პატრიარქს უნდა ვთხოვოთ შენდობა, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა სამების საპატრიარქო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. მისივე თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართ დღეს ისევე აქვს ადგილი ცილისწამებას, როგორც კონსტანტინოპოლის პატრიარქის, წმინდა მამა იოანე ოქროპირის მიმართ ხდებოდა მისი მოღვაწეობის ჟამს. „დღეს ჩვენ ბევრი რამის გამო უნდა ვითხოვოთ შენდობა, ყველამ, ეს არის…
იოანე ოქროპირი მსოფლიო ეკლესიის დიდი მოძღვარი – იოანე ოქროპირი 407 წელს გარდაიცვალა ქალაქ კომანში, გადასახლების ადგილისაკენ მიმავალ გზაზე. ქრისტიანული ზნეობის მტრებთან შეუპოვრად მებრძოლ იოანეს ბევრი მტრობდა. მის მტრებს შორის ერთი მეტისმეტად ძლიერი იყო დედოფალი ევდოქსია. სწორედ მისი დაჟინებით ჩამოაცილეს წმიდა მღვდელმთავარი სამწყსოს. იოანე ოქროპირის უჟამო სიკვდილმა მეტად დაამწუხრა ქრისტიანები. მათ კონსტანტინეპოლის პატრიარქს პროკლეს სთხოვეს, მეფესთან…
„დავითობას” – წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს აღნიშნავს „დავითობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება გაიმართება საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში, მათ შორის ქუთაისში, გელათის სამონასტრო კომპლექსში, სადაც დავით აღმაშენებლის ნეშტია დაკრძალული. წირვის შემდეგ მრევლი დავით აღმაშენებლის განსასვენებელს პატივს მიაგებს. დავით IV აღმაშენებელი დავით აღმაშენებელი მისმა სულიერმა მოძღვარმა არსენ იყალთოელმა აღზარდა. ის…
დავით აღმაშენებელი 1089 წელს აფხაზთა და ქართველთა მეფის ტახტზე ავიდა 16 წლის ჭაბუკი, მეფე დავით IV, შემდგომში აღმაშენებლად წოდებული. იგი დაიბადა 1073 წელს, მეფე გიორგი მეორის ოჯახში, ბაგრატიონთა დინასტიიდან. დავით აღმაშენებელმა, ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებული ქართველმა მონარქმა მოახერხა თურქ სელჩუკთა ქვეყნიდან განდევნდა 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვებით. მის მიერ არმიაში და მმართველობის სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა შესაძლებლობა…
წმიდანთა შორის მამაჲ ჩვენი გრიგოლ კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსი – ღვთისმეტყველი წმიდა გრიგოლი, რომელსაც იოანე მოციქულის მსგავსად ღვთისმეტყველი ეწოდა, 329 წელს დაიბადა კაბადოკიაში, განათლებულსა და შეძლებულ ოჯახში. მართალია, გრიგოლის მამა გვიან მოინათლა, მაგრამ შემდეგში ღვთის სამსახურის გზა აირჩია და ნაზიანზის ეპისკოპოსი გახდა. წმიდანის დედა არაფრით ჩამორჩებოდა კეთილმსახურ მეუღლეს, იგი მხოლოდ სხეულით იყო ქალი, თორემ აზროვნებით მამაკაცზე მაღლა…
მელქისედეკ I მელქისედეკ I იყო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1010-1033 წლებში. ის იყო ბაგრატ III-ის ახლო ნათესავი. მელქისედექმა მისი კათოლიკოსობის პერიოდში ააშენა და განამშვენიერა სვეტიცხოვლის ტაძარი. მელქისედეკ I დიპლომატიური მიზნით არაერთხელ ყოფილა კონსტანტინოპოლში, ბიზანტიის იმპერატორის კარზე. მის სახელს უკავშირდება საქართველოში პატრიარქობის დაწესება. ზრუნავდა მცხეთის კათედრალის საპატრიარქოს გადიდება – გამშვენიერებასა და გამდიდრებისათვის. შემონახულია მის მიერ დაახლოებით 1031-1033 წლებში შედგენილი ანდერძი…
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბაღდათში ხანძრის შედეგად დაღუპულების ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. „3 თებერვალს, ღამით ნარგიზ და იმედა გორგოძეების ოჯახში მომხდარი ტრაგედია იმდენად დიდია, რომ სიტყვები უფერულდება მწუხარების გამოსახატად. აღვავლენთ ლოცვებს პატარა ტარიელის, გენადის, როსტომისა და თეას, მათი დედის – ქალბატონ ნარგიზის და მეზობლის, ქალბატონ მაგულის უკვდავ სულთათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგინი და მარადიული…
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით 2019 წლის მაისი-აგვისტოს თვეებში განხორციელდა ქ. თბილისის, სოფელ დიდგორის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯოიანის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის მცირე რეაბილიტაცასთან დაკავშირებული სამუშაოები. ეკლესიას ჰქონდა მცირე დაზიანება გამოფიტული იყო საპირე წყობა. დაზიანებული იყო სახურავი , ადგილებში აყრილი იყო კრამიტი. შესრულებული სამუშაოების შედეგად : √ სახურავის ფერდობები შეივსო…
მღვდელმოწამე კლიმენტი ანკვირელი ეპისკოპოსი და მოწამე აღათანგელოსი მღვდელმოწამე კლიმენტი გალატიის ქალაქ ანკვირში დაიბადა 258 წელს. კეთილმსახური ცხოვრებისათვის კლიმენტი ჯერ მედავითნედ აკურთხეს, შემდეგ დიაკვნად; თვრამეტი წლისას ხუცესად დაასხეს ხელი, ოცი წლის ასაკში კი ანკვირელ ეპისკოპოსად აირჩიეს. მალე დიოკლეტიანემ (258-305) ქრისტიანთა დევნა დაიწყო. სხვებთან ერთად შეიპყრეს და დაატუსაღეს წმიდა მღვდელმთავარიც. მან დაითმინა სასტიკი სატანჯველები და მტკიცედ დაიცვა…