ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
11.11.2020 | 18:48
ღირსი სერაპიონ ზარზმელი (+900)

ახალი სტილით 11 ნოემბერი ღირსი სერაპიონ ზარზმელის (+900) ხსენება წმიდა სერაპიონ ზარზმელი კლარჯელი აზნაურის შვილი იყო. ღირსი სერაპიონის მამა კვიპრიანე და დედა, რომლის სახელი „მოუჴსენებლად დაიფარა სოფლით“, ღვთისმოშიშებით და პატიოსნად ცხოვრობდნენ, „ნაშრომისაგან მათისა მდიდრად ზრდიდეს გლახაკთა და ძალისაებრსა მისცემდეს უღონოთა ჴელის აპყრობასა“. სერაპიონს ჰყავდა ორი ძმა. დედა ადრე გარდაეცვალა. შვილები კეთილად აღზარდა მამამ და მცირე ხნის…

11.11.2020 | 18:44
გამოიცა თბილისის სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომების 2019-2020 წწ-ის მეათე-მეთერთმეტე ნომერი

გამოიცა თბილისის სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომების 2019-2020 წწ-ის მეათე-მეთერთმეტე ნომერი, რომელიც მეტად შთამბეჭდავია როგორც მოცულობით, ისე პუბლიკაციების მეცნიერული აკრიბიითა და საღვთისმეტყველო სიღრმით. ქვემოთ წამოვადგენთ კრებულის მოკლე დახასიათებას შესაბამისი რუბრიკების მიხედვით:   ღვთისმეტყველება   პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ამაღლების დღესასწაულისადმი მიძღვნილი ერთი ჰომილიის უძველესი ქართული თარგმანი   პუბლიკაციაში ფილოლოგიურ-თეოლოგიური კუთხით შესწავლილია მეათე საუკუნის “კლარჯულ მრავალთავში” დაცული ამაღლების…

11.11.2020 | 18:37
რაში ხარჯავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 მილიონს?!

„ყველაზე კარგი ინვესტიცია, ყველაზე ეფექტური ხარჯვა თანხისა არის განათლებაში. სწორედ ამ კუთხით არის მიმართული საპატრიარქოს ხელთ არსებული რესურსების ხარჯვაც“: საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „საჯარო რეესტრიდან მოპოვებული მასალის საფუძველზე, აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტი ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია საპატრიარქოს მიერ, არის საგანმანათლებლო ტიპის, მათ შორის, 80-ზე მეტი საგანმანათლებლო ორგანიზაციაა… სიმართლე გითხრათ, ამან ცოტა…

11.11.2020 | 18:31
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს შეხვდება

მივესალმებით საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს 17-18 ნოემბერს. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ეს. საქართველოში სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრებისას განხილული იქნება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული…

11.11.2020 | 18:23
საეკლესიო კალენდარი: 11 ნოემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 11 ნოემბერს წმიდა სერაპიონ ზარზმელის, ღირსმოწამე ანასტასია რომაელის, ღირსი აბრაამ დაყუდებულის და მისი ძმისწულის ნეტარი მარიამის, ასევე ღირსი ანას ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმიდა სერაპიონ ზარზმელი წმიდა სერაპიონ ზარზმელი კლარჯელი აზნაურის შვილი იყო. ღირსი სერაპიონის მამა კვიპრიანე და დედა ღვთისმოშიშებით და პატიოსნად ცხოვრობდნენ. სერაპიონს ჰყავდა ორი ძმა. დედა ადრე გარდაეცვალა. შვილები კეთილად…

10.11.2020 | 18:29
საეკლესიო კალენდარი: 10 ნოემბერი

მართლმადიდებელი ეკლესია 10 ნოემბერს მღვდელმოწამე ნეოფიტეს, დიდმოწამე პარასკევას, მოწამეების: ტერენტის, ნეონილას და სარვილეს, ასევე სტეფანე საბაწმიდელის, წმიდა არსენის, მოწამეთა: აფრიკანეს, ტერენტის, მაქსიმეს, პომპის და 36 სხვათა ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში. წმიდა მღვდელმოწამე ნეოფიტე ურბნელი წმიდა მღვდელმოწამე ნეოფიტე წარმოშობით სპარსელი იყო. VII საუკუნეში არაბი…

09.11.2020 | 18:10
სიკვდილი ცოდვის ნაყოფია – 7 ნოემბერს დედა ეკლესია მიცვალებულთა სულებს მოიხსენიებს

  გვესაუბრება კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის ღვთისმსახური, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე: – ღმერთი თავად არის სიცოცხლე, ღმერთს სიკვდილი არ შეუქმნია. სიკვდილი არის ყველაზე უფრო არაბუნებრივი რამ, რაც შეიძლება ამ სოფლად არსებობდეს. ამიტომაც თავად მაცხოვარი წუხს და დარდობს. ხოლო ის, რომ ჩვენც ვდარდობთ ჩვენს გარდაცვლილებზე, ამაში არაფერია არაბუნებრივი, ესეც უნდა იყოს ზომიერი. კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ…

09.11.2020 | 18:08
დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელი, მირონმდინარე (+დაახლ. 306) – 26 (08.11) ოქტომბერი

წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის მშობლები ფარული ქრისტიანები იყვნენ. მამამისს – რომის პროკონსულს თესალონიკში – სახლში ფარული ეკლესია ჰქონდა. ყრმა ამ ტაძარში მონათლეს და მაცხოვრის მცნებების ერთგულებით აღზარდეს. როცა მამით დაობლებულმა წმიდანმა სრულწლოვანებას მიაღწია, იმპერატორმა მაქსიმიანე გალერიუსმა (305-311) მას თავისთან მოუწოდა, დარწმუნდა ნეტარის განსწავლულობასა და მხედართმთავრულ ნიჭში და მამის თანამდებობა – თესალონიკის ოლქის პროკონსულობა უბოძა. უმთავრესი…

08.11.2020 | 20:09
კორონავირუსის დროს ჩატარებული მართლმადიდებლური ქორწილი კორეაში

კორეელმა მართლმადიდებლებმა განსაკუთრებული სიხარული განიცადეს, პანდემიის მიუხედავად აღსრულებული ქორწინების საიდუმლოს გამო. ქალაქ სეულის წმინდა სინოლოზის საკათედრო ტაძარში ჯვარი დაიწერეს დიონისე Kwon-მა და ეკატერინე Park-მა. ჯვრისწერა აღასრულა კორეის მიტროპოლიტმა ამბროსიმ ადგილობრივ სასულიერო პირებთან ერთად. სიძე, დიონისე გახლავთ ნეტარხსენებული მამა პავლე Kwon-ის შვილი. ქორწინების დასასრულს მიტროპოლიტმა ამბროსიმ ახლადდაქორწინებულებს მიმართა და აღნიშნა: “საყვარელო დიონისე და ეკატერინე, თქვენს გულში…

Τα σημαντικότερα νέα