2020 წლის 21 დეკემბერს სატელეფონო საუბარი შედგა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმიდეს პატრიარქს კირილესა და ვაშინგტონის მთავარეპისკოპოსსა და სრულიად ამერიკისა და კანადის უნეტარეს მიტროპოლიტს ტიხონს შორის. მწყემსმთავრებმა ერთმანეთს მიულოცეს ქრისტეს შობის მოახლოებული დღესასწაული, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია ამერიკაში აღნიშნავს იულიუსის კალენდრის შესწორებული სტილით 25 დეკემბერს, ხოლო რუსეთის მართლმადიდებლი ეკლესია – იულიუსის კალენდრის ძველი სტილით 25…
დღეს, 22 დეკემბერს, იერუსალიმის საპატრიარქოში წმიდა ანას მონასტერში ამავე წმიდანის დღესასწაული აღნიშნეს. საზეიმო საღვთო ლიტურგიას დაესწრო წმიდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე მესამე. wenews.ge
მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის იობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს რუისისა და ურბნისის ეპარქიის პრესცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელმონაზონი იერონიმე (ქათამაძე), რომელიც წერს: “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ მეუფე იობი თავს კარგად გრძნობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და აგრძელებს მკურნალობის კურსს. ყველას დიდი მადლობა, მეუფისადმი გამოჩენილი ყურადღებისათვის. პ.ს: შემოგვდის მრავალი შეტყობინება და ყველას ერთად აქ გიპასუხეთ”,…
ერთხელ, როდესაც წმიდა პაისის ვესტუმრე, ასეთ რამეს მეუბნება: “ჩემო შვილო, რამხელა შეცდომას უშვებენ ეს მქადაგებლები, როდესაც ხანდახან ამბობენ: “დაიცავით სახარება (სახარების მცნებები) და სამოთხეში წახვალთ”. როგორ შეიძლება სახარება ყურანად გადავაქციოთ?!”. მამა პაისი დასძენდა: “ჩვენ არ ვიცავთ მცნებებს, რომ სამოთხეში წავიდეთ, ჩვენ ვიცავთ მცნებებს, რომ აქედანვე ვიცხოვროთ სამოთხეში”. ამ სიტყვებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა”. wenews.ge
მართლმადიდებელ მორწმუნეებთან დისტანციური ლექციისას (Zoom) მესოგიისა და ლავრიოტიკის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ვაქცინაციის საკითხზე ისაუბრა: “წმიდა სინოდმა დამავალა, შეგვესწავლა ვაქცინის საკითხი და აზრი გამოგვეთქვა. ძალიან ბევრი ვიშრომეთ, შეიძლება ითქვას, რაც შეგვეძლო ყველაფერი შევისწავლეთ. პირადად მეც ჩემი სიმშვიდის დრო დავკარგე ამ ვალდებულების შესრულებისას, რაც დამევალა წმინდა სინოდის მიერ. კვლევის ერთი ნაწილი უკვე გავაგზავნე, სადაც ასეთი მოსაზრება ვთქვი: “ჩემი…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამძიმარი გამოხატა ცნობილი ქართველი რეჟისორისა და მსახიობის, საზოგადო მოღვაწის, გიორგი (გოგი) ქავთარაძის გარდაცვალების გამო. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის ოფიციალური წერილი საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა. “ბატონმა გოგი ქავთარაძემ თავისი საქმიანობით დიდი წვლილი შეიტანა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და კულტურული განვითარების საქმეში. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს…
თესალონიკის წმიდა სპირიდონ ტრიმითინტელის (ტრიმიფუნტელი) სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ანტონი (პაკალიდისი), ტაძარში წირვაზე მრევლის დასწრების გამო პოლიციამ 1500 ევროთი დააჯარიმა. ასევე დააჯარიმეს წირვაზე დამსწრე მრევლიც. აღნიშნული ფაქტის შესახებ არქიმანდრიტმა ანტონმა ბერძნულ პრესასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მან საკვირაო წირვა დილით ჩაატარა, სადაც ტაძრის გარეთ ხალხი ესწრებოდა, ხოლო წირვის შემდგომ მრევლის გაჭივრებულ წევრებს ურიგებდა საშობაო საჩუქრებსა…
ათონის წმიდა მთის ვატოპედის სტავროპიგიალურ და საპატრიარქო მონასტერში კორონავირუსული პანდემიის დასრულებისათვის ლიტანიობა აღესრულა. ლიტანიობას უძღვებოდა ვატოპედის მონატრის წინამძღვარი, არქიმანდრი ეფრემი და მონაწილეობდნენ მონასტრის მღვდელმონაზვნები, იეროდიაკვნები, მონაზვნები და საძმოს სხვა წევრები. უფლის მიმართ არქიმანდრიტმა ეფრემმა პანდემიის დასრულებისთვის სპეციალური სავედრებელი ლოცვა აღავლინა. wenews.ge
2020 წლის 20 დეკემბერს უნეტარესმა სრულიად რუმინეთის პატრიარქმა დანიელმა რუმინეთის საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო რუმინეთის ქრისტიან მართლმადიდებელ სტუდენტთა ასოციაციის (ASCOR) წარმომადგენლები. აღნიშნულის შესახებ Basilica.ro იუწყება. სტუდენტები მოვიდნენ პატრიარქ დანიელის გასახარებლად და რუმინეთის საპატრიარქოსთვის იმედის გაზავნილისთვის. მისმა უნეტარებამ დააფასა ახალგაზრდების ეს ჟესტი, გულწრფელი მადლობა გადაუხადა მათ და მიულოცა იმედის გზავნილის გავრცელების მისია. ”მოხარული ვარ, რომ პანდემიის დროს…