდა გავიხსენო ერთი შემთხვევა: სამედიცინო გამოკვლევისთვის მამა გაბრიელისგან (ურგებაძე) აღებული სისხლი მასთან მოხვდა და შეინახა. როდესაც, კარგა ხნის შემდეგ, ბატონმა ზურაბმა სინჯარა…

Τα σημαντικότερα νέα