ამა წლის 7 აპრილს წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში დიაკვნად დაასხა ხელი გიორგი კოხოძეს. დიაკონი გიორგი დროებით თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს. sazu.ge
ამა წლის 6 აპრილს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ნეძის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის მამათა მონასტერში ბერად აღკვეცა მორჩილები: ედიშერ ჯანჯულია, რომელსაც სახელად ელისე უწოდა და იოსებ კვარაცხელია, რომელსაც სახელად იოანე უწოდა. sazu.ge
ამა წლის 7 აპრილს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში ამავე ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ეხვაია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. sazu.ge
საქართველოში და საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ შვილებს გულითადად გილოცავთ ხარების დიდებულ დღესასწაულს. ეს არის აღსრულება უფლის იმ აღთქმისა, რომელსაც ათასწლეულები ელოდა სამყარო. ყოვლადწმინდა მარიამი, თავისი საოცარი სიწმინდითა და სათნოებებით, გახდა რჩეული ადამის მთელი მოდგმისა, რათა ძე ღვთისას მშობელი ყოფილიყო და დღევანდელ დღეს, 2000 წელზე მეტი ხნის წინ, მოესმინა გაბრიელ მთავარანგელოზის განმაცვიფრებელი სიტყვები: „გიხაროდენ,…
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულზე სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ ხარების დიდებულ დღესასწაულს. ამ მოვლენას, რომელსაც დღეს ჩვენ ვზეიმობთ, კაცობრიობა ელოდა მრავალი საუკუნის განმავლობაში; ელოდნენ მხსნელს, რომელიც შეაერთებდა ზეცას და მიწას, რომელიც ასწავლიდა ადამიანებს სიმართლით ცხოვრებას. ეს სიხარული მაცხოვრის…
4 აპრილს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშავს ხსენებას: მღვდელმოწამისა ბასილისა, ანკვირელი ხუცისა (362-363); მოწამისა დროსიდასი, ტრაიანე მეფის ასულისა (104-117); ღირსისა ისააკ დალმატიელისა (IV). Sputnik-საქართველო მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რა ღვაწლი მიუძღვით მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე. წმიდა მღვდელმოწამე ბასილი ანკვირიელი პრესვიტერი იყო და გალატეის ქალაქ ანკვირიაში მოღვაწეობდა. არიოზის ერესის გავრცელების დროს მართლმადიდებლობის მტკიცედ დაცვისათვის ადგილობრივმა არიანულმა…
ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა გაცნობისა და უკეთ შესწავლის მიზნით, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტებს ხშირად უტარდებათ ლექცია-სემინარები მუზეუმებში, ეკლესია-მონასტრებსა თუ სხვადასხვა ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე ადგილებში. გასვლითი ღონისძიებების ორგანიზება თსასის სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესის განუყოფელი ნაწილია. ამჯერადაც, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის ორგანიზებით, სასულიერო სემინარიის III კურსის სტუდენტებს ლექცია ქართული ხელოვნების ისტორიაში…
ამა წლის 30 მარტს ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი თბილისის (ავჭალის) წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სახელობის ტაძრის დიაკონ გიორგი შალვაშვილს. მღვდელი გიორგი თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარე წმინდა დიდმოწამე ვასილისკოს სახელობის ტაძარში იმსახურებს. sazu.ge
გილოცავთ საქართველოს ტერიტორიაზე საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარებას და პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს 34 წლის წინ, 31 მარტს, ჩატარდა საყოველთაო რეფერენდუმი (მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში) და მოსახლოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ერთადერთ კითხვას – „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“ – დადებითად უპასუხა. სწორედ ეს რეფერენდუმი გახდა დამოუკიდებლობის…