აზერბაიჯანელები ორ უზარმაზარ სასაზღვრო ყაზარმას აშენებენ, ისეთს, რომ ალბათ, არც ერთ სექტორში, არც საზღვარზე ამხელა მშენებლობა არ განუხორციელებიათ. ეს არის კატასტროფა, – ამის შესახებ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი) აცხადებს. ამასთან, მისი თქმით, დავით გარეჯში აზერბაიჯანელი მესაზღვრებიის რაოდენობა 70-80 კაცამდეა გაზრდილი, ხოლო ყაზარმების აშენების შემდეგ ადგილზე მათი 300-მდე მესაზღვრე დადგება. ამასთან, არქიმანდრიტის განმარტებით,…
ადრიანე და ნატალია წმიდა მოწამენი ადრიანე და ნატალია ახალგაზრდობაში შეუღლდნენ, წამებამდე სულ ერთი წლით ადრე. ისინი ბითვინიის ნიკომიდიაში ცხოვრობდნენ იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს. ღვთისმოძულე ხელისუფალმა დაიწყო რა ქრისტიანთა დევნა, ჯილდოები აღუთქვა ყველას, ვინც მათ გასცემდა და სამსჯავროზე წარადგენდა. დაიწყო დასმენები. ერთი მოენის ცნობით, ნიკომიდიის მახლობელ მღვიმეს შეხიზნული ოცდასამი ქრისტიანი შეიპყრეს. კერპთაყვანისცემაზე უარის თქმისთვის ისინი…
როცა ხვდებით თქვენს მშობლებს, უნდა სთხოვოთ ლოცვა-კურთხევა, – ამის შესახებ აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, სამების ტაძარში ქადაგებისას. „გილოცავთ ადრიანე და ნატალიას დღესასწაულს. მრავალი თქვენგანი ატარებს ნატალიას სახელს, ვულოცავ მათ ანგელოზის დღეს. მე მინდა ორიოდე სიტყვით გაგახსენოთ, რომ არის ფასეულობანი, რომელიც ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ. ეს არის ეროვნული ფასეულობა, ეს…
საეკლესიო კალენდარში ეს დღე ასევე არის მოციქული ტიტეს 70-თაგანისა, მღვდელმთავართა: ბარსისეს და ევლოგის, ედესელ ეპისკოპოსთა და პროტოგენი აღმსარებელის, კარიელი ეპისკოპოსის, ასევე წმიდა მინას, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის ხსენების დღე. აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა მოციქულისა ბართლომესი აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა მოციქულისა ბართლომესი. ბართლომე მოციქული ქალაქ ალბანში (დღევანდელი ბაქო) ეწამა ქრისტესთვის 71 წელს და იქვე დაკრძალეს. მის წმიდა ნაწილებთან ბევრი…
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფინანსური უზრუნველყოფით ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში მდებარე სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე შესრულდა არქეოლოგიური სამუშაოები, რომელიც განახორციელა „არქეოლოგიის განვითარების ფონდმა“ ბორის გელაშვილის ხელმძღვანელობით. ინწობის იოანე ნათლისმცემლის სახელობის კომპლექსი მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუის ჩრდილოეთით, მდ. ინწობის მარჯვენა ნაპირზე, ყადორის უღელტეხილის გზაზე (გზა უშუალოდ კვეთს კომპლექსს). კომპლექსი შედგება: ნათლისმცემლის სახელობის…
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრის თანამშრომლობის საფუძველზე დასრულდა ქ. თბილისის, მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის (ჩრდილოეთ ფასადი) ქვის კონსერვაციის სამუშაოების პირველი ეტაპი. სამუშაოები მიზნად ისახავდა ჩრდილოეთის ფასადის გაფხვიერებული და დელამინირებული ქვის კონსოლიდაციას, ქვების ბიოციდით დამუშავებას და გაწმენდას. ფასადის ქვებისა და კედლის სტრუქტურის გამაგრებას. ცოცხალი ორგანიზმები გავლენას ახდენენ სამშენებლო მასალების დაზიანების პროცესებზე….
პირადად მე და ჩემი დელეგაცია ვემზადებოდით თქვენთან შეხვედრისთვის, – ამის შესახებ საქართველოში მყოფმა უნგრეთის პრეზიდენტმა, იანოშ ადერმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრაზე განაცხადა. პატრიარქმა უნგრეთის პრეზიდენტი საპატრიარქოში მიიღო. საპატრიარქომდე ადერი ეროვნულ მუზეუმში იმყოფებოდა. მან ილია მეორეს მიწვევისა და მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. „მადლობას მოგახსენებთ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, აქ მოვსულიყავით. ჩემი დელეგაციის წევრებიდან მხოლოდ ერთი კოლეგაა…
კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უნგრეთის პრეზიდენტი იანოშ ადერი მიიღო. შეხვედრა საპატრიარქოში გაიმართა. პატრიარქმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ამასთან, ილია მეორემ ხაზი გაუსვა, რომ უნგრეთმა 2020 წელი ოჯახის ფასეულობის წლად გამოაცხადა. „მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით, მინდა გითხრათ, რომ თქვენი ვიზიტი საქართველოში მეტად მნიშვნელოვანია. მითხრეს, რომ დღეს არის თქვენი…
სერაპიონ საკვირველთმოქმედი ღირსი სერაპიონ სასწაულთმოქმედი იყო გარეჯის უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი. საქმითა და სიტყვით ძლიერ, მოღვაწეობით გამორჩეულ, დიდ მმარხველსა და მლოცველ წმინდა მამას ღვთისგან სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონდა მიმადლებული. სათნოებით გამორჩეული მონასტრის წინამძღვარი გადადგა, დიდი სქემა შეიმოსა და დაყუდებულ მოღვაწეობას შეუდგა. მუდმივი მეტანიებისა და ფეხზე დგომისაგან წმინდანს ფეხები ისე დაუავადდა, რომ დგომა აღარ შეეძლო. მალე მას ამქვეყნიდან გასვლის…