ა.წ. 5 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ინიციატივით საქართველოში მოქმედი 30-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებლის რექტორი და სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის წარმომადგენლები მიიღო. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტებთან ამ სახის მასშტაბური შეხვედრა პირველად ჩატარდა პატრიარქის რეზიდენციაში. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელი, ქ-ნი მარიამ ჯაში, სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი…
გვესაუბრება ჯვართამაღლების ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი: -არჩევანის მიღებაში ყოველთვის ღმერთი აძლიერებს ადამიანს, თორემ ადამიანს როგორც წმინდა მამები ამბობენ, თავი თვისით არაფერი შეუძლია. სიტყვასაც კი ვერ იტყვის თუ არ იქნება მასთან სულიწმინდის მადლი. ოჯახის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ღვთისგან უნდა ხდებოდეს. ღვთის გარეშე, როდესაც ხდება, იმ ადამიანთა მხრიდან ვისაც გონება ქრისტესი არ აქვს, ვისაც ქრისტიანული მსოფლმხედველობა…
ა.წ. 5 მარტს საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) კანადის საპარლამენტო ცენტრის ხელმძღვანელს, ბ-ნ ჟან-პოლ რუზკოვსკის, კვლევითი და საპარტნიორო პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელს, ბ-ნ ივო ბალინოვს და საქართველოში კანადის ელჩს, ბ-ნი კრის კუტერს შეხვდა. მიღებას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) და საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელი,…
ა.წ. 4 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ალ-მუსტაფას საერთაშორისო (სასულიერო) უნივერსიტეტის რექტორი, ალი აბასი, ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ბ-ნი სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდი და მათი თანმხლები პირები მიიღო. შეხვედრაზე ისაუბრეს გახშირებულ ტერორისტულ აქტებსა და მსოფლიოში განვითარებულ მძიმე პროცესებზე, რომლებსაც სამწუხაროდ უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან. დელეგაციის წევრებმა მის უწმინდესობას ირანის სულიერი…
გვესაუბრება კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის ღვთისმსახური, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე: -სიხარული მარადიული თამდევია ქრისტიანის ცხოვრებისა. იაკობ მოციქული ამბობს: “ყოველივე სიხარულად შეჰრაცხეთ, ძმანო” და თუნდაც იმ შემთხვევაში, “როდესაც განსაცდელთა შესცვივეთ პირად-პირადსა” ანუ თუნდაც პირადი განსაცდლი გქონდეთ, არ შედრკეთ და შინაგანად არ შეძრწუნდეთო. წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ბრძანებს, რომ ადამიანს ძალიან მცირე ჰყოფნის სიხარულისათვის და ძალიან მცირე დამწუხრებისათვის….
გვესაუბრება სქემმონაზონი ირინე (თვაური): “გენიალურია ქართული სიტყვა გარდაცვალება, რაც გულისხმობს იმას, რომ პიროვნება კი არ ქრება, არამედ იცვლება, სიცოცხლის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადის…გარდაცვალება სინამდვილეში ხელახალი შობაა სხვა სამყაროში”. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II. – რა კარგად გვიხსნის მისი უწმინდესობა ზემო აღნიშნულ ამონარიდში სიტყვა გარდაცვალების მნიშვნელობის შინაარსს და მნიშვნელობას. დიახ, სიკვდილი არ არსებობს. ეს სრული ჭეშმარიტებაა,…
სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი! დღევანდელი სახარება, მათეს სახარება მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ იქნება მეორედ მოსვლა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. დიდებით მოვა მაცხოვარი და ხალხი გაიყოფა ორ ნაწილად, ნაწილი დადგება მარჯვნივ, ნაწილი მარცხნივ და მარჯვენა მხარეს მდგომთა ეტყვის უფალი: ,,მე ვიყავი მშიერი და თქვენ მაჭამეთ, მე მწყუროდა და თქვენ…
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს როგორც თვითონ, ისე მისი უფლებადამცველნი და გარკვეული პირები კარგა ხანია აყენებენ კათოლიკოს-პატრიარქისა და საქართველოს საპატრიარქოს წინაშე, მაგრამ აღნიშნულ მოთხოვნას პარალელურად მუდმივად თან ახლდა დეზინფორმაცია, ცილისწამება, მუქარა და, ახლა უკვე, გაშლილი კარავიც… სწორედ იმ ინსტიტუციის წინააღმდეგ, ვისგანაც შუამდგომლობის მიღება სურდათ და სურთ. ასეთი, ერთი შეხედვით, არალოგიკური მოქმედება, ბუნებრივია,…
ა.წ. 26 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელს, ბატონ ერიკ ჰოგსა და საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარეს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) შორის. მხარეებმა ისაუბრეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა პრობლემებსა და საჭიროებებზე. აღინიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის მღვდელმსახურებს იშვიათად ეძლევათ შესვლისა და ღვთისმსახურების შესრულების შესაძლებლობა, რაც უნდა გამოსწორდეს….