ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
29.08.2019 | 17:06
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

ა.წ. 29 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბ-ნ ანდრეას ნორლენს, მის მოადგილეებს და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა. მიღებას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და სხვა სასულიერო პირები. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა და ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას. სტუმრები ასევე…

28.08.2019 | 16:41
პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ანგი ხუციშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც ერთი არასრულწლოვანი და რვა ქალია. „საქართველოს პრეზიდენტი 2018 წლის 17 დეკემბრიდან იყენებს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით. მთელი ამ ხნის განმავლობაში შეწყალების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს და არ შეჩერებულა. დღეის ჩათვლით პრეზიდენტს სულ…

28.08.2019 | 16:37
ღირსი იოსებ ისიქასტის გარდაცვალება

ღირსი მამა იოსებ ისიქასტი, სამოცი წლის წინ, 1959 წლის 15 (28 ახ.სტილით) აგვისტოს, მარიამობას გარდაიცვალა. მამა იოსებს უკურნებელი სენი სჭირდა (სიცოცხლის ბოლოს) და სულიერი შვილები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მისთვის მდგომარეობა შეემსუბუქებინათ. იგი წინააღმდეგი იყო, ღვთისმშობლის წილხვედრი ათონის მთა დაეტოვებინა, თუნდაც მცირე ხნით, სამკურნალოდ. ქოშინი ტანჯავდა. ერთხელ მის სულიერ შვილს მამა იოსებს (ვათოპედელს) ესმა, რომ თავის…

28.08.2019 | 16:33
მამუკა ბახტაძე მრევლს მარიამობის დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ეკლესიასა და მრევლს მარიამობის დღესასწაულს ულოცავს. მამუკა ბახტაძემ სიონის ტაძარში, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ქართველებს ღვთისმშობლის უდიდესი რწმენა აქვთ. „ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. საქართველო არის წილხვედრი წმინდა დედისა და ქართველებს, ჩვენ…

28.08.2019 | 16:30
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება მარიამობის დღესასწაულზე (28.08.2019)

თქვენო აღმატებულებავ ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ქალბატონებო და ბატონებო, ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, – მარიამობას. მე ბევრჯერ მიფიქრია, ღვთისაგან დაჯილდოებული ვართ, ზედმეტი ჯილდო მოგვცა ღმერთმა თუ პირიქით, – გვაკლია რამე; ალბათ, ორივეა. გიხაროდენ საქართველო, წილხვედრო ღვთისმშობლისაო. წლევანდელი წელი განსაკუთრებულია. ქართველმა ადამიანმა გაითავისა, რომ ჩვენ ვართ წილხვედრი ღვთისმშობლისა. როცა ჩვენ ვფიქრობთ ამის შესახებ, ჩვენ…

27.08.2019 | 17:05
ბრიტანული არქიტექტურული ინტერნეტგამოცემა ელიავას პარკის პროექტის შესახებ სტატიას აქვეყნებს

ბრიტანული არქიტექტურული ინტერნეტგამოცემა www. e-architect.co.uk ელიავას პარკის პროექტის შესახებ სტატიას აქვეყნებს. პროექტის ავტორია კომპანია Artytechs. სტატიის ავტორი ვრცლად წერს საქართველოზე, როგორც სატრანსპორტო და სავაჭრო დერეფნის, ასევე აბრეშუმის გზის მნიშვნელობაზე. პროექტის თანახმად, პარკში წარმოდგენილი იქნება ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობების დაკიდული მოდელები. „განათებული დაკიდული მოდელები შეეესაბამება აბრეშუმს გზის რუკას, რომლის თითოეული სიმბოლო წარმოადგენს კონკრეტულ ქვეყანას და ხაზს…

27.08.2019 | 16:59
„სიენენი“ კაცხის სვეტზე სტატიას აქვეყნებს

„კაცხის სვეტი – ექსტრაორდინალური ეკლესია, სადაც მამაცი ბერები ღმერთს უახლოვდებიან“ – ამ სათაურით გავლენიანი ამერიკული ტელეკომპანია „სიენენის“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოცემა „სიენენ თრეველი“ საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს. სტატიის ავტორი მკითხველს უყვება, რომ კაცხის სვეტი მსოფლიოს ყველაზე იზოლირებული და წმიდა ადგილია, რომელიც 40 მეტრი სიმაღლისაა. სტატიის ავტორი წერს, რომ სვეტთან მიახლოება ჯადოსნური გამოცდილებაა. „კაცხის კომპლექსი უნიკალურია….

27.08.2019 | 16:52
მოწამეთას მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა წლის ბოლოს დასრულდება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ტყიბულის მუნიციპალიტეტში, მოწამეთას მონასტერთან, კულტურული მემკვიდრეობის და ტურისტული ზონების კეთილმოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი მსოფლიო ბანკი დაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება დაახლოებით 1. 4 მილიონი ლარია. სამუშაოები ითვალისწინებს გალავნის კედლების გამაგრებას. ასევე, ვიზიტორთა ცენტრის, ავტოსადგომის, საკომუნიკაციო სისტემის და საპირფარეშოების მშენებლობა- რეაბილიტაციას. პროექტის მიზანია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც იმერეთის რეგიონში…

27.08.2019 | 16:40
ქართულ-ოსური ახალგაზრდული ბანაკი ბობოყვათში

საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით ანხორციელებს პროექტს, – „ქართულ–ოსური სამშვიდობო ინიციატივა,“ რომლის მიზანია ახალგაზრდებში ტოლერანტობისა და სამშვიდობო სულისკვეთების გაღვივებით ქვეყნის აღმშენებლობისათვის ხელშეწყობა. ა.წ. 17–დან 26 აგვისტომდე განხორციელდა საზაფხულო ბანაკი, სადაც 50–მდე ქართველი და ოსი ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას. ეს ცხრა დღე დატვირთული იყო შემეცნებითი და სახალისო აქტივობებით,…

Τα σημαντικότερα νέα