უძველესი გადმოცემით, ერთ-ერთ ბრძოლაში თეთრცხენოსან ჭაბუკს მტრის სარდალი დაუმარცხებია. მეფეს მისთვის ჯილდოდ შავი ნაბადი უბოძებია. გამარჯვებულებს უახლოეს ეკლესიაში პარაკლისი გადაუხდიათ. მეფესთან ერთად ტაძარში ის გმირიც ყოფილა. ლოცვის შემდეგ მეფეს მოუკითხავს. ჭაბუკი არსად ჩანდა. მაშინ ღმერთს გაუნათებია მათთვის გონება – წმინდა გიორგის ფრესკაში ჭაბუკი მეომარი შეუცვნიათ. იმ დღიდან ამ მთას შავნაბადის მთა დარქმევია, ხოლო ეკლესიას შავნაბადის…
უფალს ვუთხრათ მადლობა, რომ ასეთი რჩეული გამოგვიგზავნა ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, – ამის შესახებ მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, კათოლიკოს პატრიარქზე საუბრისას განაცხადა. როგორც მეუფე შიო აღნიშნავს, პატრიარქის ცხოვრება მოწამეობრივია და 43 წელია ის ეკლესიისა და ხალხის წინამძღოლია. „მინდა დიდი სიყვარულით თქვენთან ერთად მივულოცოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს ეს…
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლაწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) იქადაგა და მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა. მან ჭეშმარიტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი ამ გზით დადიოდა. მისი თქმით, „წმინდა გიორგის ხსენება არის მოწოდება, რათა ვებრძოლოთ ბოროტებას და ვპოვოთ მარადიული სიხარული…“ „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ჩვენთან არს…
გრძელდება პატრიარქ თეოდორეს მისიონერული მოგზაურობა აფრიკის კონტინენტზე. მის უნეტარესობას გუშინ 66 წელი შეუსრულდა, რის გამოც მას კენიის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებმა მართლმადიდებლებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. wenews.ge
მართლმადიდებლური ეკლესია 27 ნოემბერს აღნიშავს ხსენებას წმიდისა მოციქულისა ფილიპესი (I); კეთილმორწმუნისა მეფისა იუსტინიანესი (565) და დედოფლისა თეოდორასი (548); წმ. გრიგოლ პალამასი, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსისა (დაახლ. 1360). წმიდა მოციქული ფილიპე გალილეის ქალაქ ბეთსაიდის მკვიდრი, წმიდა წერილში ღრმად იყო განსწავლული.მას სწორად ესმოდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებათა არსი და მესიის მოლოდინით ცხოვრობდა. ფილიპე პირველი მოწოდებისთანავე თან გაჰყვა მაცხოვარს ქრისტეს…
არჩევნებმა უნდა გაგვაერთიანოს, კი არ უნდა გაგვყოს. თუ გარეთ ვერ ვპოულობთ გამოსავალს, მარტო უცხოელებთან მისვლა არ არის საკმარისი, შეუძლიათ ჩვენთანაც მოვიდნენ, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. მისივე თქმით, ეკლესია არის ის ადგილი, სადაც შეიძლება მოხდეს გაერთიანება. მეუფე იაკობის განცხადებით, ეკლესიაში მისვლის სურვილი არც ოპოზიციის და არც ხელისუფლების წარმომადგენლებს არ გამოუთქვამთ. „ეკლესია…
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ დვალთას დარბაზულ ეკლესიას უტარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები (ფონდი “ქართუ”-ს დაფინანსებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე). სარესტავრაციო პროცესის მორიგი ეტაპის მსვლელობისას, რომელსაც შპს „რკალი“ ასრულებს, ნაწილობრივ გაიწმინდა ძეგლის ტერიტორია ჩახერგილობისგან, მთავარ ნავზე შიგნიდან და გარედან მოიხსნა მორყეული წყობები და აღდგა საპირე წყობები ქვიშაქვის უხეშად დამუშავებული ქვებით,ინტერიერში მოეწყო ქარგილები საბჯენი…
წელს, 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, მოსკოვის წმ. გიორგის ქართულმა ეკლესიამ კურთხევიდან 270 წლისთავიც აღნიშნა. საზეიმო წირვა აღავლინა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მღვდელმთავარმა, მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი). წირვას ესწრებოდნენ როგორც რუსეთის ეკლესიის, ისე სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები და მრევლი. ითქვა იმ დიდი მნიშვნელობის შესახებ, რასაც ეს ტაძარი თავისი გახსნის დღიდან ასრულებს ჩვენი ქვეყნების ცხოვრებაში. ამასთან მოიხსენიეს ვირუსით…
სერბეთის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი დაადგინეს სერბეთის ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, სრულიად სერბეთის ეკლესიის დაქვრივებული საპატრიარქო საყდრის მოსაყდრედ დაბრო-ბოსნიის მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი (ევიჩი) აირჩიეს, რომელიც საპატრიარქო ტახტს მომავალი პატრიარქის არჩევამდე უხელმძღვანელებს. წმინდა სინოდმა შუმადიას ეპისკოპოსი იოანე ბელგრადისა და კარლოვაცის სამთავარეპისკოპოსოს დროებით მმართველად განამწესა. ორი დღის წინ გარდაცვლილი სრულიად სერბეთის პატრიარქის ირინეოსის ცხედარი ბელგრადის მთავარანგელოზ მიქაელის…