ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
08.11.2020 | 20:04
წმინდა მიწაზე რუმინული მონასტრის აღდგენა იგეგმება

იორდანიაში გამნამღველი სამუშაოები დასრულებულია, ისრაელის არმია კი ნაღმების უსაფრთხოების შემოწმებებს დაახლოებით ერთი მილიონი კვადრატული მეტრის პერიმეტრზე აწარმოებს. რუმინეთის საპატრიარქოს წარმომადგენლები წმინდა მიწაზე იმედოვნებენ, რომ მალე შეძლებენ სპეციალისტებთან ერთად წასვლას რუმინეთის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო პროგრამის დასაწყებად. “გვაქვს 10.000 კვადრატული მეტრი მდინარე იორდანეს მახლობლად. ამ ადგილს Qasr al-Yahud ჰქვია, ზუსტად უფლის ნათლობის ადგილას, იმედი გვაქვს, როდესაც ვითარება…

08.11.2020 | 20:01
მიტროპოლიტი იოანე: “დღეს აპირებენ ხომ რაღაც ქალაქში გამოსვლას?! ყველამ სახლში ვილოცოთ”

2020 წლის 8 ნოემბერს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ საღვთო ლიტურგია აღავლინა ქუთაისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის (ბაგრატის საკათედრო ტაძარში). წირვისას დასასრულს, მიტროპოლიტმა იოანემ წარმოთქვა ქადაგება, რომელშიც აღნიშნა: “დღეს თითქოს სასტიკი მწამებელი არ ჩანს, მაგრამ დღეს სხვანაირი დევნაა ეკლესიისა და ცხადია, რომ აუცილებლად ეძებენ რაღაც უარყოფითს, სიკეთეს ვერ ხედავენ, ვერ ხედავენ აღმშენებლობას და აუცილებლად უნდათ, რომ…

08.11.2020 | 19:57
მიტროპოლიტი წირვის დროს გარდაიცვალა [ვიდეო]

3 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, 8 ნოემბერს, საღმრთო ლიტურგიის აღსრულებისას 83 წლის ასაკში, გარდაიცვალა საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გამორჩეული მღვდელმთავარი, მანის მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი (კორაკიტისი) 2017 წლის, 8 ნოემბერს, მღვდელმთავარი აღასრულებდა ლიტურგიას, არეოპოლის წმინდათა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში, რომელთა ხსენებასაც ეკლესია სწორედ ამ დღეს აღნიშნავს. წმინდა ევქარისტიული კანონის შესრულებისას, მიტროპოლიტს გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა.   …

08.11.2020 | 19:54
საეკლესიო კალენდარი: 8 ნოემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 ნოემბერს წმიდა მღვდელმთავარ ალექსანდრეს, დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის და ღირსი ათანასე მიდიკიელის ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმიდა მღვდელმთავარი ალექსანდრე (ოქროპირიძე) წმიდა ეპისკოპოსი ალექსანდრე (ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე) დაიბადა 1824 წელს გორის მაზრის სოფელ დისევში, მღვდლის ოჯახში. 1845 წელს, თბილისის სემინარიის კურსის დამთავრებისთანავე იგი თბილისის ფერისცვალების მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა და სახელად ალექსანდრე უწოდეს,…

07.11.2020 | 20:05
ერეკლე მეფის დაბადებიდან 300 წლისთავზე სვეტიცხოველში პანაშვიდი აღევლინა

დღეს, 2020 წლის 7 ნოემბერს, ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორის დაბადებიდან 300 წელი შესრულდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, მეფე ერეკლე მეორის განსასვენებელთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ქიროტონიით უპირატესმა მღვდელმთავარმა, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ. პანაშვიდს დაესწრნენ ბაგრატიონთა სამეფო სახლის წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა…

07.11.2020 | 19:59
ბელგიის მიტროპოლიტი აშშ-ს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს ჯოზეფ ბაიდენს

ბელგიის მიტროპოლიტი ათინაგორა (მსოფლიო საპატრიარქო) თავის ფეისბუქ-გვერდზე ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტთან, ჯოზეფ ბაიდენთან 2019 წელს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს: “პირადი შეხვედრა ჯო ბაიდენთან ჰამფთონში (2019). ვულოცავ ამერიკის ახალ პრეზიდენტს”. ჯოზეფ ბაიდენის ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტად არჩევის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.   — wenews.ge

07.11.2020 | 19:53
საეკლესიო კალენდარი: 7 ნოემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 ნოემბერს მოწამეთა: მარკიანეს და მარტვირის, ანასტასის, მართლი ტაბითას ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმიდა მოწამენი მარკიანე და მარტვირი წმიდა მოწამენი მარკიანე და მარტვირი კონსტანტინოპოლის საკათედრო ტაძარში მსახურობდნენ. მარკიანე მედავითნე იყო, მარტვირი კი – იპოდიაკონი; გარდა ამისა, ორივენი წმიდა პატრიარქის, პავლე აღმსარებლის ნოტარიუსების მორჩილებასაც აღასრულებდნენ – მათი ხელით იწერებოდა ნეტარი მღვდელმთავრის ეპისტოლეები არიანელთაგან…

07.11.2020 | 19:47
გერმანიის მიტროპოლიტის აღსაყდრებიდან 40 წელი გავიდა

მიტროპოლიტ ავგუსტინეს გერმანიის სამიტროპოლიტო საყდარზე აღსაყდრებიდან 40 წელი შეუსრულდა, ხოლო მღვდელმთავრად – გამორჩევიდან 48 წელი. მიტროპოლიტი ავგუსტინე დაიბადა 1938 წლის 7 თებერვალს, კუნძულ კრეტაზე. სასკოლო და საღვთსმეტყველო განათლება ხალკის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში მიიღო. 1960 წელს სწავლა განაგრძო მაგისტრატურაზე გერმანიში, ფილოსოფია-თეოლოგიის მიმართულებით. 1960 წლის 10 აპრილს ეკურთხა დიაკვნად, 1964 წლის 30 აგვისტოს – მღვდლად და დაინიშნა ბერლინის…

07.11.2020 | 19:29
სორის მონასტერი – ონის მუნიციპალიტეტი

სორის მონასტრის ჯვარცმის სახელობის ეკლესია, რომელსაც მოსახლეობა წმ.გიორგის სახელითაც იხსენიებს, ონიდან თხუთმეტიოდე კილომეტრის მოშორებით, მდინრე რიონის შენაკადთან, სოფელ სორის ჩრდილოეთაა აშენებული. ნამონასტრალი მდინარე სონტარულას მარცხენა მხარეს, მთის ძირში, ვაკე ადგილას მდებარეობს. სორის მონასტრის ჯვარცმის ეკლესიის აგებას მკვლევარები XIII საუკუნეს მიაწერენ. გიორგი ბოჭორიძის აღწერის მიხედვით (1920–იანი წლები), ეკლესია ერთნავიანი შენობაა, 14,5 X 8,5 მ, ნაგებია ქვითკირისგან….

Τα σημαντικότερα νέα