გვირგვინი წელიწადისა და დაწყება ინდიქტისა ძველი სტილით 1 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ინდიქტის – ეკლესიური ახალი წელიწადის დაწყებას ზეიმობს. ამ დღეს ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი სინაგოგაში შევიდა და წაიკითხა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები: „სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათჳს მცხო მე … ქადაგებად წელიწადი უფლისა შეწყნარებული“ (ლკ. 4. 18-19) გარდა ამისა, 312 წლის 1 სექტემბერს კონსტანტინე დიდმა (306-337) გამანადგურებელი…
2019 წლის 12 სექტემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა სამეცნიერო საბჭოს სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა სასწავლებლის რექტორი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. სამეცნიერო საბჭომ განიხილა მისაღები გამოცდების შედეგები. აღინიშნა, რომ აბიტურიენტებმა წარმატებით ჩააბარეს გამოცდები. პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სამეცნიერო საბჭოს წევრებს გააცნო გადაწყვეტილება ეკლესიის ისტორიის, კანონიკური სამართლისა და ასკეტიკის კათედრიდან კანონიკური სამართლის ცალკე,…
მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელი მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელი დაიბადა დაახლოებით 200 წელს ქალაქ კართაგენში (ჩრდილოეთ აფრიკა). მან, მდიდარი წარმართი სენატორის შვილმა, შესანიშნავი საერო განათლება მიიღო და ახალგაზრდობაშივე ბრწყინვალე ორატორი და მჭევრმეტყველებისა და ფილოსოფიის მასწავლებელი გახდა. იგი ქონებას მდიდრულ ქეიფებს, განცხრომით ცხოვრებას ახმარდა, მაგრამ მაშინაც სხვა წარმართებთან შედარებით უფრო მკაცრ ზნეობრივ პრინციპებს ერთგულებდა და რაღაც უმჯობესს, შეუცნობს ელტვოდა….
ა.წ. 13 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვრის მოვალეობის ახლადდანიშნული შემსრულებელი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი და მისი თანმხლები პირები მიიღო. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა და საუბარი შეეხო მშვიდობისა და ურთიერთპატივისცემის განმტკიცების მნიშვნელობას. არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა მის უწმინდესობას და უნეტარესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია და თავის მხრივ…
თბილისის განვითარების ფონდის პროექტის, „ახალი ტფილისის“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, საძირკვლის გასამაგრებლად (სადრენაჟე სისტემის მოსაწყობად) გავლებულ ღრმა ჭრილში არქეოლოგიური ნაშთები გამოვლინდა. კერძოდ, ძველი გალავნის ფრაგმენტები, რომელიც არქეოლოგების მიერ შესაბამისი წესების დაცვით გაიწმინდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, პროექტში ჩართული მხარეების: არქეოლოგების, ხელოვნებათმცოდნეებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის…
ილია მართალი ილია ჭავჭავაძე იყო, ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. 1907 წლის 12 სექტემბერს თბილისიდან საგურამოსკენ მიმავალ ილიასა და მის მეუღლეს წიწამურთან ექვსკაციანი ჯგუფი დაესხა თავს. თავდამსხმელებმა ილია მოკლეს და მიიმალნენ. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი. წმიდა ალექსანდრე, იოანე და პავლე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქები წმიდა ალექსანდრე, იოანე…
ა.წ. 12 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) წიწამურის მიმდებარედ ილია წინასწარმეტყველის სახელობის მონასტერში ტაძარი აკურთხა. ამ მონასტერში ყოველდღიურად აღევლინება ლოცვა წმ. ილია მართლისადმიც და ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის. patriarchate.ge
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრობას ულოცავს. ილია მეორის თქმით, ეს არის საპატიო და ამავე დროს, საპასუხისმგებლო თანამდებობა. „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. ეს არის საპატიო და ამავე დროს, ფრიად საპასუხისმგებლო თანამდებობა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური პროცესები…
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფინანსური უზრუნველყოფით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საფუზვრებში შესრულდა არქეოლოგიური კვლევები, რომელიც შპს „კულტურული რესურსების კვლევის ცენტრმა“ განახორციელა ნიკა თუშაბრამიშვილის ხელმძღვანელობით. პროექტი ეხებოდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მანგლისთან, სოფ. საფუძვრების ტერიტორიაზე, აფციაურების ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოვლენილ არქეოლოგიური და კულტურული მემკვიდრეობის ნაშთების კომპლექსის კვლევების დაწყებას. ექსპედიციაში მონაწილეობდა 15 კაცი (სტუდენტების ჩათვლით, მათ…