მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომემ საღმრთო ლიტურგია დახურულ კარს მიღმა აღავლინა. ამის შესახებ მსოფლიო მართლმადიდებლური საპატრიარქოს ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. განცხადებაში ნათქვამია, რომ კვირის საღმრთო ლიტურგია საპატრიარქო ტაძარში ჩატარდა. „გამონაკლისი სიტუაციის გამო, რომლის წინაშეც დღეს არის კაცობრიობა, ასევე პანდემიის გამო, საღმრთო ლიტურგია აღევლინა დახურულ კარს მიღმა. მასში მონაწილეობა მიიღეს მხოლოდ მღვდელმსახურებმა და საპატრიარქო სასახლის რამდენიმე…
ეს არის ერის ცოდვები, როგორიც არის ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, როგორიც არის სოდომიის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად და ა.შ. და ა.შ. ხომ არ არის დრო რომ დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ასეთი ტოტალური გავრცელებისა ამ ვირუსისა, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა. როგორც…
მეუფე იაკობმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პროცესში რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა. ჟურნალისტებთან საუბარში მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ ჩვენ რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ, რათა ჯანდაცვის სისტემამ გაართვას თავი გამოწვევას. „სახელმწიფო, რასაც იტყვის, ნებისმიერი ქრისტიანისთვის მისაღებია, მთავრობა ნებისმიერი მოქალაქის ჯანმრთელობასა და და უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ჩვენ რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ, რათა ჯანდაცვის სისტემამ გაართვას თავი გამოწვევას. თუ აუცილებელი საჭიროება არ არის,…
ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი მიჩნევს, რომ ის სასულიერო პირი, რომელიც არსებულ ვითარებაში მრევლს მოუწოდებს, რომ ეკლესიაში არ მივიდეს, ასეთი ადამიანი სასულიერო პირად არ უნდა ჩაითვალოს. ამის შესახებ მან საკვირაო წირვის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა. მეუფე იაკობმა მრევლს ლოცვისკენ და თუ აუცილებელი არ არის, სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. მთავრობას კი, კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებულ ზომებზე მადლობა გადაუხადა. მეუფე იაკობმა…
საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, შესაძლებელია, სინოდის გადაწყვეტილების ფარგლებში გარკვეული რეკომენდაციები კიდევ უფრო დაზუსტდეს და ლოცვა-კურთხევით სავალდებულოდ შესასრულებელი გახდეს. როგორც ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განუცხადა, ჯერჯერობით ვერანაირი მსახურების წესის ცვლილება სინოდის გადაწყვეტილებას ვერ გაცდება. „ნიშანდობლივია ისიც, რომ დღეისთვის არც ერთ ეკლესიას არ შეუცვლია ზიარების წესი. ამიტომ რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ…
მე ვერ წარმომიდგენია ისევე, როგორც რიგით ადამიანს, რიგით მოქალაქეს, რიგით მრევლს, რიგით ქრისტიანს, რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მაღალი ფასეულობა როგორც მთავრობისთვის, ასევე ეკლესიისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მთავრობა დარწმუნებულია, რომ როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, შესაბამის კომპრომისს ეკლესიასთან ყოველთვის…
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, მრევლს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ტაძრებში სიარულისგან. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. „თავი შეიკავეთ ტაძრებში სიარულისგან. მე ამას არასოდეს ვიტყოდი, რომ არა გასაოცარი, წმინდა მაგალითი მარიამ მეგვიპტელისა“, – განაცხადა პატრიარქმა მაცხოვრის სახელობის ტაძარში ქადაგებისას. მისი თქმით, მარიამ მეგვიპტელის მაგალითი მოწმობს, რომ ტაძარში მიუსვლელადაც შესაძლებელია…
სერბეთში, ბელგრადის საავადმყოფოში ეპისკოპოსი მილუტინი 71 წლის ასაკში კორონავირუსით დაიღუპა. ინფორმაციას ვალიევოს ეპარქია ავრცელებს. ეპარქიის ინფორმაციით, ეპისკოპოსს ვირუსი ოთხი დღის წინ დაუდგინდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა. მათივე ცნობით, ინფექცია დაუდასტურდა ეპარქიის კიდევ ორ სასულიერო პირს. ვალიევოს ეპარქია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ეპისკოპოსის დაღუპვის გამო. dogma.ge
საეკლესიო საიდუმლოებანი ადამიანის ცხონების საკითხს ემსახურება. წმინდა წერილი კი ღვთისმსახურთა შესახებ, რომელნიც ამ საიდუმლოთა აღმსრულებელნი არიან, გვაუწყებს: “ესრეთ შემრაცხენინ ჩუენ კაცმან, ვითარცა მსახურნი ქრისტესნი”. ზეთის კურთხევის საიდუმლოს აღსრულებით ადამიანს ეკლესიის ლოცვით მადლი ენიჭება. ის განიწმინდება და სულიერი და ფიზიკური სნეულებებისგან განიკურნება. თუკი ადამიანი აღსარებაში სრულად და გულწრფელად ვერ აღიარებს თავის ცოდვებს, ვნებები მძლავრობენ მასზე და…