კიევ-პეჩერის ლავრაში 30 სასულიერო პირი კორონავირუსით დაინფიცირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. როგორც ჟურნალისტები იუწყებიან, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის 44-მა სასულიერო პირმა კორონავირუსის ტესტი 4 აპრილს გაიკეთა. აღმოჩნდა, რომ 30 მათგანს კოვიდ-19 დაუდასტურდა. როგორც ცნობილია, კიევ-პეჩერის ლავარა 4 აპრილს მორწმუნეებისთვის დაიხურა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის დიაგნოზი კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვარს, მიტროპოლიტ პავლეს…
მატრონა თესალონიკელი საეკლესიო კალენდრის მიხედვით 9 აპრილი მოწამე მატრონა თესალონიკელის ხსენების დღეა. მატრონა თესალონიკში მცხოვრები ერთი დიდგვაროვანი ებრაელი ქალბატონის მხევალი იყო. ქალბატონს სურდა, იუდაიზმზე მოექცია იგი და ხშირად სცემდა, ბოლოს კი, გააფთრებისგან გონდაკარგულმა, დილეგში გამოამწყვდია და კარები დალუქა. წმიდა მოწამე მატრონა საკანში გარდაიცვალა (III ან IV საუკუნეში). მისი ცხედარი ქალაქის გალავანს მიღმა დააგდეს, მაგრამ ქრისტიანებმა პატივით…
სტიქაროსნის დაინფიცირების წყარო არა ეკლესია, არამედ ოჯახი გახდა, – ამის შესახებ იმ ეკლესიის მოძღვარი, მამა სერაფიმე აცხადებს, რომლის სტიქაროსანსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მამა სერაფიმეს ინფორმაციით, თავდაპირველად კორონავირუსი სტიქაროსნის ბაბუას დაუდგინდა, რის შემდეგაც სტიქაროსანს მიეცა მითითება, რომ ტაძარში მსახურებაზე აღარ მისულიყო. “მას შემდეგ, რაც სტიქაროსნის ბაბუას კორონავირუსი დაუდასტურდა, იგი ჩვენთან მსახურებაზე აღარ დამდგარა, იმიტომ, რომ ასეთი ადამიანი…
დეკანოზ შალვა კეკელიას განცხადებით, სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებასთან დაკავშირებით ეკლესიას ჯერჯერობით წესი არ შეუცვლია. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა. “10 დღეზე მეტი დარჩა აღდგომამდე, ამიტომ, ველოდებით, რას გადაწყვეტს სინოდი და ჩვენი უწმინდესი და მასზე ვართ დამოკიდებული. ჩვენი ეკლესიის კანონიდან გამომდინარე, სინოდალური დადგენილებით, პატრიარქის განცხადებით, ეკლესიას ამ დღესასწაულთან დაკავშირებით არაფერი შეუცვლია. რა როგორ…
8 აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშავს ხსენებას: გაბრიელისა; მღვდელმოწამისა ირინეოსისა; მოწამეთა: ბათუსი და ვერკი ხუცესთა, არპილე მონოზონისა, საეროთა: აბიბოსი, აგნისა, რეასესი, იგათრაქსისა, ისკოისა, შილასი, სიგიცესი, სონირილესი, სვიმბლესი, თერმესი, ფილესი დედათა: ანასი, ალასი, ლარისასი, მოიკოსი, მამიკასი, უირკოსი, ანიმაისასი, გაათასი, გუთელი დედოფლისა, და დუკლიდასი; ღირსისა მალქოს ასურისა; ღირსისა ვასილი ახლისა. მთავარანგელოზ გაბრიელის კრება მთავარანგელოზი გაბრიელი უფალმა გამოარჩია, რათა…
ტელეკომპანია “ფორმულა” ერთ-ერთი ეკლესიის სტიქაროსნის კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ იუწყება. მედიასაშუალების ინფორმაციით, სტიქაროსანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კვირის წირვას ესწრებოდა. ინფორმაციას იმ ტაძარში ადასტურებენ, სადაც ინფიცირებული მსახურობს. ტაძრის მესანთლე ამბობს, რომ აბიტურიენტი, რომელიც მათთან სტიქაროსანია, ეკლესიაში მრევლთან ერთად იმყოფებოდა. “ჩვენი ტაძრის სტიქაროსანია, არის ძალიან კარგი ბავშვი. კვირას წირვის დროს, შემოირბინა, შემოვარდა ტაძარში და მალევე გავიდა”,-აცხადებს მესანთლე. ტელეკომპანიის…
სააღდგომო მსახურება ჩატარდება ღია ცის ქვეშ, სადაც ემბაზი, წყალკურთხევის შენობაა, ან ტაძრის შესასვლელთან. ნებისმიერ შემთხვევაში აქ სივრცე საკმაოდ არის, სადაც ხალხი შეძლებს დასწრებას, რა თქმა უნდა, თუ საგანგებო რეჟიმი მათ მისცემს ამის საშუალებას, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებს ფოთის საკათედრო ტაძარში სადღესასწაული ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ განუცხადა. ამასთან, მეუფე გრიგოლის…
არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი აცხადებს, რომ საქართველო წმინდა ცეცხლს ჩამოიტანენ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, რადგან ეს უკვე გაცხადდა, ცეცხლის ჩამოტანის ფორმაც მოიძებნება. „რადგან გაცხადდა, რომ ცეცხლი ჩამობრძანდება, ფორმაც მოინახება აუცილებლად. ეს ხომ არ არის რაღაც. ეს წელიწადში ერთხელ ხდება და ყველა ქრისტიანი ამას ელოდება – მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლას. ყველა ტაძარში მიბრძანდება და ერთგვარი სიხარულია. აუცილებლად…
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, სასულიერო პირები თანდათან სწავლობენ რთულ ვითარებაში როგორ მოიქცნენ ისე, რომ არც მრწამსს უღალატონ და არც წესრიგი დაარღვიონ. როგორც მიტროპოლიტი ნიკოლოზი განმარტავს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ხელისუფლების მიერ დადგენილ წესებს ისინი დაიცავენ. მისივე განცხადებით, ხატებზე მრევლს აღარ ამთხვევენ, მათ მოძღვრები პირჯვარს გადასახავენ და ნაკურთხ წყალს ასხურებენ. „როცა საქართველოში საგანგებო…