ა.წ. 9 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით და ორგანიზებით საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტში (რექტორი პროფ. სერგო ვარდოსანიძე) შედგა სამუშაო შეხვედრა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს…
კარტოგრაფი და თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, თენგიზ გორდეზიანი, რომელმაც დავით გარეჯის საქმეზე სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა მოამზადა, „პრაიმტაიმთან“ საუბრობს, რომ საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესში 1:200 000 მასშტაბის რუკა უნდა გამოეყენებინათ. პროფესორი განმარტავს, რომ 1:200 000 მასშტაბის რუკა, ზედმიწევნით და სიზუსტით ასახავს რეალობას. მისივე თქმით, 1938 წლის რუკაზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი ზუსტად ისე არის გატარებული, როგორც…
„დღეს უკვე გვაქვს ყველანაირი ავთენტობით აღჭურვილი რუკა, ანუ ეს არის ისეთი რუკა, რომელიც შეიძლება გამოიყენონ ამ კომისიაში. ამიტომაც, თუ რაიმე არ ემთხვევა კომისიის გადაწყვეტილებებსი ამ რუკას, ყველაფერი არის გადასახედი, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკის“ ეთერში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრიამ (ჯაღმაიძე) დავით გარეჯის საკითხზე საუბრისა განაცხადა. მამა ანდრიამ დავით…
დავით-გარეჯი არის საპატრიაქოს კუთვნილება, ეს არის სიწმინდე და ჩვენი კულტურისა და ისტორიის ავთენტურობის ერთ-ერთი ნიშანი. ამიტომ ერთმნიშვნელოვნად ეკლესია დგას იმ პოზიციაზე, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დავხუჭოთ თვალი და ყველა რეალობა ჩვენს სასარგებლოდ მეტყველებს, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესმდივანმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „დღის ქრონიკაში განაცხადა. „რა ეფექტი შეჰქონდა ჩვენს მხარეს იმ კომისიაში, რომელმაც ხაზები…
ყველაზე კარგი სიტუაცია ის არის, რომ სიმართლე დადგინდება, რადგან საქმე გვაქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, მეზობელ და მეგობარ ქვეყანასთან და ამ გამოსაძიებელმა საქმემ ჩვენ ხელი არ უნდა შეგვიშალოს მასთან ურთიერთობაში, – ამის შესახებ 100 ათასი მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ლუკა სუპატაშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ყველას ის…
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი კარანტინში იმყოფება. მას კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტი ჰქონდა. პატრიარქი ჯანმრთელად არის და დისტანციურ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხში სინოდალური განყოფილების ხელმძღვანელმა ვლადიმერ ლეგოიდამ განაცხადა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ 73 წლის რუსეთის პატრიარქმა გადადო ტრადიციული ვიზიტი სამების ლავრაში სერგი რადონოჟელის…
„გარეჯის მონასტერში 24 წლის წინ, 1996 წელს, მივედი. მახსოვს, მაშინ ჩვენი მესაზღვრე პატრული დადიოდა ქედიდან აზერბაიჯანის ახლანდელი საზღვრიდან 600 მ-ის სიღრმეში. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, იმიტომ რომ ასე გრძელდებოდა 2004 წლამდე. 2004 წელს ეს ყველაფერი შეიცვალა და ჩვენი პატრული ვეღარ დავინახე; მერე 2006 წელს უკვე გამოჩნდნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. მაშინ ამას ყურადღება არ მივაქციე, იმიტომ რომ…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 ოქტომბერს წმიდა არსენი დიდის, კათალიკოსის ღირსი ევფროსინე ალექსანდრიელის, ღირსმოწამე პაფნოტი მეგვიპტელის და მისთან 546 მოწამეთა ხსენების დღეს და ღირსი სერგის, რადონეჟელი იღუმენის მიცვალებას აღნიშნავს. წმიდა არსენ დიდი, კათოლიკოსი წმიდა არსენ დიდი, კათოლიკოსი დაიბადა დაახ. 820 წელს, სამცხის ცნობილი და გავლენიანი დიდებულის, მირიანის, ოჯახში. როდესაც არსენი სრულწლოვანი გახდა, მამამ, მირიან აზნაურმა,…
ა.წ. 7 ოქტომბერს საქართველოში სომხეთის ელჩის ბ-ნ რუბენ სადოიანის ინიციატივით მოხდა მისი შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. საუბრის დროს იგი შეეხო ყარაბაღის რეგიონში არსებულ ვითარებას. საქართველოს ეკლესიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე….