ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
30.04.2025 | 17:19
ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიას ახალი ტაძარი შეემატა

ამა წლის 29 აპრილს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ლეჟუბნის დასახლებაში ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელობის ტაძარი აკურთხა. თანამსახურებდა წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია). ტაძრის წინამძღვრად დეკანოზი თეიმურაზ რუხაძე დადგინდა. sazu.ge

30.04.2025 | 17:18
წილკნისა და დუშეთის ეპარქიას ახალი ტაძარი შეემატა

ამა წლის 26 აპრილს წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა ზოსიმემ (შიოშვილი) დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტიკიანთკარში კვირაცხოვლობის სახელობის ტაძარი აკურთხა. ტაძრის წინამძღვრად არქიმანდრიტი მოსე (მგელაშვილი) დადგინდა. sazu.ge

29.04.2025 | 17:23
ღირებულებითი განათლების კლუბების შემაჯამებელი ღონისძიება (ვიდეო)

ღირებულებითი განათლების კლუბების შემაჯამებელი სააღდგომო ღონისძიება საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება”  sazu.ge

29.04.2025 | 17:21
‘ღირებულებითი განათლების კლუბების’ სააღდგომო ღონისძიება

მიმდინარე წლის 27 აპრილს, კვირაცხოვლობას, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ეგიდით ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა „ღირებულებითი განათლების კლუბების“ საანგარიშო ღონისძიება, რომელიც აღდგომის დღესასწაულის მიეძღვნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ქალბატონი თამარ მახარაშვილი, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია…

28.04.2025 | 17:39
მიტროპოლიტ შიოს ქადაგება კვირაცხოვლობას (ვიდეო)

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება აღდგომიდან მეორე, თომას კვირას, კვირაცხოვლობას თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი 27.04.2025  sazu.ge

28.04.2025 | 17:37
მეუფე შიო: ‘ადამიანის სულიერ ცხოვრებაში მთავარია მისი გულის მდგომარეობა, გული არის ჩვენი უკვდავი სულის ცენტრი…’

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება კვირაცხოვლობას, თომას კვირას სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, პატიოსანო მამებო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ კვირაცხოვლობას, თომას კვირას და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. დღევანდელ სახარებაში მოთხრობილი იყო, რომ უფალი იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგომიდან პირველივე დღეს, საღამო ჟამს, გამოეცხადა…

28.04.2025 | 17:35
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბატონი ზურაბ წერეთლის გარდაცვალების გამო

დიდად ვწუხვართ მსოფლიოში აღიარებული ქართველი ხელოვანის და დიდი მეცენატის, ბატონი ზურაბ წერეთლის გარდაცვალების გამო. მიუხედავად იმისა, რომ იგი, ძირითადად, მოსკოვში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, სამშობლოზე ფიქრი მას არასოდეს შეუწყვეტია და ცდილობდა, თავისი შესაძლებლობები საქართველოს საკეთილდღეოდ გამოეყენებინა. თბილისში განთავსებული მისი ქანდაკებები, მონუმენტი, – საქართველოს მატიანე, თანამედროვე ხელოვნების მისი მუზეუმი, აფხაზეთის ზღვის სანაპიროს მოზაიკური სცენები … მუდამ ყველას…

25.04.2025 | 16:40
დაიწყო ღირებულებითი განათლების კლუბის წევრ მოსწავლეთა ვიზიტები ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში

ამა წლის 23 აპრილს დაიწყო ღირებულებითი განათლების კლუბის წევრ მოსწავლეთა ვიზიტები ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. კლუბის წევრებს მასპინძლობა თავად ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ გაუწია, რომელიც მათ წიგნიერების მნიშვნელობაზე, ქართული ბეჭდური წიგნის ისტორიასა და ქართული დამწერლობის წარმოშობაზე ესაუბრა. მან მოსწავლეებს გააცნო ინფორმაცია ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებისა და აქ დაცული იშვიათი გამოცემების შესახებ. „წიგნი თანამედროვე ეპოქაში…

24.04.2025 | 17:26
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა

ამა წლის 20 აპრილს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) ბათუმის ყოვლადწმინდა სამების სახელობის დედათა მონასტერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით შემდეგი სასულიერო პირები დააჯილდოვა: ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი ბესარიონ ბერიძე აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით; ბათუმის წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი…

Τα σημαντικότερα νέα