ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
04.02.2020 | 17:15
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აშშ-ის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

ა.წ. 3 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში აშშ-ის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ქ-ნი კელი დეგნანი და მისი თანმხლები პირები მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. მისმა უწმინდესობამ ხაზი გაუსვა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების აუცილებლობას და აშშ-ს მიერ საქართველოსთვის…

03.02.2020 | 16:44
ილია მეორე: მრავალი ადამიანი შეშინებულია ვირუსის გამო

  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კორონავირუსზე საუბრობს და მრევლს კურთხევას აძლევს, კარ-მიდამოსა და შვილებს დილა-საღამოს ნაკურთხი წყალი ასხურონ. „გამოჩნდა ახალი ვირუსი. მრავალი ადამიანი შეშინებულია ვირუსის გამო. ზოგიერთმა დაარქვა მას სიკვდილის ვირუსი. ეს ყველაფერი არის იმისათვის, რომ განმტკიცდეს სარწმუნოება, განმტკიცდეს ლოცვა ჩვენი. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველ დილას და საღამოს ნაკურთხი წყალი ასხუროთ თქვენს კარმიდამოს, ეზოს,…

02.02.2020 | 19:14
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (02.02.2020)

ჩვენთან არს ღმერთი დავით წინასწარმეტყველი ამბობს: ,,წყალობა შენი უფალო თანამავალ მეყავ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა.“ აი ჩვენც დღეს ვლოცულობთ, რომ მშვიდობა და წყალობა ღვთისა არ მოგვაკლდეს. თქვენ იცით, რომ გამოჩნდა ახალი ვირუსი. მრავალი ადამიანი შეშინებულია ამ ვირუსისგან. ზოგიერთმა დაარქვა ,,სიკვდილის ვირუსი“. ეს ყველაფერი არის იმისათვის, რომ განმტკიცდეს სარწმუნოება, განმტკიცდეს ლოცვა ჩვენი. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ…

01.02.2020 | 10:17
საეკლესიო კალენდარი: 2020 წლის 1 თებერვალი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 1 თებერვალს ღირსი ანტონ მარტყოფელის, ღირსი მაკარი დიდის, წმიდა მარკოზის, ეფესოს მთავარეპისკოპოსის, ღირსი მაკარი ალექსანდრიელის, მოწამე ევფრასია ქალწულის და წმიდა  არსენის, კერკირელი მთავარეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.   ანტონ მარტოდმყოფელი, ანტონ მესვეტე  ანტონ მარტოდმყოფელი, ანტონ მესვეტე — ღვთაების მამათა მონასტრის დამაარსებელი, ერთი ასურელი მამათაგანი იყო. რომელიც  საქართველოში ქალაქ ედესიდან VI საუკუნის შუა წლებში მოვიდა. მას განმარტოებით ცხოვრების გამო უწოდეს „მარტოდმყოფელი“. ფიქრობდნენ, რომ…

01.02.2020 | 10:14
წმინდა აბო ჩვენს წინაპრებს საქართველოს დედაქალაქის მფარველ ანგელოზად მიაჩნდათ და ეკლესიის სამკაულსა და სიქადულს უწოდებდნენ

საქართველოს მრავალი განსაცდელი გადაუტანია, მაგრამ უფალს არასოდეს მიუტოვებია იგი უნუგეშოდ, ყოველთვის მოუვლენდა ერს მაგალითის მიმცემს, არა მარტო ქართველს, არამედ სხვა ერის შვილსაც. ასეთი იყო აბო თბილელი, რომლის წამებას მოგვთხრობს მისი თანამედროვე და თვითმხილველი იოანე საბანისძე. ქართლის ერისთავი ნერსე დააბეზღეს ხალიფა მანსურთან. იგი ბაღდადის ციხეში დაამწყვდიეს (772 წელს) მალე ხალიფა გამოიცვალა, ახალმა განმგებელმა ნერსე გაათვისუფლა და…

31.01.2020 | 15:08
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში ისრაელის ახლადდანიშნული ელჩი მიიღო

ა.წ. 30 იანვარს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს საქართველოში ისრაელის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბ-ნი რან გიდორი მეუღლით და კონსული, ქ-ნი სმადარ ცემახ-რაცაბი ეწვივნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართველი და ებრაელი ხალხის ისტორიულ და სამაგალითო მეგობრობას. მისმა უწმინდესობამ ისრაელის სახელმწიფოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დასძინა: ,,26 საუკუნის მანძილზე საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც არ…

30.01.2020 | 17:21
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, სოფელ ცუცხვათის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით დასრულდა ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცუცხვათის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეკლესია იყო უმძიმეს მდგომარეობაში – დანგრეული იყო კამარა, კონქი, კედლების დიდი ნაწილი, შემოცლილი იყო კარნიზი, კედლები შიგნიდან და გარედან დაფარული იყო ნანგრევებით. სააგენტოს ცნობით, სამუშაოები არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ…

30.01.2020 | 17:17
პეტრე ცაავა – პირად საუბრებში მუდამ ვსაუბრობდი ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე, მოვიდა დრო საჯაროობისა, ამის მაგალითი თვით მაცხოვარმა მოგვცა, როდესაც 30 წლის გამოვიდა ასპარეზზე

მაცხოვარი ამბობს, დააკაკუნეთ და გაგეღებათ, ჩვენ ვაკაკუნებთ, ვამბობთ, რომ განგაშის ზარები არის ასატეხი, ვაპირებთ, საზოგადოებას ავუხსნათ, რა მდგომარეობაშია ეკლესია, როგორ ატყუებს ის ათწლეულების განმავლობაში თავის სულიერ შვილებს, ჩვენი ქვეყნის განვითარება გადის ეკლესიის გაჯანსაღებაზე, – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ განაცხადა. „მდგომარეობა საგანგაშოა. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებით და მამა ანდრიას მიმართ უპასუხისმგებლო ბრძანებით, მორიგი უსამართლობითა…

29.01.2020 | 17:29
საქართველოს საპატრიარქოში აზარტული თამაშების წინააღმდეგ მორიგი შეხვედრა ჩატარდა

ა.წ. 28 იანვარს საქართველოს საპატრიარქოში აზარტული თამაშების ზიანის შემცირების სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა ჩატარდა, რომელიც საქართველოს საპატრიარქოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ინიციატივით გაიმართა. ესწრებოდნენ წმინდა სინოდის წევრები, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, ფინანსთა და განათლების სამინისტროების, დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ნატოს, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის,…

Τα σημαντικότερα νέα