გასულ კვირას ბაკურიანში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და ICSU-დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების ერთობლივი პროექტის „მოვუსმინოთ ახალ თაობას“ ფარგლებში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებსა და მოსწავლე-ახალგაზრდებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო ქრისტიანული აზროვნების მთავარი პრინციპების ახალგაზრდებისათვის მათთვის გასაგები ენით მიწოდება და გაცნობა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი…
1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა. თავის ორ მორჩილს მან უთხრა, რომ კუნძულ სამოსზე მიდიოდა, მაგრამ მის კვალს ვერსად ვერ მიაგნეს. ვერც მკვდარი იპოვეს და ვერც ცოცხალი…1984 წელს ივერონის სკიტის კელიიდან გაქრა ერთი ღვთივსათნო ბერი სერგი. მდუმარე და ქველმოქმედი მოღვაწე. მისი კელიის კარი დიდი ხანის განმავლობაში ღია იყო. ვინ არიან უხილავი მამები? ათონელები…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 სექტემბერს მღვდელმოწამე კვიპრიანეს კართაგენელი ეპისკოპოსის, წმიდა გენადის, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის ხსენების დღეს აღნიშნავს. მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელი მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელი დაიბადა დაახლოებით 200 წელს ქალაქ კართაგენში (ჩრდილოეთ აფრიკა). მან, მდიდარი წარმართი სენატორის შვილმა, შესანიშნავი საერო განათლება მიიღო და ახალგაზრდობაშივე ბრწყინვალე ორატორი და მჭევრმეტყველებისა და ფილოსოფიის მასწავლებელი გახდა. იგი ქონებას მდიდრულ ქეიფებს, განცხრომით…
ხსენება – ახ. სტილით 12 სექტემბერი თავისუფლება იგი ყოფა-მდგომარეობაა ადამიანისაო, ამბობს ბოსსუეტი თავის მსოფლიო ისტორიაში, საცა ყოველი ემორჩილება მარტო კანონსა და საცა კანონი უძლიერესია ყოველ ცალკე კაცზედაო; ასეთის თვალით უყურებდა თავისუფალებას ძველი რომაელი და ძველი ბერძენიო. ეს ჭეშმარიტი და ზედმიწევნილი მნიშვნელობა თავისუფალებისა ეხლაც ცნობილია და აღიარებული ეხლანდელ მეცნიერთა და სახელმწიფოთაგან. ჭეშმარიტი, რიგიანი აგებულება და წყობილება…
რამეთუ იროდის ეშინოდა იოანესი და იცოდა იგი, რამეთუ კაცი მართალი და წმიდა არს, და სცვიდა მას, და ისმინის მისი, და მრავალსა პატივსა უყოფდა, და ჯეროვნად ისმენდა მისსა (მარკ.ვ, კ). იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე ახალი სტილით 11 სექტემბერს (ძვ. სტილით 29 აგვისტოს) აღინიშნება. ქრისტიანები ამ დღეს მარხულობენ. ტაძრებში კი წირვა-ლოცვა აღევლინება. “როდესაც ვინმე დაუახლოვდება მეფეს,…
უფალმა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან მიიღო ნათლობის მადლი, ნათლობა სინანულისა, ამიტომ ეწოდა მას „ნათლისმცემელი”. უდიდესი წინასწარმეტყველი, უფლის წინამორბედი, რომელმაც მაცხოვარს სამოღვაწეო ასპარეზი განუმზადა მოწამეობრივად თავისკვეთა პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემელისა იოანესი გალილეის მმართველმა, ჰეროდე ანტიპამ იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჩააგდო. წმიდა წინასწარმეტყველი ჰეროდეს დაუფარავად ამხელდა კანონიერი ცოლის, არაბეთის მეფის, არეთას ასულის დაგდებისა და თავისი ძმის, ფილიპეს…
ფონდი „ლაზარე“ 10 წელია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის უშუალო მხარდაჭერით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, წარმატებით ახორციელებს სამშვიდობო პროექტს „ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ და ემსახურება ქართველი, აფხაზი, ოსი, სომეხი და აზერბაიჯანელი მოზარდების ერთმანთთან დაახლოება-დამეგობრებას. გასულ წელს საზაფხულო ბანაკს ჩრდილოეთ ოსეთიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 50 მონაწილე სტუმრობდა, წელს…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 10 სექტემბერს წმიდა მოწამე შუშანიკის, ღირსი მოსე შავის და ანნა წინასწარმეტყველის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოწამე შუშანიკი წმიდა შუშანიკი ქართლის პიტიახშის, ვარსქენის მეუღლე იყო. ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილი დედოფალი ბავშვობიდანვე ღვთის შიშითა და სიყვარულით გამოირჩეოდა. იმ დროს ქართლში სპარსელები ბატონობდნენ. სპარსეთის სამეფო კართან კეთილი ურთიერთობის დამყარების მიზნით ვარსქენ პიტიახში სპარსეთის მეფეს, პეროზს ეწვია, საკუთარი ნებით უარყო ჭეშმარიტი სარწმუნოება, მაზდეანობა მიიღო და მეფეს დაჰპირდა,…
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევთან, ნადიკრებისა და გოგიჩაანთ ღელის მე-12 საუკუნის ნამოსახლარზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით მიმდინარე სამეცნიერო ექსპედიციისას ახალი არქიტექტურული ნაგებობები გამოვლინდა. ე.წ. მეგალითური ნამოსახლარის გაწმენდისას ლოდების მშრალი წყობით ნაგები სამეურნეო დანიშნულების საცხოვრებელი შენობები აღმოჩნდა, რომლებიც გეგმარების სპეციფიურობით გამოირჩევა და არქაული იერსახე აქვს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გოგიჩაანთ…