ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
08.01.2019 | 15:59
თბილისში საშობაო ალილოს მსვლელობა ჩატარდა

ა.წ. 7 იანვარს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში ,,ალილოობა“ მოეწყო. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მსვლელობის მონაწილეებს საპატრიარქოსთან შეხვდა, დალოცა ისინი და საჩუქრები გადასცა. ძღვენი, რომელიც გზადაგზა შეგროვდა, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებსა და საპატიმროებში გაიგზავნება. აღსანიშნავია, რომ ალილოს მსვლელობის ტრადიცია მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით აღდგა და ათ წელზე მეტია საქართველოს თითქმის ყველა ქალაქსა და სოფელში ტარდება.

07.01.2019 | 18:33
მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ავტოკეფალიის ტომოსი გადასცა

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურ მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი გადასცა. ცერემონია სტამბოლში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გაიმართა. ტომოსის გადაცემის შემდეგ ეკლესიაში შეკრებილებს სიტყვით კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა მიტროპოლიტმა ეპიფანემ მიმართეს. ​ტომოსის გადაცემის ცერემონიას ესწრებოდა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც. მან უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის გადაცემას ისტორიული მოვლენა უწოდა….

07.01.2019 | 18:23
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე (2018-2019წ)

საშობაო ეპისტოლე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო: საუკუნეებიდან საუკუნეებს გადაეცემოდა მოლოდინი იმისა, რომ ,,მუცლად იღებს ქალწული და შობს ძეს და უწოდებს სახელად ემანუელს,” რაც ნიშნავს…

07.01.2019 | 18:15
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 86 წელი შეუსრულდა

ა.წ. 4-5 იანვარს საქართველოს საპატრიარქოში საზეიმო მიღებები გაიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა ქ-ნმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა, ბ-ნმა მამუკა ბახტაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, ბ-ნმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტარებმა, მეცნიერებმა, მწერლებმა და უბრალო მრევლმა. სტუმრებმა მის უწმინდესობას ქვეყნისთვის გაწეული უდიდესი ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვეს. კათოლიკოს-პატრიარქმა დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა ყველას და…

02.01.2019 | 15:33
გარდაიცვალა მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტრის მღვდელმონაზონი ელისე (ჯავახიშვილი)

1 იანვარს გარდაიცვალა მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტრის მღვდელმონაზონი ელისე (ჯავახიშვილი). მისი გარდაცვალების მიზეზი ახლა გავრცელებული გრიპის ვირუსი გახდა, გართულებული პნევმონიის დიაგნოზით წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საპატრიარქოს კლინიკაში მკურნალობდა. მამა ელისე იყო გამორჩეული სულიერების მქონე ადამიანი, მარტყოფის მონასტრის ყველა სტუმრის და მომლოცველის მანუგეშებელი, დიდია ტკივილი ასეთ ადამინთან განშორებისა. უფალმა დააწესოს სული მამა ელისესი, სადაცა მართალნი…

01.01.2019 | 18:29
თბილისის სასულიერო აკადემიისა: "გილოცავთ ახალ წელს"

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლებო , ადმინისტრაციის თანამშრომლებო, სტუდენტებო , გილოცავთ ახალ 2019 წელს! გისურვებთ მშვიდობიან, უფლის წყალობითა და სიხარულით აღსავსე ახალ წელიწადს!

01.01.2019 | 17:23
ილია მეორე მოქალაქეებს დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს

მძიმე წელი, – ასე აფასებს 2018 წელს კათოლიკოს-პატრიარქი პირველ არხთან ინტერვიუში. ილია მეორის თქმით, იმის მიუხედავად, რომ წლევანდელი წელი მძიმე იყო, მოსახლეობამ მოახერხა და ეს განსაცდელი ღირსეულად გადაიტანა. უწმინდესი მოქალაქეებს დამდეგ შობასა და ახალ წელს ულოცავს. 1tv.ge

01.01.2019 | 17:17
ილია მეორე – ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ცუდი წავიდეს ძველ წელთან ერთად

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს. „ყველას მოგესალმებით, ღმერთმა დაგლოცოთ. გილოცავთ ახალ წელს. წმინდა მეფე, დავით წინასწარმეტყველი ამბობს: მაუწყე მე უფალო გზა. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ამბობს: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ამ გზას უნდა დაადგეს ყოველი ადამიანი. ძალიან ხშირად, ადამიანი ეცემა, ცოდვას აკეთებს, მაგრამ…

31.12.2018 | 19:05
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება

ჩვენთან არს ღმერთი გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. მეუფე დანიელს ვულოცავთ წმინდა დანიელ წინასწარმეტყველის დღეს. დღეს ვაჯილდოებთ შემდეგ სამღვდელოებას: დეკანოზი ირაკლი ახალაძე, რომელიც ბრძანდება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, ჯილდოვდება მიტრის ტარების უფლებით. აქსიოს! დეკანოზი გაბრიელი ლომაძე, დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს! მღვდელი ირაკლი წულაძე, აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!…

Τα σημαντικότερα νέα