Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში წინასწარმეტყველი ელია წინასწარმეტყველი ელია ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველი – ლევიტელთა ტომიდან იყო. ის ქრისტეს შობამდე ცხრაასზე მეტი წლის წინ მოღვაწეობდა. აღსანიშნავია, რომ ისრაელის 12 ტომიდან მხოლოდ ლევიტელებს ჰქონდათ იერუსალიმის ტაძარში მღვდელმსახურების უფლება. ელიამ სიყმაწვილიდანვე ღმერთს უძღვნა თავი – უდაბნოში განმარტოვდა და მკაცრ…
მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი: ყველაზე დიდი საჩუქარი ბავშვებისთვის არის ჩვენი ჰარმონიული ურთიერთობა ოჯახში. ამ ჰარმონიისთვის უნდა გადავდოთ, თუგინდ მნიშვნელოვანი საქმეები. უნდა გვახსოვდეს: სიმშვიდე – სიმდიდრეა, რომელიც არ არის დამოკიდებული გარეგნულ კეთილდღეობაზე. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ “შეიყვარნა თვისნი იგი ამას სოფელსა შინა და სრულიად შეიყვარნ იგინი” (იონ. 13.1). ვერავინ, ვერასდროს ვერ შეიყვარა ადამიანი ისე, როგორც შეიყვარა ქრისტემ….
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში ღირსი მაკრინე – და ბასილი დიდისა ღირსი მაკრინე წმიდა მღვდელმთავრების, ბასილი დიდისა და გრიგოლ ნოსელის და, კაბადოკიაში დაიბადა IV საუკუნის დასაწყისში. თორმეტი წლის იყო წმიდანი, როცა ღირსეულ ყმაწვილზე დაწინდეს, მაგრამ, ღვთის ნებით, ჯვრისწერამდე ცოტა ხნით ადრე საქმრო გარდაეცვალა. ამის შემდეგ ნეტარმა…
აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს გადაკეტილი აქვთ უდაბნოს მონასტრის მთელი პერიმეტრი, არ უშვებენ მომლოცველებს, ტურისტებს და სასულიერო პირებს, – ამის შესახებ არქიმანდრიტმა კირიონმა განაცხადა. მისი თქმით, დავით გარეჯში უკიდურესად დაძაბული მდგომარეობაა. როგორც არქიმანდრიტმა კირიონმა აღნიშნა, უდაბნოს ტერიტორიაზე ქართველი მესაზღვრეებიც კი ვერ ადიან, რადგან აკრძალული აქვთ. „ჩვენი მესაზღვრეების რაოდენობაც გაზრდილია, მაგრამ დგანან ქედის გადმოღმა მხარეზე, ზედ ქედზე ვერ დგებიან,…
მამა გურამ ოთხზორია: -ათონზე დღემდე უწყვეტად არის შენარჩუნებული იესოს ლოცვის პრაქტიკა. იესოს ლოცვის ტრადიცია ისიხაზმთან არის დაკავშირებული. ისიხაზმი ბერძნულად მყუდროებას, სიმშვიდეს, დადინჯებას ნიშნავს. გრიგოლ პალამა ამბობს, რომ ვინც მყუდროების და დადინჯების საიდუმლოს ფლობდა, ეს იყო ღვთისმშობელი და სწორედ ამიტომ არის, რომ ათონის მთა ღვთისმშობლის მფარველობაშია. გაყუჩება, გონების გულში ჩასვლა და აქედან უკვე მოსმენა, თუ რას…
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ. სამშობლოს და ყოველ ქართველების გულშემატკივარო, მზრუნველო, ყურადღებიანო, რომ მთელი თქვენი ცხოვრება და სუნთქვა სამების სიყვარულით ყოფილა,-ამგვარი სითბოთი და სიყვარულით მიმართავს ჩვენს პატრიარქს თავის მოკრძალებულ წერილში 25 წლის ფერეიდნელი ქართველი ლევან მოლაშვილი. ლევანმა თავისი გულისნადები “კარიბჭის” მკთხველს გაუზიარა და ამით უწმინდესამდე ხმის მიწვდენის მცდელობაც გამოხატა. -გილოცავთ 41…
მეტანია ორი სახისაა-დიდი და მცირე. დიდი მეტანია, ანუ მუხლდრეკა, სრულდება შემდეგნაირად. ვიწერთ პირჯვარს, ვასრულებთ მუხლთმოყრას და შუბლით ვეხებით მიწას რის შემდეგაც კვლავ ვდგებით ფეხზე. მცირე მეტანიის დროს ვიწერთ პირჯვარს, ვიდრეკთ თავს, წელში ღრმად ვიხრებით და მარჯვენა ხელით ვეხებით მიწას, რის შემდეგაც კვლავ ვიმართებით წელში. ლოცვის დროს, პირჯვრის გამოსახვის შემდეგ, თავს ვიდრეკთ, რაც არის პირჯვრისწერის დასასრული…
ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია): -სიყვარული ჭეშმარიტია, როცა მას არ აქვს ეგოისტური წინაპირობები, ანუ ის თავდადებული და თავგანწირულია! სწორედ ასეთი სიყვარული დაგვანახა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, და, მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ლოცვა, როცა ასეთი სიყვარული გვაქვს ან ვესწრაფით მას. ასეთი სიყვარულის გარეშე ლოცვა მხოლოდ ფორმალური წეს-ჩვეულებაა და მას არასოდეს შეისმენს უფალი. მეორეს მხრივ, ლოცვითი მოშურნეობის გარეშე, ასეთი სიყვარულის…
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე: ეკლესიაში მოძღვარი უნდა ვეძიოთ, რომელიც არის მწყემსი კეთილი და მსგავსი მოციქულებისა და იესო ქრისტესი. ასეთი გვჭირდება ჩვენ დღეს. როცა ექიმს ვეძებთ, რომ დიაგნოზი დაგვისვას სნეულების,მაშინ მთელ ქვეყანას შევაზანზარებთ, დღეს “გუგლშიც” კი არის შესაძლებელი მოძებნო კარგი ექიმი და ნახო ანოტირება მისი გამოცდილებისა, მაგრამ მოძღვრის ძიებაში კი…