გვესაუბრება კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის ღვთისმსახური, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე: – ღმერთი თავად არის სიცოცხლე, ღმერთს სიკვდილი არ შეუქმნია. სიკვდილი არის ყველაზე უფრო არაბუნებრივი რამ, რაც შეიძლება ამ სოფლად არსებობდეს. ამიტომაც თავად მაცხოვარი წუხს და დარდობს. ხოლო ის, რომ ჩვენც ვდარდობთ ჩვენს გარდაცვლილებზე, ამაში არაფერია არაბუნებრივი, ესეც უნდა იყოს ზომიერი. კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ მარადიული…
მართლმადიდებელი ეკლესია 6 ნოემბერს წმიდა მოწამე არეთას და მასთან ოთხიათას ორას ოთხმოცდაცხრამეტი მოწამის, ნეტარი ელეზვოის, ეთიოპიის მეფის, ხსენების დღეს აღნიშნავს და ასევე ზეიმობს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის “ყოველთა მწუხარეთა სიხარულის” ხსენებას. წმიდა მოწამე არეთა და მასთან ოთხიათას ორას ოთხმოცდაცხრამეტი მოწამე წმიდა არეთა და მასთან სხვა ოთხიათას ორას ოთხმოცდა-ცხრამეტი ქრისტიანი (სხვა ცნობით – ოთხიათას ორას ორმოცდათორმეტი)…
სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს ირინოესს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 90 წლის პატრიარქი საავადმყოფოშია გადაყვანილი, თუმცა მას ჯერჯერობით, ვირუსის სიმპტომები არ აქვს. ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ პატრიარქი მონტენეგროს ეკლესიის მეთაურის პანაშვიდს დაესწრო, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა. პანაშვიდის დროს ეკლესიაში ბევრ ადამიანს პირბადე არ ეკეთა და არც დისტანციას იცავდნენ. ზოგიერთი მათგანი კი…
თბილისის წმ. მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში მრევლის საეკლესიო მსახურებაზე დასწრება, ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ დავით დათუაშვილის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება Covid 19 -თან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაციების სრული დაცვით. ეკლესიის ეზოში მდგომარე მრევლს გთხოვთ, დაემორჩილოთ სტიქაროსნების და ღვთისმსახურების მითითებებს. ვინც გადაწყვეტთ ჩვენს ტაძარში მსახურებაზე დასწრებას, თან იქონიეთ პირბადე და დაიცივით სოციალური დისტანცია 2მ-ით. ზიარების დროს რიგში დგომისას გაითვალისწინეთ დისტანცია და…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 5 ნოემბერს წმიდა მოციქულ იაკობის და წმიდა ეგნატე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოციქული იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა წმიდა მოციქული იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა მართალი იოსების ძე იყო. გადმოცემით, წმინდანი თან ახლდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, როცა იგი ჰეროდეს რისხვას განერიდა და ყრმა იესოსთან და იოსებთან ერთად ეგვიპტეში გაიქცა. სიყმაწვილიდანვე იაკობი ნაზორეველი…
ფონდი „ქართუს“ დაფინანსებითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე კასპის მუნიციპალიტეტში დასრულდა ქვათახევის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო პროცესი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ცნობით, ფიზიკური სამუშაოების შედეგად, რომელიც კომპანია „აბა ჯგუფმა“ შეასრულა, ტაძრის გუმბათის სახურავის გარდა შემოწმდა და რესტავრირდა არსებული სახურავი. სააგენტოს ინფორმაციით, ჟანგსაწინაამღდეგო ხსნარით დამუშავებულ და ანტიკოროზიული საღებავით შეღებილ თუნუქის ლილვებზე…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 4 ნოემბერს მოციქულთა სწორის ამბერკის, შვიდი ეფესელი ყრმის, ასევე მოწამეების ალექსანდრე ეპისკოპოსის, ირაკლი მხედრის, ანას, ელისაბედის, თეოდოტიას და გლიკერიას ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოციქულთასწორი ამბერკი – იერაპოლის ეპისკოპოსი, საკვირველთმოქმედი წმიდა მოციქულთასწორი ამბერკი, იერაპოლის ეპისკოპოსი II საუკუნეში მოღვაწეობდა. ფრიგიის იერაპოლი თავდაპირველად თითქმის მთლიანად წარმართებით იყო დასახლებული და ნეტარი მამაც მხურვალედ ლოცულობდა მათი…
საქართველოს საპატრიარქო მწუხარებას გამოხატავს ღვაწლმოსილი მღვდელმთავრის, მიტროპოლიტ ამფილოქეს – გარდაცვალების გამო. მისი ამქვეყნიდან გასვლა დიდი დანაკლისია როგორც სერბეთის, ისე მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. იგი მრავალწლიანი ღვთისსათნო მსახურებით სამაგალითო იყო სასულიერო პირთა არაერთი თაობისთვის. ინებოს ღმერთმა, მიტროპოლიტ ამფილოქეს უკვდავი სული შეერთოს მოზეიმე ეკლესიას. — patriarchate.ge
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 3 ნოემბერს ღირს ილარიონ დიდის, წმიდა მოწამეების დასის, გაიოზის და ზოტიკეს ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში. ღირსი ილარიონ დიდი ღირსი ილარიონ დიდი 291 წელს დაიბადა პალესტინის ქალაქ ღაზის მახლობლად, სოფელ ტაბათაში. იგი მეცნიერებათა შესასწავლად ალექსანდრიაში გაგზავნეს, სადაც ქრისტიანებს დაუახლოვდა და მოინათლა. ღირსი…