ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
03.01.2020 | 18:27
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული პატრიარქს შეხვდა

სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში, ბ-ნი ზვიად შალამბერიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა და შობა-ახალი წელი და იუბილე მიულოცა. შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებული მის უწმინდესობას იმერეთში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა, საუბარი შეეხო ასევე სახელმწიფოს მიერ გლეხებისთვის მიწათსარგებლობის გამარტივების საკითხს და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის პროცესს. კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დალოცა სტუმარი და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.  …

03.01.2020 | 18:26
ფოლკლორის ცენტრში საქართველოს საპატრიარქოს ფონდ ,,ლაზარეს“ პროფესიული სასწავლებლის გამოფენა ჩატარდა

ა.წ. 30 დეკემბერს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს” პროფესიულ სასწავლებელ ,,სახელობო სკოლის” სახელოსნოებში დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო საიუველირო ნაწარმი, მინანქარი, ჭედურობა, მინის ნაკეთობები, თექა და სხვა.   — patriarchate.ge

02.01.2020 | 18:31
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 2 იანვარს მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილის, დანიელის, სერბელი მთავარეპისკოპოსის და მართლი იოანე კრონშტადტელის ხსენების დღეს აღნიშნავს

მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი სირიაში დაიბადა. ნეტარი სწორედ ის ყრმა იყო, რომელიც მაცხოვარმა მოწაფეებს შორის დააყენა და თქვა: „უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“. მოგვიანებით ეგნატე წმიდა იოანე ღვთისმეტყველს დაემოწაფა და მოციქულთა კრების გადაწყვეტილებით, ანტიოქიის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი (წმიდანი ანტიოქიის მეორე მღვდელმთავარი იყო – სამოცდაათთაგანი მოციქულის, ევოდის შემდგომ)….

02.01.2020 | 18:17
ილია მეორე – დღეს ჩვენ ვუსურვებთ ერთმანეთს ბედნიერებას, უნდა გვახსოვდეს, რომ ბედნიერება ბევრად დამოკიდებულია ჩვენზე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე ყველას ულოცავს შობა-ახალ წელს. პატრიარქი საახალწლო მილოცვაში მშობლების, უფროსების პატივისცემაზე ამახვილებს ყურადღებას. „დღეს ჩვენ ვუსურვებთ ყველას, ერთმანეთს ბედნიერებას, უნდა გვახსოვდეს, რომ ბედნიერება ბევრად დამოკიდებულია ჩვენზე. მშობლების პატივისცემა არის ბედნიერება შვილებისათვის. „პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი…

31.12.2019 | 17:59
გარდაიცვალა მჭადიჯვრის მთავარანგელოზთა მონასტრის წინამძღვარი – მონაზონი მართა (კიკაძე)

მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა მჭადიჯვრის მთავარანგელოზთა მონასტრის წინამძღვარი – მონაზონი მართა (კიკაძე). სამშაბათს, 31 დეკემბერს, მიტროპოლიტი ზოსიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად წირვას მჭადიჯვრის მთავარანგელოზთა ტაძარში აღავლენს. დედა მართა მონასტრის ეზოში დაიკრძალება. ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს დედა მართას სულს.   — karibche.ambebi.ge

31.12.2019 | 17:34
პატრიარქმა ვაჟა გაფრინდაშვილს უმასპინძლა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახთან და ახლობლებთან ერთად მიიღო. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ასევე ქართველო მოჭიდავეებიც. ინფორმაციას ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ავრცელებს. ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში 49 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, 28 დეკემბერს გაათავისუფლეს.   — 1tv.ge

31.12.2019 | 17:30
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქუთაისის 29-ე სკოლის მოსწავლეები მიიღო

ა.წ. 27 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), ეპარქიის სამღვდელოება, მრევლი და 29-ე სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები მიიღო. შეხვედრას ესწრებოდნენ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) და სხვა სასულიერო პირები. ბავშვებმა წარმოადგინეს ღონისძიება სახელწოდებით ,,საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა“ და ჩვენი ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვანი მონაკვეთები გააცოცხლეს. სამღვდელოებამ და მრევლმა მის უწმინდესობას აღსაყდრების დღე მიულოცეს…

31.12.2019 | 11:18
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ავსტრიასა და იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები მიიღო

ა.წ. 27 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბ-ნი დავით დონდუა და მისი ოჯახი მიიღო. ხოლო 28 დეკემბერს ოჯახის წევრებთან ერთად იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ბ-ნი თემურ ლეჟავა მიიღო. მისმა უწმინდესობამ დალოცა ისინი და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.   — patriarchate.ge

30.12.2019 | 18:14
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (29.12.2019)

ჩვენთან არს ღმერთი დღეს არის ხსენება წმინდისა წინასწარმეტყველისა ანგიასი. წმინდა ანგია უკანასკნელი წინასწარმეტყველია. იგი მოუწოდებდა ებრაელ ხალხს, ისრაელს, რომ თქვენ იშენებთ სასახლეებს და ვერ აგიშენებიათ ტაძარი ღვთისაო. ჩვენ რომ ვაშენებდით ამ წმინდა სამების ტაძარს, შევქმენით ხატები წმინდისა ანგიასი და დავარიგეთ. საოცრად დაგვეხმარა. ტაძრები აშენდა მთელს საქართველოში და ვმადლობთ უფალს, ვმადლობთ წმინდა ანგიას, რომ შეგვეწია. ჩვენ…

Τα σημαντικότερα νέα