ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
21.02.2025 | 16:08
მცხეთა-თბილისის ეპარქიას ახალი ტაძარი შეემატა

ამა წლის 20 თებერვალს წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) ავჭალაში წმინდა თევდორე მღვდლის სახელობის ტაძარი აკურთხა. ტაძრის წინამძღვრად დადგინდა დეკანოზი სერაპიონ სამსონიძე. sazu.ge

20.02.2025 | 16:08
მღვდლად ხელდასხმა ვანისა და ბაღდათის ეპარქიაში

ამა წლის 16 თებერვალს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა (ბულუხია) ბაღდათის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ დავით ოთარაშვილს. მღვდელი დავითი ამავე ტაძარში იმსახურებს. sazu.ge

20.02.2025 | 16:04
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამძიმარი ბატონ გოგი-გიორგი თოფაძის გარდაცვალების გამო

გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილს ბატონ გოგი-გიორგის გარდაცვალების გამო. მადლიერნი ვართ მისი წლების მანძილზე ეკლესიისათვის გამოჩენილი თანადგომისათვის და შევთხოვთ უფალს, სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო მეუღლეს, შვილებს და ოჯახის სხვა წევრებს, ახლობლებსა და ბატონ გოგი-გიორგის გულშემატკივართ ღმერთმა მომადლოს მშვიდობა და ლოცვის ძალა. ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი   sazu.ge

19.02.2025 | 16:36
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა

ამა წლის 16 თებერვალს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა: ბათუმის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თევდორე ახალაძე დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით; ხელვაჩაურის ჯვართამაღლების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მაქსიმე (ბეჭვაია) დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრის…

17.02.2025 | 16:34
მიტროპოლიტ შიოს ქადაგება მირქმის დღესასწაულზე (ვიდეო)

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება მირქმის დღესასწაულზე თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი  sazu.ge

17.02.2025 | 16:30
მეუფე შიო: ‘იმისთვის, რომ ჩვენც გავხდეთ ღვთის მიმრქმელები, მხოლოდ ერთი რამ მოგვეთხოვება: შევიყვაროთ უფალი, ვიცავდეთ მის მცნებებს და არ დავხუროთ ჩვენი გულის კარები, როდესაც უფალი გვიკაკუნებს’

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება მირქმის დღესასწაულზე სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ მირქმის დიდებულ დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. ამ დღეს მირქმა ეწოდება იმიტომ, რომ იერუსალიმის ტაძარში ღრმად მოხუცებული მართალი სვიმეონი მიეგება ორმოცი დღის ჩვილ იესოს, თავის ყოვლადწმინდა…

17.02.2025 | 16:28
იწყება სამოცდამეთერთმეტე ეტაპი პატრიარქის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა

იწყება სამოცდამეთერთმეტე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა. ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში ა.წ. 24 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით 12 საათიდან 16 საათამდე. რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ: მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები; შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები. საკონტაქტო ტელეფონები: 593…

14.02.2025 | 15:46
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

გამოვთქვამთ გულისტკივილს იმ მკრეხელობის გამო, რაც ჩვენი გამორჩეული სიწმინდის, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, – მცხეთის ჯვრის მონასტერთან მიმართებაში ახლახანს დაფიქსირდა. ეს არის უცხო ქვეყნის მოქალაქეების (თუ მოქალაქის) შეურაცხმყოფელი ქმედება არა მარტო ეკლესიის, არამედ მთელი ქვეყნის მიმართ. ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ეს ადამიანი (თუ ადამიანები) ჯერ კიდევ არიან საქართველოში და იყო მოწოდებაც მათ მიმართ პირადი ანგარიშსწორების…

14.02.2025 | 15:44
პატრიარქის შეხვედრა მღვდელმთავრებთან

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის შეხვედრა მღვდელმთავრებთან   sazu.ge

Τα σημαντικότερα νέα