დღეს, 27 თებერვალს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას სტუმრობდა კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქეთევან ტრაპაიძე. ქალბატონმა ქეთევანმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე – ,,ქართული კინემატოგრაფის როლი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.“ ქეთევან ტრაპაიძე საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აპოლონ ქუთათელაძის სახელობის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორია. იგია 6 წიგნისა და 30 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი….
ამა წლის 8 მარტს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) ქობულეთში წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძარი აკურთხა. ტაძრის წინამძღვრად დადგინდა დეკანოზი სვიმეონ ჯინჭარაძე. sazu.ge
დიდად ვწუხვართ ბატონი ნუგზარის გარდაცვალების გამო. ბაგრატიონთა დიდებული გვარის გამორჩეული წარმომადგენელი დღეს განსასვენებელს სვეტიცხოვლის დედა ეკლესიაში ჰპოვებს. ვემშვიდობებით განსაკუთრებულ პიროვნებას, წარმომავლობის გამო საუკუნეთა სიღრმედან უხილავად თითოეულ ჩვენგანთან დაკავშირებულს… და შევთხოვთ უფალს, სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკვართ მომადლოს მშვიდობა და ლოცვის ძალა, რადგან ლოცვითი შეწევნა ყველასათვის და, პირველ რიგში,…
გელათის მონასტერში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება” sazu.ge
კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსისა და მსოფლიო პატრიარქის, ყოვლადუწმინდეს ბართლომეოს I-ის კატეხეტური სიტყვა წმიდა და დიდი მარხვის დასაწყისისათვის (2025) † ბართლომეოსი წყალობითა ღმრთისათა მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა – ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი ყოველსა სავსებასა ეკლესიისასა ჩვენი უფლისა და მხსნელი იესო ქრისტეს მადლი და მშვიდობა, ჩვენს ლოცვასთან, კურთხევასა და მიტევებასთან ერთად, იყოს თქვენ ყოველთა თანა * *…
3 მარტს ოსმალეთის უღლისგან ბულგარეთის გათავისუფლების 147-ე წლისთავზე, სოფიაში, ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარში, ბულგარეთის უწმინდესმა პატრიარქმა დანიელმა განსასვენებელი ლოცვა აღავლინა სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ველზე დაცემულთა სულებისათვის და სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა. უწმინდეს პატრიარქს თანამსახურებდნენ: წმიდა სინოდის მთავარი მდივანი, მელნიშის ეპისკოპოსი გერასიმე; სოფიის მიტროპოლიის პროტოსინგელი, არქიმანდრიტი იოანე (პეშევი); სოფიაში საპატრიარქო მეტოქიონის წინამძღვარი, დეკანოზი ვლადიმერ ტიშჩუკი; რუმინეთის მართლმადიდებელი…
23 თებერვალს, იუნკერთა ხსოვნის დღეს, თბილისის სასულიერო სემინარიის მგალობელთა გუნდმა (ხელმძღვანელი ლაშა ზაალიშვილი) მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენებლად აღვლენილ პანაშვიდში. 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პრეზიდენტმა, ბატონმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ,…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ შვილებს, – მკვიდრთა საქართველოისათა და საზღვარგარეთ მცხოვრებთ მოწყალებითა ღმრთისაითა კვლავ დადგა დიდმარხვის წინადღე, დღე შენდობისა და ურთიერთ ცოდვათა მიტევებისა. ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, – სხვისთვის პატიების თხოვნა, ან წყენის დავიწყება, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც ამქვეყნად მოვიდა ჩვენი ცხონებისათვის, აღასრულა მრავალი სასწაული (რომლებიც სრულად რომ…
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ყველიერის, მიტევების კვირას სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, რომელსაც ეწოდება მიტევების კვირა. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. მიტევების კვირა იმიტომ ეწოდება, რომ დღეს წმინდა სახარებიდან იკითხება უფალ იესო ქრისტეს სწავლება მიტევების შესახებ. ასევე,…