ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
12.02.2021 | 16:46
მეუფე მიქაელი ჟურნალისტებს – გარეჯის საკითხზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რას ფიქრობთ, უარყოფითს იტყვის?!

გარეჯის საკითხზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რას ფიქრობთ, უარყოფითს იტყვის?! დაწვრილებით ყველაფერს მოგახსენებენ”,-ამის შესახებ მეუფე მიქაელმა სინოდის სხდომის დასრულებისას ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მეუფე მიქაელი დასძენს, საპატრიარქო მოგვიანებით გაავრცელებს ინფორმაციას სინოდის სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ. “გარეჯის საკითხზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რას ფიქრობთ, უარყოფითს იტყვის?! დაწვრილებით ყველაფერს მოგახსენებენ. 1938 წელს შექმნილი რუკიდან გამომდინარე, რაღაც გადაცდომა თუ იყო…

12.02.2021 | 16:41
მეუფე დავითი – სინოდმა დავით გარეჯის საკითხზე იმსჯელა და დაადგინა, რომ საზღვრის ხაზი უნდა გაევლოს 1937-1938 წლებში აზომილი და შემუშავებული გეგმების საფუძველზე დაბეჭდილი 200 ათასიანი რუკების მიხედვით

წმინდა სინოდმა დღეს დავით გარეჯის საკითხზე იმსჯელა და დაადგინა, რომ ეს არის ქართული ძეგლები და საზღვრის ხაზი უნდა გაევლოს 1937-1938 წლებში აზომილი და შემუშავებული გეგმების საფუძველზე დაბეჭდილი 200 ათასიანი რუკების მიხედვით, რომლის გამოყენების აუცილებლობაზე 1996 წელს ორმა ქვეყანამ შეთანხმებას მოაწერა ხელი, – ამის შესახებ აბბა ალავარდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა….

12.02.2021 | 16:32
მეუფე დანიელის განცხადებით, პირს, რომელიც ორგანიზაციაში “ბიბლიური თავისუფლება” გაწევრიანდება, ნათლობის, ჯვრისწერის, წესის აგებისა და ზიარების უფლება აღარ ექნება

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის მეუფე დანიელის (დათუაშვილი) განცხადებით, ადამიანი, რომელიც გაწევრიანდება ისეთ ორგანიზაციაში როგორიცაა „ქრისტიანთა გაერთიანება, ბიბლიური თავისუფლების ორგანიზაცია“ ნათლობის, ჯვრისწერის, წესის აგებისა და ზიარების უფლება აღარ ექნება. ამის შესახებ მღვდელმთავარმა წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „შეიქმნა ასეთი ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია „ქრისტიანთა გაერთიანება, ბიბლიური თავისუფლების ორგანიზაცია“. ის განურჩევლად სქესისა ადამიანებს თავის რიგებში აწევრიანებს და…

12.02.2021 | 16:18
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – სინოდი იყო საოცრად მშვიდი, ერთსულოვნად იქნა გადაწყვეტილებები მიღებული, დაზუსტდება ტექსტი და დღის მეორე ნახევარში წაიკითხავენ

“გუშინდელი სინოდი იყო საოცრად მშვიდი, ერთსულოვნად იქნა გადაწყვეტილებები მიღებული“, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, სინოდის განჩინება დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. “გუშინდელი სინოდი იყო საოცრად მშვიდი, ერთსულოვნად იქნა გადაწყვეტილებები მიღებული და ორი საათის განმავლობაში შეთანხმდა ძალიან ბევრი საკითხი. რადგანაც საკითხი იყო საკმაოდ ბევრი,…

12.02.2021 | 16:13
სააგენტო – გელათის მონასტრის ღვთისმშობლის ტაძარზე დროებითი გადახურვის წყალშემკრები სისტემის შეცვლისა და თუნუქის ფენილების გარემოზე მოქმედებისაგან დამცავი ელემენტებით აღჭურვა გრძელდება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გელათის მონასტრის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე გრძელდება დროებითი გადახურვის წყალშემკრები სისტემის შეცვლისა და თუნუქის ფენილების გარემოზე მოქმედებისაგან დამცავი ელემენტებით აღჭურვის პროცესი. სააგენტოს განცხადების თანახმად, მიმდინარე კვირის ბოლომდე მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სამხრეთით, ჩრდილოეთით და დასავლეთით მოწყობილ დროებით სახურავებზე სრულად გამოიცვლება და მოდერნიზდება წყალშემკრები სისტემები. „საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის…

12.02.2021 | 15:56
საეკლესიო კალენდარი: 12 თებერვალი

2020 წლის 12 თებერვალი (ძველი სტილით 30 იანვარი) – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლისთვის მარხვაა. 12 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დიდთა მღვდელთმთავართა – ბასილი დიდის, გრიგოლი ღმრთისმეტყველის და იოანე ოქროპირის; ასევე მღვდელმოწამის იპოლიტე რომის პაპისა და მისთანა მოწამეთა: კენსორინესი, საბინესი, ქრისია ქალწულისა და სხვათა 20-თა მოწამეთა; ღირსისა ზენონისა, წმ. ბასილი დიდის მოწაფისა; მოწამისა თეოფილე ახლის; კეთილმორწმუნის…

12.02.2021 | 15:36
ვაქცინაცია ჩიპიზაცია არაა: საპატრიარქო კონსპირაციული თეორიების მოყვარულებს პასუხს გასცემს

წმინდა სინოდმა განიხილა ასევე დავით-გარეჯის თემა და სხვა საკითხები, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში დაგროვდა საპატრიარქო არ გამოდის ვაქცინაციის წინააღმდეგ და არ განასხვავებს აცრილ და აუცრელ ადამიანებს, განაცხადა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონ ბულუხიამ სინოდის სხდომის შემდეგ. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კონსპირაციული თეორიების მოყვარულთა ძირითადი თემაა. ქართულ ინტერნეტ-სივრცეში აქტიურად განიხილება შეხედულება იმის შესახებ, რომ ვაქცინასთან ერთად მოქალაქეების…

11.02.2021 | 20:12
დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, წმინდა სინოდის სხდომის განჩინება ხვალ გავრცელდება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის განჩინება ხვალ გახდება ცნობილი. „იმის გამო, რომ სინოდზე დიდი რაოდენობის საკითხები გავიდა, განჩინების ტექსტის დასრულება დღეს ვერ ესწრება. განჩინება წაკითხულ იქნება ხვალ“, – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე. ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხელმძღვანელობდა. როგორც…

11.02.2021 | 13:52
საპატრიარქოში სინოდის სხდომა დასრულდა

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. სინოდის წევრები ამ წუთებში ტოვებენ საპატრიარქოს. ჯერჯერობით სხდომის შემდეგ მედიასთან კომენტარები არ გაკეთებულა. როგორც ცნობილია, სინოდის სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმეგო ვაქცინაცია იყო. ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ, მისი შეფასებით, „სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ვაქცინაცია ან მისგან თავის შეკავება არ…

Τα σημαντικότερα νέα