ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
17.05.2020 | 16:10
მეუფე გერასიმე – თბილისის ანძა არა ლგბტ ფერებში, არამედ მუდმივად ქართული სიმბოლიკის ფერებში უნდა განათდეს

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე შარაშენიძე აცხადებს, რომ თბილისის ანძა არა ლგბტ ფერებში, არამედ მუდმივად ქართული სიმბოლიკის ფერებში უნდა განათდეს. ამის შესახებ მან საკვირაო ​ლიტურგიის დასრულების შემდეგ განაცხადა და მრევლს ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღე მიულოცა. კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებულ კითხვაზე ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ვაქცინა ჯერ ვაქცინა არ არის…

17.05.2020 | 16:05
მეუფე იაკობი ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეზე – ცხოვრობ მასე?-იცხოვრე, მაგრამ რატომ აკეთებ პროპაგანდას?

ცხოვრობ მასე? იცხოვრე, მაგრამ რატომ აკეთებ პროპაგანდას? – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, სასულიერო პირი რომ არ იყოს, მისთვის ასეთი ცხოვრების წესი მაინც მიუღებელი იქნებოდა. „ჩვენთვის, არა თუ კაცის კაცთან, ქალის ქალთან, კაცის და ქალის არაქორწინებითი ურთიერთობაც ცოდვად ითვლება. როგორ შეიძლება ნებისმიერი…

17.05.2020 | 15:36
მეუფე იაკობი – ყველას მოვუწოდებ, რაღაცაზე თავი შევიკავოთ, თორემ მე ერთი ვეყოფი, კი არ ვიმუქრები, მაგრამ მეც შემიძლია გამოვააშკარავო, ვინ, რას, როგორ და რისთვის აკეთებს

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი აცხადებს, რომ მედიას ზოგჯერ ხელმძღვანელობის მხრიდან „დაკვეთის“ შესრულება უწევს. მეუფე იაკობმა ბოდბის მონასტერთან დაკავშირებით ტელევიზიით გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა. „გასაგებია, რომ ზოგჯერ, „დაკვეთაც“ მოდის, თქვენ რომ არ გინდათ, ესეც ვიცი, მუშაობთ და „გავალებენ“ და იმასაც აკეთებთ. როცა ტელევიზიები გადმოსცემენ, რაღაცას დაინახავენ და რა ცუდი ყოფილაო. მე რომ პირი დავაღო და იმ ტელევიზიის…

17.05.2020 | 15:33
მეუფე იაკობი – ნუთუ რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს მეტად შესტკიოდა გული, ეგონა, რომ ჩვენ ხალხს დავხოცავდით, რაღაცას გადავდებდით? ხომ ხედავთ, ღმერთმა როგორ გამოაჩინა, დაიფარა თუ არა „ეკლესიის კლასტერი“აღაცას გადავდებდით? ხომ ხედავთ, ღმერთმა როგორ გამოაჩინა, დაიფარა თუ არა „ეკლესიის კლასტერი“

ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა დღევანდელი ქადაგებისას რწმენის სიმტკიცისა და ეკლესიის დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საქართველო ღმერთმა დაიფარა. „1924 წელს ხალხმა ეკლესია არ დაიცვა. ბერი ხმალს ხომ არ მოიღებდა და ხომ არ იომებდა? ხალხმა არ დაიცვა, ისევ ჩვენმა წინაპრებმა საქართველოში და ყველგან, მაგრამ მაშინ ხომ საბჭოთა კავშირი იყო? მაშინ განსაკუთრებული უღმერთობა…

17.05.2020 | 15:16
დეკანოზი შალვა კეკელია – “ღორის გრიპით” ადამიანები იღუპებიან, მაგრამ ვაქცინა სავალდებულო არ იყო, მინდა გავიკეთებ, მინდა არ გავიკეთებ

დეკანოზ შალვა კეკელიას განცხადებით, თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო იქნება და მასზე უარის თქმის შემთხვევაში, საზღვარგარეთ მოგზაურობას ან დასაქმებას აკრძალავენ, ის მას არ გაიკეთებს. როგორც კეკელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი პირობებით ვაქცინაცია ადამიანების საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული. „თქვენ ჟურნალისტები ხართ და შეგიძლიათ მოიკითხოთ, რამდენი ადამიანი დაიღუპა შარშან “ღორის გრიპით”. როდესაც არ იციან ამ სენის შესახებ რა სენია,…

17.05.2020 | 15:12
პატრიარქის კურთხევით, სასულიერო პირების მიერ თბილისის ქუჩების ხატებით შემოვლა და მოსახლეობის დალოცვა მიმდინარეობს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, ამ წუთებში, სასულიერო პირების მიერ თბილისის ქუჩების ხატებით შემოვლა და მოსახლეობის დალოცვა მიმდინარეობს. ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ერთკვირიანი ზეიმის დასრულების, აწყურის ღვთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანებისა, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღეს აღნიშნავს. ავტოკოლონით მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო. საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე…

17.05.2020 | 15:10
ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ილია მეორე ოჯახებს, დედაქალაქსა და სრულიად საქართველოს დალოცავს

საპატრიარქოს ინფორმაციით, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ოჯახებს, დედაქალაქსა და სრულიად საქართველოს დალოცავს. საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, პატრიარქის კურთხევით, სასულიერო პირები ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან თბილისის ქუჩებს და დალოცავენ მოსახლეობას. „ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ერთკვირიანი ზეიმის დასრულების, აწყურის ღვთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანებისა, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით…

16.05.2020 | 21:05
მონტენეგროში აქციების შემდეგ, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 8 სასულიერო პირი გაათავისუფლეს

მონტენეგროში, საპროტესტო აქციების შემდეგ, სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის 8 სასულიერო პირი გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესის დროს, ასობით ადამიანი შენობასთან შეიკრიბა და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდა. ცნობისთვის, სასულიერო პირები 12 მაისს დააკავეს, მას შემდეგ რაც მათ ნიკსიქის ქალაქში რელიგიური მსვლელობა გამართეს, რომელსაც ათასობით ადამიანი ესწრებოდა. დაკავებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელიც მოგვიანებით პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. მონტენეგროს გადაწყვეტილება ოფიციალურმა ბელგრადმაც…

16.05.2020 | 20:51
მამკოდის მამათა მონასტერი

მამკოდის მამათა მონასტერი საკმაოდ შემაღლებულ ადგილას მდებარეობს. როცა მონასტრისკენ სავალ გზას დავადექით, მეგონა მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერში მივდიოდით. მსგავსება დავინახე მათ შორის. მონასტრის წინამძღვარს საუცხოოდ გაუმშვენებია და დაუმშვენებია მამკოდის მონასტერი. ღვთისმშობლის ტაძრის გარშემო მამათა საცხოვრებელი სენაკებია მოწყობილი. მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი სვიმონი (სოხაძე)…   გადმოცემით ვიცით, რომ მამკოდის მამათა მონასტერი IX საუკუნეშია დაარსებული. მონასტრის შემადგენლობაში ორი ტაძარია…

Τα σημαντικότερα νέα