თუ შეიძლება ვიღაც უცხოეთიდან ჩამოსულს, შაჰ აბასის შვილთაშვილებს მიყიდოთ, რატომ არ შეიძლება ეკლესიას ჰქონდეს? – ასე უპასუხა ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტების კითხვას, სჭირდება თუ არა ეკლესიას ტყე. როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, თუ საჭირო იქნება, ეკლესია ტყეს სახელმწიფოს უკან დაუბრუნებს. „ოღონდ ჩვენი მხარე არ დაიჭიროთ და ჯალალედინი რომ მოვიდეს, ანგრევდეს ეკლესიას, ჩვენ ვიქნებით ცუდი და…
მართლმადიდებელი სამყარო იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომიდან მეორმოცე დღეს ამაღლებას დღესასწაულობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა ჩატარდება. წმიდა სახარების მიხედვით, ქრისტე თავის მოწაფეებს აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა და სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. აღდგომიდან მე-40 დღეს მოწაფეები გალილეიდან იერუსალიმში ერთ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ. იესომ შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, იერუსალიმი არ…
საქართელოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 მაისს მოწამეების ისიდორეს, მაქსიმეს, ასევე იერუსალიმელი პატრიარქის ღირსი სერაპიონ სინდონიტის ლეონტის ხსენების დღეს აღნიშნავს მოწამე ისიდორე წმიდა მოწამე ისიდორე (+251) ცხოვრობდა კურნძულ ხიოსზე. იგი წარმოშობით ალექსანდრიელი იყო. იმპერატორმა დეკიუსმა (249-251) მმართველობის პირველ წელს გამოსცა ბრძანება, აღეწერათ არმიაში მსახურებისთვის ვარგისი ყველა მოქალაქე. წმიდა ისიდორე მხედართმთავარ ნუმერიუსის პოლკში განამწესეს. ისიდორე ქრისტიანი იყო…
ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი დაპყრობილია, ღმერთმა ინებოს, მოვესწროთ ჩვენს სრულ თავისუფლებას და გამთლიანებას, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ქაშვეთის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. მიტროპოლიტმა შიომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე, ასევე დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ცნებებზე ისაუბრა. „დღეს არის დიდი დღე ჩვენი ერის ცხოვრებაში. ეს არის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე. ჩვენ დღეს ვატარებთ პარაკლისს და…
რარიგ ტკბილია სულიერი მამაშვილობა, როცა საყვარელი მოძღვრის კალთას შეფარებული გაინაბები და საკუთარ გულისცემას უსმენ, როცა ამა სოფლის ღუმელში მომწყვდეულს ვითარცა უფლის ანგელოზი გვერდში გიდგას სულიერი მამა და ღვთაებრივი ნამით აგრილებს შენს გარშემო აბრიალებულ ცეცხლის ალებს, როცა დიდნი კაცნი ლერწამივით შეირყევიან და შენ კი, ახალნერგი ქრისტეს სარწმუნოებაში, მისკვნილხარ ძლიერსა ჭიგოს – მართლმადიდებელ მოძღვარს და როცა ღელვაგვემულს…
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე “ფეისბუკის” პირად გვერდზე ეხმაურება 2002-2019 წლებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხასთან დაკავშირებულ თემას, რომლის შესახებაც, მისი თქმით, საუბარია “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” ანგარიშში. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამ პერიოდში ეკლესიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ საერთო თანხას სხვა “თვლით სისტემაში” ანგარიშობს. უცვლელად გთავაზობთ მის მიერ გამოქვეყნებულ…
ზემო სვანეთის ლახამულას ხიდის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაცულ მე-12 საუკუნის სახარებას ეროვნული არქივის ლაბორატორიაში რესტავრაცია ჩაუტარდება. რვა საუკუნის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ოთხთავი სვანეთს დატოვებს. სარესტავრაციო სამუშაოები 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ადგილობრივებისგან სპეციალურად შექმნილი სამეთვალყურეო ჯგუფი კი სახარების აღდგენის პროცესს ეტაპობრივად დააკვირდება. სვანეთიდან თბილისში ეროვნული არქივის ლაბორატორიამდე, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სახარების გადმოტანის პროცესს საპატრულო…
საქართველოს დამოუკიდებლობის 102-ე წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა ქუთაისში ბაგრატის ტაძრის ეზოში. ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა თეატრის ორკესტრმა და კაპელამ საქართველოს ჰიმნი და მრავალჟამიერი შეასრულა. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია დაესწრნენ. „მოგეხსენებათ, პანდემიის გამო, ჩვენს ქვეყანაში მასშტაბური ღონისძიებები არ…
ჰააგის წმ. იაკობის სახელობის უძველესი ტაძრის სამრეკლოდან სპეციალურად 26 მაისის აღსანიშნავად საქართველოს ეროვნული ჰიმნი გაჟღერდა. ვიდეოს ნიდერლანდებში საქართველოს საელჩო ავრცელებს და საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. 1tv.ge