სამშაბათს და ხუთშაბათს, წმინდა სამების ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, წირვის დასრულების შემდეგ ბრძანა. “სამშაბათს არის დღესასწაული წირვა წმინდა ბარბარესი- ბარბარობა. ხუთშაბათს არის ნიკოლოზობა. ნიკოლოზობას ჩვენ აქ შევასრულებთ წირვას. მრავალს დაესწარით, გაიხარეთ”, – ბრძანა პატრიარქმა. პატრიარქმა, დღეს 2 გვარი დალოცა. ამასთან, დაჯილდოვდნენ დეკანოზები მეორე…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 15 დეკემბერს ღირსი ისე წილკნელის, წინასწარმეტყველი ამბაკუმის, მოწამე მიროპიას, ღირსთა: იოანეს, ირაკლემონის, ანდრიას და თეოფილეს ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა ისე წილკნელი – ათცამეტ სირიელ მამათაგანი ღირსი ისე, წილკანში მოღვაწეობდა. წილკნის ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ უბიწოებით განთქმული და სათნოებათა სისრულეს მოწევნული წმიდა ისე იძულებით აკურთხეს მღვდელმთავრად. ისეს არ უნდოდა ეპისკოპოსის პატივის…
იწყალებენ დამნაშავეს, მართალ ადამიანს არ იწყალებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თემაზე განუცხადა. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებენ, ოღონდ შეწყალება რთული პროცესია. „ვფიქრობ, არ არის აუცილებელი მისი ციხეში ჯდომა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩანს, დანაშაული ჩადენილია. ჩვენს ქვეყანაში არის წესი, რომ საბრალდებო დასკვნა…
2019 წლის 12 დეკემბერს, ხუთშაბათს, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წარმომადგენლები: დეკანოზი იაკობ ჩიჩილიძე (საეკლესიო სამართლის კათედრიდან) და ბატონი ცოტნე ჩხეიძე (საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან) ესტუმრნენ თბილისის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიას. მათ X, XI და XII კლასის მოსწავლეებს გააცნეს სასწავლებლის მისია, ისტორია, პროგრამები, აკადემიური პერსონალი და სტუდენტური ცხოვრება. — tsas.ge
წინასწარმეტყველი ნაუმი წინასწარმეტყველი ნაუმი, ერთი თორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, გალილეაში დაიბადა და ქრისტეს შობამდე VII საუკუნეში მოღვაწეობდა. ნაუმამდე ორასი წლით ადრე იონა წინასწარმეტყველმა უფლის ბრძანებით ნინევიის მცხოვრებლებს აუწყა, რომ ქალაქს მათი უსჯულოების გამო განადგურება ელოდა. მაშინ ნინევიელებმა შეინანეს და უფალმაც შეცვალა მკაცრი განაჩენი. გავიდა ხანი და ნინევიის მკვიდრნი ისევ გაირყვნნენ. ამჯერად ღმერთმა წინასწარმეტყველი ნაუმის მეშვეობით გაუცხადა…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს განმანათლებელის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა ქართველი მეფის ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა მიმდინარეობს. სამების საკათედრო ტაძარში წირვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ატარებს. სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. საქართველოში წამოსვლამდე ანდრია მოციქულს ღვთისმშობელმა მოუწოდა და ამცნო, რომ მას ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში,…
ჩვენთან არს ღმერთი გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს. დღეს არის დიდი დღესასწაული. დღე-ღამის განმავლობაში შესრულდა 6 წირვა. წირვის მადლი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს. დღეს არის ხსენება წმინდისა მოციქულისა, – ანდრია პირველწოდებულისა; იგი ჩვენი განმანათლებელია, ჩვენი მომქცევია. მან მოაქცია, იქადაგა პირველად სახარება საქართველოში და მოაბრძანა ხელთუქმნელი ხატი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. დღეს არის ხსენება ჩვენი საყვარელი მეფისა, – ვახტანგ…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 12 დეკემბერს მღვდელმოწამე აბიბოსის, ნეკრესელი ეპისკოპოსის, მოწამე პარამონის და მისთან 370 მოწამის, მოწამე ფილუმენის, ღირსი აკაკი სინელის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. წმიდა მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელი წმიდა აბიბოს ნეკრესელი, საქართველოში ჩამოვიდა VI საუკუნეში ცამეტ ასურელ მამასთან ერთად. წავიდა…
მომავალ მონაზონს: “მესმა ზეცით ხმაი… და ხმაი იგი… ვითარცა მეათძალეთაი, რომელნი სცემდეს ათძალთა მათ და გალობდეს გალობასა ახალსა წინაშე საყდარისა… და ვერავინ შემძლებენ იყოს ცნობად გალობისა მის… ესენი არიან, რომელნი-იგი დედათა თანა არა შეიგინნეს, რამეთუ ქალწულ არიან… რომელნი შეუდგეს კრავსა მას, სადაცა ვიდოდის”. სასიამოვნო ამბავი შევიტყვე. ეს მადლის ჟამს ნიშნავს; უმშვენიერესი და უტკბესი იეისოს სასძლოები…