ამა წლის 9 ოქტომბერს, წმინდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლის საქართველოში შემობრძანების დღეს, ჩვენს ქვეყანაში ჩამობრძანდა და საქართველოს საპატრიარქოში მოაბრძანეს იოანე-ზოსიმეს X საუკუნის უნიკალური პალიმფსესტი, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ლონდონში, “კრისტის” აუქციონზე შეიძინა. მადლობა მას მორიგი დიდი ქველმოქმედებისათვის. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მადლიერება გამოხატა…
იოანე ზოსიმეს ხელნაწერი საქართველოშია საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება”
2024 წლის 2-5 ოქტომბერს, იტალიის ქ. ურბინოში, ურბინოს უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „ფილოსოფია და რელიგია ისტორიასა და აწმყოში“. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ფილოსოფიის პროფესორები და მკვლევრები იტალიიდან, საქართველოდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და შეერთებული შტატებიდან. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორები თენგიზ ირემაძე, ლალი ზაქარაძე, მიხეილ გოგატიშვილი, ჰელმუტ შნაიდერი და ნიკოლოზ კოპალეიშვილი. კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნა…
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სიტყვა იოანე ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში ჩამოტანასთან დაკავშირებით ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს აღვნიშნავთ შესანიშნავ მოვლენას – ამ დიდებული ხელნაწერის, პალიმფსესტის, საქართველოში ჩამოტანას და ვფიქრობთ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობაზე, ჩვენს ისტორიულ სიძველეებზე, მის მნიშვნელობაზე. მახსენდება წმინდა პატრიარქ კირიონის სიტყვები ჩვენს ხელნაწერებთან და არქივებთან…
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მისასალმებელი სიტყვა კონფერენციაზე „აფხაზეთი – ისტორია და თანამედროვეობა“ პატივცემულო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარევ, ბატონო მინისტრებო, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მამებო, ქალბატონებო და ბატონებო, კონფერენციის მონაწილენო, მოგესალმებით ყველას, ვისაც გულთან ახლოს გაქვთ მიტანილი აფხაზეთი, მისი წარსული, აწმყო და მომავალი და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას….
2024 წლის 23-29 სექტემბერს მოსკოვის სასულიერო აკადემიას სტუმრობდა ჩიკაგოში არსებული ახალი გრაჩანიცას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის მონასტრის წინამძღვარი (სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი გრაჩანიცისა და შუა-დასავლეთ ამერიკის ეპარქია), ჩიკაგოს წმინდა საბა სერბის სასულიერო სემინარიის პრორექტორი და პროფესორი, აკადემიის კურსდამთავრებული არქიმანდრიტი სერგი (პუშკარი). ვიზიტის მთავარი მიზანი იყო პრეზენტაცია მისი წიგნისა: „წმინდა ნიკოლოზ (ველიმიროვიჩი) სერბის ცხოვრება, მისიონერული მოღვაწეობა და…
გელათის მონასტერში კედლის მხატვრობის კონსერვაციის სამუშაოები გრძელდება საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება” sazu.ge
დღეს საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ოჯახური ღირებულებების დაცვა მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა. წლების განმავლობაში როგორც საქართველოს საპატრიარქოს, ასევე მოსახლეობის უმრავლესობის მხრიდან ამ საკითხს მოჰყვა არაერთი გამოხმაურება, თითოეული მათგანი ემსახურებოდა ოჯახური ფასეულობების დაცვას მზარდი გამოწვევების ფონზე. საქართველოს ეკლესია მუდმივად იცავდა და იცავს ჩვენს ახალგაზრდობას იდეოლოგიებისგან, რომლებიც ძირს უთხრიან ტრადიციულ ოჯახურ სტრუქტურებს. რამდენიმე წლის წინ სასკოლო…
3 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა. დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარსდგა რეკრუტირებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, პოლკოვნიკი ბეჟან კიკნაველიძე. მან სტუდენტებს გააცნო წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ სიახლეები. მოხსენებამ სტუდენტთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. შეხვედრის დასასრულს ბატონმა ბეჟანმა ამომწურავად…