ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
18.12.2020 | 12:57
ალექსანდრიის პატრიარქი საშობაო მსახურებას კაიროში აღასრულებს

მისი ღვთაებრივი უნეტარესობა პაპი და პატრიარქი ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისა თეოდორე მეორე, 2020 წლის 25 დეკემბერს საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურებას კაიროს წმიდა ნიკოლოზის სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღასრულებს. მისი უნეტარესობა საშობაო საღმრთო ლიტგურგიას 8:30-ზე დაიწყებს. ალექსანდრიის საპატრიარქო განცხადებით თავის მრევლს მოუწოდებს, რომ თავიანთი ტაძარში ყოფნით მიაგონ პატივი ჩვენი უფლისა და ღმერთის იესო ქრისტეს ხორციელად შობის დღესასწულს. wenews.ge

17.12.2020 | 17:26
პატრიარქი: “ჩვენმა ბავშვებმა დაწერონ ლოცვები, თხოვნები და წიგნად გამოვცემთ”

“გადავწყვიტეთ, რომ ჩვენმა ბავშვებმა, ახალგაზრდებმა დაწერონ ლოცვები, თხოვნები, არ შეიძლება, რომ ღმერთმა არ შეისმინოს ჩვენი შვილების ლოცვები. რომ დაწერთ ამ ლოცვებს, თხოვნებს, წერილებს, როგორც საკუთარ მშობელს, ისე უნდა მიმართოთ მამასა, ძესა და სულსა წმინდასა და გამომიგზავნეთ მე. გადაწყვეტილი მაქვს, რომ როცა შეგროვდება საკმაოდ ბევრი, გამოვცეთ წიგნად…” ინტერპრესნიუსის ცნობით, ამის შესახებ პატრიარქმა ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით აღვლრნილი…

17.12.2020 | 17:24
წმინდა დიონისეს სხეული ტაძარში გადმოასვენეს

დღეს საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენებს ეგინის ეპისკოპოსს, წმინდა დიონისე ზაკინთოელს რომელიც XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწეობდა, წმინდანის სახელს უკავშირდება მრავალი კურნება და სასწაული. წელს პირველად ისტორიაში პანდემიით გამოწვეული მკაცრი რეგულაციების გამო მისი წმინდა სხეულით ლიტანიობა ვერ მოხერხდა.   wenews.ge

16.12.2020 | 18:50
ბარბარობას პატრიარქი მკაცრი კარანტინიდან გამოვა და პარაკლისს გადაიხდის

საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” უწყებით, ხვალ, ბარბარობის დღესასწაულზე, უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თბილისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს სავედრებელ პარაკლისს, რის შემდგომაც დალოცავს მრევლსა და ბავშვებს. შეგახსენებთ, რომ ამა წლის 6 დეკემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრმა, ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზმა განაცხადა: „ახლა, ამ…

16.12.2020 | 18:48
რუსეთის პატრიარქმა აშშ-ს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა ჯოზეფ ბაიდენს

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევა ოფიციალურად მიულოცა ჯოზეფ ბაიდენს. პატივცემულო ბატონო ბაიდენ! გილოცავთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევას! თანამედროვე სამყაროს სჭირდება მეტი სტაბილურობა და უსაფრთხოება, კონსტრუქციული თანამშრომლობის განვითარება ქვეყნებს შორის, რომელიც მიზნად ისახავს ექსტრემიზმისა და ტერორიზმის, რეგიონალური სამხედრო კონფლიქტებისა და ეკონომიკური კრიზისის პრობლემების მოგვარებას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებსა…

15.12.2020 | 17:18
ვანდალიზმი ამაღლების სახელობის ტაძარზე

ვრილისიაში ამაღლების სახელობის ტაძარი ვანდალიზმის მსხვერპლი გახდა. ეკლესიის კედლების ფასადზე უცნობმა პირებმა წითელი ფერის საღებავით დაწერეს შეურაცხმყოფელი ლოზუნგები ეკლესიისა და სარწმუნოების წინააღმდეგ. ხსენებული ტაძრის მღვდლებმა და ირგვლივ მცხოვრებმა მოქალაქეებმა გუშინ დილით დაინახეს ეს ამაზრზენი სანახაობა, რომელიც სავარაუდოდ მოხდა გასულ შაბათ-კვირას ღამით. აღსანიშნავია, რომ ვრილისიას პოლიციის განყოფილება მდებარეობს აღნიშნული ტაძრიდან ორმოცდაათ მეტრში. wenews.ge

15.12.2020 | 17:16
ამბროსი მედიოლანელის ლათინური წესის წირვა პირეაში [ფოტო]

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარმა, პირეის მიტროპოლიტმა სერაფიმემ ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად წმიდა ამბროსი მედიოლანელის ლათინური წესის საღმრთო ლიტურგია აღასრულა. wenews.ge

15.12.2020 | 17:11
მიტროპოლიტ სვიმეონის წერილი საბერძნეთის ეკლესიის წმიდა სინოდს

  ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულების აღნიშვნის შესახებ ელადის (საბერძნეთი) მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს საგანგებო წერილით მიმართა ახალი სმირნის მიტროპოლიტმა სვიმეონმა. მღვდელმთავარი თავის წერილში გამოხატავს გაკვირვებასა და იმედგაცრუებას, რომ შობისა და ნათლისღების დღესასწაულებზე მრევლი ტაძრებში ღვთისმსახურებაზე დასწრებას ვერ შეძლებს. “ჩვენი სამღვდელოება და ქრისტიანი ერი იმედგაცრუებამ და აღშფოთებამ მოიცვა! ყველა გვადანაშაულებს იერარქებს კომპრომისზე წასვლაში”, აღნიშნავს მიტროპოლიტი…

15.12.2020 | 16:49
მსოფლიო პატრიარქი რუსულ სამრევლოში

იულიანური კალენდრის ძველი სტილით წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენებასთან დაკავშირებით, 2020 წლის 13 დეკემბერს, მისი ყოვლადუწმიდესობა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი სტამბულის წმიდა ანდრია მოციქულის სახელობის რუსულ სამრევლოს ეწვია და საღმრთო ლიტურგიას დაესწრო.     wenews.ge

Τα σημαντικότερα νέα