მართლმადიდებელი ეკლესია11 ოქტომბერს ქუთაისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაულს ზეიმობს და აღნიშნავს ღირს ხარიტონ აღმსარებელის, ბარუქის, მოწამეთა: ალექსანდრეს, ალფესის, ზოსიმეს, მარკოზ მწყემსის, ნიკონის, ნეონის და სხვათა ხსენების დღეს. ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – პალიასტომისა პალიასტომის ღვთისმშობელი ქართული ხატია, რომელზედაც დედა ღვთისა გამოსახულია ყრმით, ხატი ფერწერულია და შეჭედილია ვერცხლით. იგი შემკულია 123 თვალით და მარგალიტით,…
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის სამღვდელოება ეპარქიის მღვდელმთავრის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიმართ ცილისმწამებლური კამპანიისა და მის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვების შესახებ იუწყება, რომელშიც „ქართული ოცნებაის“ წევრია ჩართული. განცხადება ამის შესახებ ეპარქიის „ფეისბუკის“ გვერდზეა გამოქვეყნებული. „კრებამ ერთხმად განაცხადა,რომ ბევრს სურს არეულობა შემოიტანოს და საეკლესიო წესრიგი დაარღვიოს, მტრული და ცილისმწამებლური ბრალდებით გამოდიან ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსის წინააღმდეგ; მათ მხოლოდ ერთი…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 10 ოქტომბერს მოწამე კალისტრატეს და მისთან წამებულთა, მოციქულთა: მარკოზის, არისტარქეს და ზინას, 70-თაგანთა, ასევე მოწამე ეპიქარიას და ღირსი ეგნატეს ხსენების დღეს აღნიშნავს. მოწამე კალისტრატე წმიდა მოწამე კალისტრატე ქალაქ კართაგენში დაიბადა. მისი პაპა, ნეოსკორე იმპერატორ ტიბერიუსის (14-37) დროს იუდეის პროკურატორ პონტიუს პილატეს დაქვემდებარებულ მხედართა რაზმში მსახურობდა. წმიდანის მამა ქრისტიანობას აღიარებდა და შვილიც…
გელათის საკონსერვაციო მდგომარეობის მნიშვნელოვნებიდან და მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობისა და წმ. გიორგის სახელობის ტაძრებზე 2020 წლის 11 მარტიდან დღემდე განხორციელებული გეგმიური მონიტორინგის მისიების ტექნიკურ ანგარიშებს ასაჯაროებს. აღნიშნულ ანგარიშებს ამ დრომდე შიდა მოხმარების დანიშნულება ჰქონდა და ამავდროულად ხელმისაწვდომი იყო პროფესიული საზოგადოებისათვის. ანგარიშები სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზეა განთავსებული….
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ზეიმობს დღესასწაულს ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა, ასევე აღინიშნება მიცვალება წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა. დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა, რომელიც ჩამოსვენდა საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან 1989 წლის 26 სექტემბერს ათონის ივერთა მონასტრიდან თბილისში ჩამოასვენეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის, პორტაიტისას ასლი, რომელიც წმინდა მთის ბერებმა შეასრულეს საქართველოს…
ახალი სტილით 9 ოქტომბერი – მიცვალება წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა წმიდა მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი თავდაპირველად წმიდა იოანე ნათლისმცემლის მოწაფე იყო. იესო ქრისტეს გამოჩენამ, რომელშიც უფლის წინამორბედმა მესია შეიცნო, საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე და ანდრია მოციქულთან ერთად თან გაჰყვა მაცხოვარს (ინ. 1,35-40). მიცვალება წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე…
ჩემთვის საქართველო უპირველესია. ადრეც განვაცხადე, რომ საქართველოს ჩემს ოჯახსაც შევწირავ. ამიტომ, არც ერთი პარტიის ინტერესის დამცველი არ ვარ. მე ვარ საქართველოს ინტერესების დამცველი, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რატომ მოუწოდებდა უმაღლესი სასულიერო პირებს 2020 წლის წინასაარჩევნო პროცესში ჩართულობისკენ. მეუფე იაკობის თქმით, მოუწოდებდა იმიტომ, რომ „არ იყოს დაძაბულობა“. „ვთქვათ,…
არ მგონია ან მიხეილ სააკაშვილი იყოს პრობლემა, ან ივერი მელაშვილი ან დღევანდელი ხელისუფლება, ალბათ, უფრო საქმისადმი ადამიანების უგულობა. როცა რაღაცის თავი არ გაქვს, როცა გადაწყვეტილებას ვერ იღებ, იქ არ უნდა იმუშაო, – ასე აფასებს ჟურნალისტებთან საუბრისას ბოდბელი ეპისკოპოსი დავით გარეჯის საკითხს და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. მეუფე იაკობის თქმით, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის დაკავების…
საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქოს პოზიციაა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი სამართლიანი საზღვრით უნდა დარჩეს საქართველოს შემადგენლობაში. კითხვაზე, ხომ არ დააჩქარა საპატრიარქოს განცხადებებმა კომისისი წევრების დაკავება, დეკანოზი აცხადებს, რომ საპატრიარქო 15 წელია, რაც დავით გარეჯის პრობლემატიკის საკითხის უმაღლეს დონეზე განხილვაზე საუბრობს. „როგორც იქნა, დადგა მომენტი, როდესაც უმაღლესი ხელისუფლება დაინტერესდა და გაერკვა ამ…