დღევანდელი დღე გვეუბნება იმას, რომ გარდაცვალება ეს არ არის რაღაც საშინელი რამ, არამედ ეს არის ჩვენი იმედის, სიხარულისა და მარადიული ცხოვრების სასოების საგანი, – ამის შესახებ პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ ქადაგებისას განაცხადა. მისივე თქმით, ღვთისმშობლის მთავარი მოწოდება არის უფლის სიტყვების აღსრულება. “ჩვენ ვადიდებთ ამ შესანიშნავ დღეს, ყოვლადწმინდა ღვითსმშობელს და ვფიქრობთ, რა დაგვიტოვა მან ჩვენ. რა…
დღეს ჩვენ ვფიქრობთ, რა არის ჩვენი სამშობლოს მომავალი. გვახსოვდეს, რომ მომავალი მშვიდობიანი და კეთილია, დედა ღვთისმშობელი არ დაუშვებს იმას, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა. უწმინდესმა მოსახლეობას მოუწოდა, არ შეუშინდეს გაჭირვებასა და უსამართლობას. გარდა ამისა, ქადაგებისას პატრიარქმა აღნიშნა,…
ქუთაისში, ბაგრატის საკათედრო ტაძარში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს. ღვთისმსახურებას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე სხვა სამღვდელო პირებთან ერთად აღავლენს. ლიტურგიის დასრულების შემდეგ გაიმართება ლიტანიობა. დღესვე ჯვრით დაჯილდოვდება 28 სასულიერო პირი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 აგვისტოს ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს. ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმინდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს თორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა,…
სიონის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღევლინება. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს. „ახალი სტილით 28 აგვისტოს მართლმადიდებლური ეკლესია, მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს ყველაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს. ამასთან დაკავშირებით, სიონში უძველეს საპატრიარქო ტაძარში საზეიმო წირვას აღავლენს მისი უწმინდესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. ძალიან…
28 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღესრულება. სიონის საკათედრო ტაძარში კი საღმრთო ლიტურგიას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ, უწმინდესი შეკრებილებს დღესასწაულს მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს. ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმინდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს თორმეტ დღესასწაულთაგან…
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი შატილის გზაზე ავარიისას დაღუპულთა გამო მწუხარებას გამოთქვამს. ბართლომეოსი საქართველის პატრიარქს, ილია მეორეს სამძიმრის წერილს უგზავნის. „მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის სამძიმრის წერილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასადმი: უნეტარესო და უწმინდესო მთავარეპისკოპოსო მცხეთა-თბილისისა, კათოლიკოს-პატრიარქო სრულიად საქართველოსი და მიტროპოლიტო ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა, ქრისტეს მიერ ფრიად საყვარელო და სანატრელო ძმაო და ჩვენთა, მდაბალთა ამათთა თანამწირველო, თქვენს ღრმად…
დღეს, 27 აგვისტოს სიონის საკათედრო ტაძარში შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართება. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, პანაშვიდი 19:00 საათზე დაიწყება. შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა. ავარია სოფელ ბისოს სიახლოვეს მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან, კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს…
ოკუპირებული აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მიერ ხატის საჩუქრად გადაცემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, „აფხაზეთის ეკლესია“ არ იღებს ილორის ტაძრისთვის ნაჩუქარ ხატს და მას უკან აბრუნებს. „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ იღებს ხატს, რომელიც ქართველმა დეპუტატებმა აფხაზეთის პრეზიდენტის მრჩევლის მონაწილეობით ილორის ტაძარს საქართველოს ეკლესიისგან საჩუქრად ჩამოუტანეს და მას უკან აბრუნებს. აღნიშნული მისია ჩატარდა აფხაზეთის…
არქიმანდრიტი რაფაელის (კარელინი) წიგნში “გადარჩენის საიდუმლო” ვკითხულობთ: – არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) გვიამბობდა : როგორ გამოცდის ღმერთი ადამიანს: “როცა მოხეტიალე ცხოვრებას ვეწეოდი, სამთავროს მონასტერში მივედი და იღუმენიას ღამის გასათევი ვთხოვე. მან მიპასუხა: “ჩვენთან მამაკაცები არ ათევენ ღამესო”. მაშინ ეზოში გავედი და ჭიშკართან ჩამოვჯექი. ერთ-ერთი მონაზონი ჭიშკრის დასაკეტად ჩამოვიდა და იყვირა: “შენ, აქ რას აკეთებ?! ახლა ძაღლი…