ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განკარგულებით, კორონავირუსის გავრცელების გამო ქალაქი ბეთლემი დახურეს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პალესტინის ავტონომიის ლიდერმა ქალაქში 30 დღით საგანგებო მდგომაროება გამოაცხადა. დროებით დაკეტილია ბეთლემის ქრისტეშობის ტაძარიც. ტურისტები ვეღარ მოინახულებენ კიდევ რამდენიმე წმინდა ადგილს. სასტუმროებში ტურისტების ჯავშნები გაუქმდა. როგორც პალესტინის ავტონომიის წარმომადგენლები აცხადებენ, სასტუმროებს, რომლებიც არ დაიხურება, ჯარიმებს დააკისრებენ. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით,…
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ჯიხეთის მონასტერში მდებარე ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა. ეკლესია საჭიროებდა სასწრაფო სარეაბილიტაციო საუშაოებს ,მძიმე მდგომარეობაში იყო სახურავი, რის გამოც ტაძარში წყლის ჩასვლის საშიშროება იყო. ზეპირი გადმოცემის თანახმად, ჯიხეთის მონასტერში მდებარე ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესია თამარ მეფის დროს აშენდა, თუმცა XIX საუკუნეში უკვე ნანგრევებიღა იყო შემორჩენილი. 1886 წელს ჯიხეთის ტერიტორიაზე დასახლდა…
სასწავლებელში 2020 წლის 22 თებერვალს ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, რომელიც განმეორდება ხსენებული თარიღიდან 28 დღის შემდეგ. ამასთანავე, სასწავლებლის სამედიცინო სამსახურის უფროსმა მაია ლოსაბერიძემ და მისმა თანამშრომელმა ნანული ადამიამ თსას-ის სტუდენტებს ჩაუტარეს სათანადო ტრენინგი ზემოხსენებულ ინფექციასთან დაკავშირებით. — tsas.ge
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების გამო, ჯერჯერობით, ზიარების წესის ცვლილებებზე მსჯელობა არ არის. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მორწმუნე ადამიანებს ამ გზით დაავადების გავრცელების არ უნდა ეშინოდეთ, რადგან „უფლის სისხლი და ხორცი საკურნებელია“. „ჯერჯერობით, ზიარების წესის ცვლილებებზე მსჯელობა არ არის. ვისაც საეკლესიო ცხოვრების საკმაო გამოცდილება აქვს, მან იცის, რომ…
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუ“ -ს დაფინანსებით 2019 წელს განხორციელდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ჯიხეთის მონასტერში მდებარე ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია. ეკლესია საჭიროებდა სასწრაფო სარეაბილიტაციო სამუშაოებს ,მძიმე მდგომარეობაში იყო სახურავი, რის გამოც ტაძარში წყლის ჩასვლის საშიშროება იყო. ჩატარებულია შემდეგი სამუშაოები: √ მოეწყო სახურავი ხის ელემენტებით. √ სახურავი გადაიხურა დაფერილი თუნუქით,…
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შესახებ ფაშინიანმა „ტვიტერში“, საკუთარ გვერდზე დაწერა და ფოტოც გამოაქვეყნა. „ნამდვილად შთამაგონებელი შეხვედრა მქონდა მის უწმინდესობასთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან. არსებობს მკაფიო შესაძლებლობა, რათა დავგეგმოთ ჩვენი ქვეყნების მომავალი ერთად, მიუხედავად ყველა არსებული საფრთხისა რეგიონში“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი. Had…
ზოგიერთი ადამიანი ეკლესიას ადანაშაულებს იმაში, რომ თურმე ეკლესია ცდილობს ეპიდემია გაავრცელოს ზიარების მეშვეობით. 21 საუკუნის განმავლობაში ადამიანები ეზიარებიან და ერთი შემთხვევაც კი არ არსებობს, რომ ზიარების მეშვეობით, რომელიმე ეპიდემია გავრცელებულიყო,- ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საზოგადოების ნაწილის მოსაზრებას ზიარებასთან დაკავშირებით. დეკანოზმა მოსახლეობას მარხვის დაწყება მიულოცა. „ეს მარხვა არის მაცხოვრის ჯვარცმასთან დაკავშირებით. ჩვენ,…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, ასევე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და ხაზი გაესვა კავკასიის რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობას….
ღვინო არის ანტისეპტიკი და მასში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან თავისუფალია, რაც შეეხება ერთჯერადი კოვზების გამოყენებას, ეს პრინციპულად არასწორია ,- ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ღვინო, რომლითაც ვეზიარებით, ქრისტეს სისხლია და “წვავს და განწმენდს ყველაფერს”. “ღვინო, რომელიც ბარძიმში გარდაიქმნება სისხლად, რითიც ვეზიარებით, არის ანტისეპტიკი, რელიგიური შინაარსის გარეშე რომ ვთქვათ. ღვინოში…