ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
23.09.2020 | 14:22
საეკლესიო კალენდარი – 23 სექტემბერი

ეკლესია დღეს აღნიშნავს ხსენებას მოწამეთა მინოდორასი, მიტროდორასი და ნიმფოდორასი; მოციქულთა: აპოლიოსისა, ლუკიოსისა და კლიმენტისა, 70-თაგანთა; მოწამისა ვარიფსავასი; კეთილმორწმუნისა პულქერიასი, ბერძენთა დედოფლისა; მღვდელმთავართა პეტრესი და პავლესი, ნიკეელ ეპისკოპოსთა.   წმიდა მოწამენი: მინოდორა, მიტროდორა და ნიმფოდორა ისინი ღვიძლი დები იყვნენ, წარმოშობით ბითვინიიდან (მცირე აზია). ღვთისმოშიშებით გამორჩეულებმა გადაწყვიტეს, გარიდებოდნენ ამ სოფელს, ერთი განკრძალული ბერი ჰპოვეს უდაბნოში და აქ…

23.09.2020 | 14:03
ღირსი მოსე შავის სახელობის მამათა მონასტრის ტაძრის კურთხევა

2020 წლის 17 სექტემბერს, წმინდა წინასწარმეტყველ მოსეს ხსენების დღეს, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) სოფელ გუმბრასთან მდებარე ღირსი მოსე შავის სახელობის მამათა მონასტრის ტაძარი აკურთხა. ტაძრის წინამძღვრად დადგენილია მღვდელ-მონაზონი მოსე (ცქიტიშვილი). ვულოცავთ მამა მოსეს და ქუთაის-გაენათის ეპარქიას ახალი მონასტრის დაფუძნებას და ვუსურვებთ სულიერ აღმავლობას. მოამზადა მარიამ გაგუამ წყარო: საპატრიარქოს უწყებანი — ambioni.ge

22.09.2020 | 14:35
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 22 სექტემბერს იხსენიებს წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმეს და ანნას

მოწამე სევერიანეს, ღირს თეოფანე აღმსარებელეს,  მოწამეთა ხარიტონსა და სტრატორეს,  ნეტარის ნიკიტა კონსტანტინოპოლელის, და აღნიშნავს წმ. თეოდოსი ჩერნიგოველი მთავარეპისკოპოსის ნაწილთა პოვნას და აღმოყვანება. საეკლესიო კალენდარში ამ დღეს არის  III მსოფლიო კრების ხსენებაც.   წმიდა იოაკიმე და ანა წმიდა იოაკიმე და ანა იუდეის ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდნენ. წმიდა იოაკიმე დავითის სამეფო გვარის ჩამომავალი იყო, ანა კი ლევიტელთა ტომიდან….

21.09.2020 | 19:21
მიტროპოლიტი შიო: პატრიარქმა ერში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებული მოწიწება და სიყვარული ააღორძინა

ვეცადოთ, რომ დიდი სიყვარული გვქონდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, რომელიც დედაა ყოველი ჩვენგანის, – ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტმა შიომ ქადაგებისას განაცხადა. მეუფემ მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და დალოცა. მეუფეს თქმით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებული მოწიწება და სიყვარული ერში სწორედ პატრიარქმა ააღორძინა და ამის მაგალითია ასევე ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულის სახელმწიფო დონეზე აყვანა. „ჩვენ დღეს, ყველამ ერთად მივულოცოთ სრულიად…

21.09.2020 | 16:30
დეკანოზი – ეკლესია არც ერთი პარტიის საარჩევნო კამპანიაში არ ერევა, კონკრეტული ეპისკოპოსი მოქალაქეც არის და მას უფლება აქვს გადაწყვიტოს, იყოს თუ არა რომელიმე შეხვედრაზე

მეუფეების კონკრეტული გადაწყვეტილებაა დაესწრონ თუ არ დაესწრონ ამა თუ იმ პარტიის კონკრეტულ ღონისძიებას, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილიმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, მეუფეების მისვლა „ქართული ოცნების” საარჩევნო ღონისძიებაზე რამდენად მიზანშეწონილია და არის თუ არა ეს მმართველი პარტიის მხარდაჭერა. დეკანოზის განმარტებით, ეკლესია არც ერთი პარტიის საარჩევნო კამპანიაში არ…

21.09.2020 | 16:28
რელიგიის საკითხთა სააგენტო, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ულოცავს. „დღეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამის შობას დღესასწაულობს. უდიდეს ქრისტიანულ ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, ტაძრად მიყვანება და მიძინება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. საქართველოს მართლმადიდებლებისთვის ღვთისმშობლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ითვლება, რომ ჩვენს ქვეყანას წმინდა მარიამ…

21.09.2020 | 16:26
მეუფე შიო მეუფეების საარჩევნო ღონისძიებებზე დასწრებაზე – ეს არ ნიშნავს მხარდაჭერას

ეს არ ნიშნავს მხარდაჭერას,- ასე უპასუხა საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ჟურნალისტების შეკითხვას, მეუფეების მისვლა „ქართული ოცნების” საარჩევნო ღონისძიებაზე რამდენად მიზანშეწონილია და არის თუ არა ეს მმართველი პარტიის მხარდაჭერა. „ეს არ ნიშნავს მხარდაჭერას. მხარდაჭერა არის სიტყვიერი განცხადება, მხარდაჭერისკენ მოწოდება”, – განუცხადა მეუფე შიო მუჯირმა ჟურნალისტებს. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ საარჩევნო ღონისძიებას რამდენიმე მეუფე დაესწრო….

21.09.2020 | 14:32
მეუფე ანტონი – სახელმწიფო კეთილგანწყობილი თუ არის და ეკლესიასთან ურთიერთობა არ ეთაკილება, მზად ვართ, ვიყოთ იქ, სადაც ხდება ნებისმიერი რამ სახელმწიფოებრივი

თუ სახელმწიფო არის კეთილგანწყობილი და არ ეთაკილება ეკლესიასთან ურთიერთობა, მზად ვართ, ვიყოთ იქ, სადაც ხდება სახელმწიფოებრივი ნებისმიერი რამ, ვის უნდა შევუთანხმო, სად წავიდე და სად არა, – ასე პასუხობს ჟურნალისტების შეკითხვას ვანი-ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი, რატომ ესწრებიან სამღვდელო პირები მმართველი პარტიის საარჩევნო შეხვედრებს და იქონიებს თუ არა ეს გავლენას მოქალაქეების არჩევანზე. როგორც მიტროპოლიტი ამბობს,…

21.09.2020 | 14:20
მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს, ღვთისმშობლობას აღნიშნავს. საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება. ღვთისმშობლის შობა ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა – პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი.   1tv.ge

Τα σημαντικότερα νέα