ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო ფოთისა და ხობის ეპარქიის წარმომადგენლებს შეხვდა. კრებას დაესწრო ფოთის ეპიდემიოლოგიც, რომლისგანაც ეპარქიის წარმომადგენლებმა რეკომენდაციები მიიღეს. გადაწყდა, რომ შესაბამისი სამსახურების მიერ მოხდება ეპარქიის მოქმედი ტაძრების დეზინფექცია, ხოლო ზიარების წესი დარჩება უცვლელი, მორწმუნეები ერთი კოვზით ეზიარებიან. „სიტკბოების მიღება არ წარმოადგენს სავალდებულო წესს, მრევლს მიეცა არჩევანის უფლება…
გორისა და ატენის ეპარქიის მმართველმა, მიტროპოლიტმა ანდრიამ, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე იქადაგა. მიტროპოლიტმა, საზოგადოებაში არსებული კითხვების პასუხად, ზიარების არსი დეტალურად განმარტა, ასევე, მრევლს კურთხევა მისცა, ინფიცირებულებისთვის ილოცონ. პარალელურად, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ასაკოვანი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები რისკჯგუფში არიან, ახალგაზრდა სტიქაროსნებს ცხელი ხაზის შექმნის კურთხევა მისცა, რის საშუალებითაც,…
კონდაკი 1 ზესთამბრძოლისა ჩემისათვის, და მოღუაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა შევსწირავთ ღუთისმშობელო ქალწულო შენდა მომართ მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერება უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩუენ, რათა გიგალობდეთ შენ კურთხეულო, გიხაროდენ, სძალო უსძლოო. იკოსი 1 ანგელოსი წინამდგომი, ზეცით მოივლინა ჰრქმად ღმრთისმშობელისად: გიხაროდენ, და უსხეულოსა სიტყვისა სხეულოვან ქმნილისა, შენი მხილველი უფალო განჰკვირდა, და…
17 მარტს, 13:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძრიდან სასულიერო პირები ქალაქის ცენტრალური ქუჩებისკენ დაიძვრებიან და მას აკურთხებენ. ამის შესახებ პატრიარქის ბრძანება სამების საკათედრო ტაძარში მრევლს არქიდიაკონმა დემეტრემ (დავითაშვილი) გააცნო. მანვე აღნიშნა, რომ ყოველდღიურად დღეში სამჯერ მრევლმა კონკრეტული ლოცვები უნდა წაიკითხოს. “მოგეხსენებათ, რა მდგომარეობაა დღეს ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში. ამიტომ სახელმწიფო იღებს გარკვეული სახის ზომებს. ეკლესიამაც…
ალავერდის მამათა მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში სასულიერო პირებმა წირვის დასრულების შემდეგ კორონავირუსის საფრთხის გამო ეკლესიის მიერ ზიარების წესის შესახებ, ასევე ჰიგიენის დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრეს. ალავერდის მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა შექმნილ ვითარებაში ორგანიზებული მოქმედებისთვის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა და მრევლს სიფრთხილისკენ მოუწოდა. „შიში ყოველთვის ურწმუნოებიდან მოდის. დღეს დიდი მითქმა-მოთქმაა, რომ ქვეყნები იკეტება და კარანტინშია ხალხი, მაგრამ საოცარი…
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი საქართველოს საპატრიარქოს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და მიაჩნია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, არსებობს მღვდელმთავრების შეკრების საშუალება საერთო გადაწყვეტილების მისაღებად, რათა, ნერონის პერდის მსგავსად, ეკლესიის დადანაშაულება არ მოხდეს. მეუფის თქმით, საპატრიარქოს განცხადება როცა კეთდება, იმის მიუხედავად, ვინ აკეთებს ამ განცხადებას, ვინ ამზადებს ტექსტს, რა თქმა უნდა, მთელი პასუხისმგებლობა კათოლიკოს პატრიარქზეა. ,,არ ვიცი, საპატრიარქო…
საბერძნეთის მთავრობამ ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს საეკლესიო მსახურებების შეზღუდვა სთხოვა. ამის შესახებ საბერძნეთის მთავრობის პრესსამსახური იუწყება. „საბერძნეთის პრემიერმინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსს იერონიმეს დაუკავშირდა და სთხოვა, რომ ტაძრები ღია იყოს მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანებს კერძოდ შეეძლოთ იქ თაყვანისცემისთვის შესვლა და შესრულდეს მხოლოდ აუცილებელი საეკლესიო საიდუმლოებები, რომელსაც ადამიანთა მინიმალური რაოდენობა დაესწრება“ – ნათქვამია…
არქიმანდრიტ იოვანე მჭედლიშვილის განცხადებით, სამების საკათედრო ტაძარში მსახურებები არ შეჩერებულა და ჩვეულებრივად ჩატარდება წირვა-ლოცვები. მისივე თქმით, საპატრიარქო ყველა ტაძარს აწვდის სადეზინფექციო ხსნარებს. „საპატრიარქო ყველა ტაძარს აწვდის ამ ხსნარებს, რითაც დეზინფექცია ხდება. სამების საკათედრო ტაძარშიც შესრულდა დეზინფექციის სამუშაოები. ზოგადად, ტაძარი ყოველდღიურად იწმინდება სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალებით. წლების განმავლობაში, რაც გახსნილია ეს ტაძარი, სპირტოვანი სითხით იწმინდება ყველა შუშა…
ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში საკვირაო ლოცვის შემდეგ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ მრევლს ანტიბაქტერიული სითხე დაურიგა. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მორწმუნეებს სიფრთხილისა და ლოცვისკენ მოუწოდა. დღეს ტაძარში ზიარება ჩვეულებისამებრ ჩატარდა, თუმცა ღვინო ე.წ. სიტკბოება მორწმუნეებმა ერთჯერადი ჭიქებით მიიღეს. მეუფე გერასიმე ამბობს, რომ ზიარების წესი არ შეიცვლება და შესაბამისი სიმპტომების მქონე ადამიანმა თავად უნდა…