Τα σημαντικότερα νέα
სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი დღეს არის ჩვენი უდიდესი ეროვნული დღესასწაული, _ მცხეთობა, სვეტიცხოვლობა. ყველას გილოცავთ ამ ზეიმს. სიხარული და მწუხარება ენაცვლებიან ერთმანეთს როგორც ტყუპი ძმები და ბევრი რამ უნახავს სვეტიცხოველს და მცხეთას _ კარგიც და მძიმეც. ჩვენს წინაპრებს უთქვამთ: ადამიანმა, რომ აიღოს მიწა და გამოწუროს, მოწამეების სისხლი გამოედინებაო მას….
ა.წ. 13 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და საპატრიარქოს ჩოხოსნების ორგანიზებით სვეტიცხოვლის ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერის მორიგი ეტაპი ჩატარდა. ჯვრისწერის საიდუმლო 60-ზე მეტი ოჯახისთვის შესრულდა.