20 მარტს, წმინდა სინოდი ქვეყანაში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა. „სხდომაზე ზოგადად ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ ვითარებას განიხილავენ“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ, რომელსაც არ დაუკონკრეტებია, მიიღებს თუ არა ეკლესია რაიმე გადაწყვეტილებას, მათ შორის ზიარების წესთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ 20 მარტს, 12:00 საათზე, სინოდის სხდომა…
ოზურგეთში სასულიერო პირებმა ქალაქის ქუჩები აკურთხეს. ჩატარდა წყალკურთხევის ცერემონია, რის შემდეგაც ორი ავტომობილით სასულიერო პირებმა ქალაქი შემოიარეს და ნაკურთხი წყალი ქუჩებში როგორც ისინი ამბობენ, ქუჩების კურთხევის რიტუალი, ქუჩები აკურთხეს სასულიერო პირები ჩოხატაურშიც. ისინი ტაძრის მსახურებთან და მორწმუნეებთან ერთად წმინდა იოაკიმესა და ანას საკათედრო ტაძრიდან მანქანებით დაიძრნენ. კურთხევა ნინოშვილის ქუჩიდან დაიწყო. მათ გზადაგზა ჩოხატაურელები ავტომანქანებით შეუერთდნენ….
არქიმანდრიტ იოანე კრესტიანკინის რჩევა სულიერი შვილისადმი: “მივიღე თქვენი წერილი. თხოვნას, ვილოცო თქვენთვის, მე შევასრულებ. თქვენ კი აუცილებლად უნდა თქვათ აღსარება მთელი თქვენი განვლილი ცხოვრების შესახებ, დაესწროთ ღვთისმსახურებას და ეზიაროთ არანაკლებ თვეში ერთხელ, სასურველი იქნებოდა ორჯერაც. ეკლესიური ზეთი უნდა სვათ დილაობით, სიწმიდეების (სეფისკვერი და ნაკურთხი წყალი) მიღების შემდეგ და იცხოთ იგი ყოველდღიურად, ისე, როგორც ეს აღესრულება…
ჯერ არ მივსულვართ იმ ეტაპზე, როდესაც შეგვიძლია ეკლესიის საქმიანობაში, გარკვეული აკრძალვის ინსტრუმენტებით შევიდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. გახარიას თქმით, ამ მიმართულებით კონსულტაციები მიმდინარეობს, რომლებიც აუცილებლად გაგრძელდება. „მთავრობამ უკვე გასცა რეკომენდაცია, რომ დახურულ სივრცეში დიდი ღონისძიებები არ გაიმართება. ჩვენ, რა თქმა უნდა, უამრავი ტრადიცია გაგვაჩნია და ამ ტრადიციების აღსრულებაში გარკვეულ რეკომენდაციებს გავცემთ…
სასულიერო პირებმა თბილისის ქუჩები აკურთხეს. მანამდე კი სამების საკათედრო ტაძარში წყლის კურთხევა გაიმართა. ტაძრში მრევლს მამა შალვა კეკელიძემ ქადაგებით მიმართა. მან მადლობა გადაუხადა სამეიდიცნო პერსონალს, საზოგადოებას მეტი შეგნებისა და სიფრთხილისკენ მოუწოდა. „ვხედავთ, როგორი მძიმე მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში, ეს სენი როგორ ვრცელდება მთელს მსოფლიოში, აქედან გამომდინარე, ეკლესიამ გადაწყვიტა ლოცვა ჩაატაროს. თქვენ გესმით, რამდენად…
ფოთის საკათედრო ტაძრის საკონფერენციო დარბაზში, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი საკუთარი ეპარქიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სასულიერო პირების კრებამ კორონავირუსით შექმნილ გამოწვევებზე იმსჯელა და რამდენიმეპუნქტიანი დადგენილება მიიღო. „ეპარქიის სასულიერო პირების კრებამ იმსჯელა კორონავირუსით გამოწვეულ გამოწვევებზე, მიიღო დადგენილება, რომელსაც გაგაცნობთ: პირველი პუნქტი – შესაბამისი…
საქართველოს საპატრიარქო ადასტურებს, რომ ემხრობა როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს, ასევე მისთვის სხვა სახით შეღავათის მიცემას, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული. საპატრიარქოს ცნობით, გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 17 მარტს უნდა შედგეს სასამართლო პროცესი დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით. „როგორც ცნობილია, 2019 წლის 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის სხდომაზე მიღებული განჩინების საფუძველზე,…
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო ფოთისა და ხობის ეპარქიის წარმომადგენლებს შეხვდა. კრებას დაესწრო ფოთის ეპიდემიოლოგიც, რომლისგანაც ეპარქიის წარმომადგენლებმა რეკომენდაციები მიიღეს. გადაწყდა, რომ შესაბამისი სამსახურების მიერ მოხდება ეპარქიის მოქმედი ტაძრების დეზინფექცია, ხოლო ზიარების წესი დარჩება უცვლელი, მორწმუნეები ერთი კოვზით ეზიარებიან. „სიტკბოების მიღება არ წარმოადგენს სავალდებულო წესს, მრევლს მიეცა არჩევანის უფლება…
გორისა და ატენის ეპარქიის მმართველმა, მიტროპოლიტმა ანდრიამ, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე იქადაგა. მიტროპოლიტმა, საზოგადოებაში არსებული კითხვების პასუხად, ზიარების არსი დეტალურად განმარტა, ასევე, მრევლს კურთხევა მისცა, ინფიცირებულებისთვის ილოცონ. პარალელურად, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ასაკოვანი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები რისკჯგუფში არიან, ახალგაზრდა სტიქაროსნებს ცხელი ხაზის შექმნის კურთხევა მისცა, რის საშუალებითაც,…