ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავძლიოთ ის განსაცდელი, რომელიც მოგვივლინა ჩვენ უფალმა. ის ავადმყოფობა, რომელიც მძვინვარებს, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ის იმედოვნებს, რომ საქართველო, ქართველი ხალხი დასძლევს ამ განსაცდელს. „ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ჩვენ ღვთისაგან დაჯილდებული ვართ…
მართლმადიდებელი ეკლესია14 ოქტომბერს მცხეთობა-სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს და ასევე იხსენიებს: მეფე მირიანსა და დედოფლ ნანას, სიდონიას და აბიათარ მღვდელს, მელქისედეკ I, მოციქულ ანანიას, ღირს რომანოზს, მოწამე დომნინეს, ღირსმოწამე მიქაელს, ზობიელ იღუმენსა და სხვ. მცხეთობა, სვეტიცხოვლობა მცხეთობა დაწესებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სადიდებლად „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა“ და ის ყოველ წელს საქართველოს ისტორიულ…
საქართველოს საპატრიარქო სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. „ა.წ. 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ტაძართან მისასვლელად მანქანის საშვები არ იქნება საჭირო. 13 ოქტომბერს ლოცვა დაიწყება 17:00 საათზე, 14 ოქტომბერს კი, წირვა – 10:00 საათზე. ვირუსთან დაკავშირებით, ხალხის უსაფრთხოების მიზნით, ტაძრის ეზოში შემომსვლელთ გაეზომებათ ტემპერატურა. აუცილებელია, ყველას ჰქონდეს პირბადე და დაცული იყოს დისტანცია“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში….
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 ოქტომბერს ღირსი ონოფრე გარეჯელის, ღირსი კვირიაკე განდეგილის, მოწამეთა: დადას, გავედაის და კაზდოიას, ღირსი თეოფანე მოწყალის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან ისინი მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში. ღირსი ონოფრე გარეჯელი, საკვირველთმოქმედი წმიდა ონოფრე გარეჯელი (ერისკაკობაში ოთარ მაჭუტაძე), ქართლელი აზნაური იყო. მდიდარი და სახელგანთქმული დიდებული საოცარი…
შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველა თავის სიმართლეს ამბობს, მაგრამ ჭეშმარიტება ერთია და ეს ჭეშმარიტება, ალბათ, ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა დაადგინოს, – ასე გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი დავით გარეჯის საკითხს. საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე ეკლესიის პოზიცია სინოდის შეკრების შემდეგ გახდება ცნობილი. ,,ეკლესიის პოზიციას…
არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ გარეჯის მონასტერს! – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში განუცხადა. მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ გარეჯის უდაბნო ქართველების საკუთრებაა. „პრინციპულად არ ვეთანხმები ასეთ დამოკიდებულებას, რასაც დღეს ვხედავთ. დავით გარეჯის უდაბნო იყო ყოველთვის საქართველო, ყოველთვის ქართული მონასტერი იყო და ეს მიწა ყოველთვის ქართული მიწა იყო. მცდელობა…
გარეჯს რომ ვინმე აბრუნებდეს, იმის მხარეს დავდგებოდი, აფხაზეთს რომ გვიბრუნებდნენ, დავდგებოდი მის მხარეს, მაგრამ მე თუ დღეს რაღაც აზრი მაქვს, რუკის გამო არსად არ დავდგები, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. მისი თქმით, თუ ქვეყანაში რაიმე ხდება, პოლიტიკური ძალები და ტელევიზიები ყველაფერს არჩევნებს უკავშირებენ. მეუფე იაკობი ამბობს, რომ სასიხარულოა რუკის პოვნა, რომლითაც…
წმინდა სინოდის წევრები ბოლო პერიოდში დავით გარეჯის სკითხზე განვიატრებულ მოვლენებს ეხმაურებაინ. მათ დღეს ჟურნალისტებთან საკუთარი მოსაზრებები გამოხატეს. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიოს განცხადებით, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დავით გარეჯის საქმე ახალ ეტაპზე გადავიდა. მან ჟურნალისტებთან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საკითხზე ვრცლად საუბრისგან თავი შეიკავა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ იმედოვნებს, დავით გარეჯის ორი მონასტერი – ჩიჩხიტური და…
დღევანდელი სამყარო ავად არის იმით, რომ უფრო საკუთარ ძალებს ეყრდნობიან ადამიანები, ვიდრე ღვთის წყალობას და ღვთის შეწევნას, – ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა. როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, ჩვენ ხშირად მივმართავთ ღმერთს, გვინდა რომ გვიპასუხოს, რელიგიური, ღრმა განცდები გვქონდეს, მაგრამ გვავიწყდება, რომ დღითიდღე…