ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
23.01.2023 | 18:16
საკვირაო წირვა ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში

2023 წლის 22 იანვარს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), საკვირაო წირვა ჩაატარა ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, წირვის დასასრულს კი ქადაგებით მიმართა ტაძარში შეკრებილ მრევლს. Melkhisedek Khachidze მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese of Margveti and Ubisa

23.01.2023 | 18:14
მოსკოვის წმინდა ირინეს ტაძარში სერაფიმ საროველისა და მამა გაბრიელის უნიკალური ხატის მოლოცვაა შესაძლებელი

რუსული საეკლესიო მედია იუწყება, რომ 19 იანვრიდან 20 თებერვლამდე მოსკოვის დიდმოწამე ირინას სახელობის ტაძარში წმინდა სერაფიმ საროველისა და მამა გაბრიელის (ურგებაძე) უნიკალური სასწაულმოქმედი ხატის „რუს და ქართველ მართლმადიდებელ ხალხთა მეგობრობა“ მოლოცვაა შესაძლებლი. “აღნიშნული ხატი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა – იუწყება დიდმოწამე ირინას სახელობის ტაძრის ვებგვერდი. “ხატის ტაძარში ყოფნის დღეებში მორწმუნეებს შეეძლებათ, სხვა…

23.01.2023 | 16:03
შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა ანტიოქიის პატრიარქ იოანე X-სთან

20 იანვარს, ანტიოქიის საპატრიარქოში თავისი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სირიაში ჩავიდა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი. 21 იანვარს იგი დამასკოში მიძინების საკათედრო ტაძარს ეწვია. შემდეგ, ანტიოქიის საპატრიარქოს შენობაში შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა დიდი ანტიოქიის და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქ იოანე X-სთან. ანტიოქიის საპატრიარქოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ალეპოსა და ალექსანდრიტის მიტროპოლიტმა ეფრემმა,…

20.01.2023 | 17:51
ნათლისღების დღესასწაული

2023 წლის 19 იანვარს, მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ლიტურგია აღავლინა თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, მის უწმინდესობასთნ და წმინდა სინოდის წევრ მღვდელმთავრებთან თანამსახურებდა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე), წირვის დასასრულს შესრულდა დიდი აიაზმა (წყალკურთხევა). მარგვეთისა…

20.01.2023 | 17:47
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

ყველა შეძრა საგარეჯოში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც შეეწირნენ ახალგაზრდები, – დავით ნასრაძე, ზაზა ჩიხლაძე, ნოდარ რჩეულიშვილი, ზაქრო მათიაშვილი და ღირსეული პოლიციელი ოთარ ღვინაშვილი, რომელმაც საკუთარი თავგანწირვით სხვისი სიცოცხლე გადაარჩინა. სამძიმარს ვუცხადებთ მათი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და გულშემატკივრებს. აღვავლენთ ლოცვებს გარდაცვლილთა სულთა საოხად, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულნი, ხოლო ახლობლებს მიანიჭოს ლოცვის ძალა და…

19.01.2023 | 18:17
მდინარე იორდანეზე მომლოცველთა მოსაზიდად 100 მილიონი დოლარის გამოყოფა იგეგმება

იორდანიის ხელისუფლებამ 100 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს, რათა მომლოცველთათვის ახალი გრანდიოზული კომპლექსი აშენდეს იმ ადგილას, სადაც იოანე ნათლისმცემლის მიერ იესო ქრისტეს ნათლობა აღესრულა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ყოველწლიურად, ამ ადგილზე 200 ათასი მომლოცველი მიდის, სადაც ქრისტიანული ნათლობის ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. პროექტი ითვალისწინებს მილიონი ქრისტიანი მომლოცველის მოზიდვას ელ მახტასში 2030 წლისთვის, როდესაც მსოფლიო ქრისტიანობის აღზევების 2000 წლის…

19.01.2023 | 18:14
ნათლისღება – ფოტოები

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

19.01.2023 | 18:07
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

ამა წლის 17 იანვარს საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციასთან. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ აჰლ ბეითის მსოფლიო ასამბლეის გენერალური მდივანი, აიათოლა რეზა რამეზანი, ირანის ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლები, ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ბატონი მაჰმუდ აბიდი და სხვა ოფიციალური პირები. საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან სტუმრებს უმასპინძლეს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან…

19.01.2023 | 18:01
ილია მეორე – დიდია გულისტკივილი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალების გამო, მას ჰქონდა გამორჩეული უნარი, სითბო და სიყვარული მაყურებლამდე ისე მიეტანა, რომ ეს გრძნობა წარუშლელად დარჩენილიყო მათში

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „დიდია ჩვენი გულისტკივილი აღიარებული მომღერლისა და მსახიობის, ბატონ ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალების გამო. მას ძველი დროიდან ვიცნობდი პირადად, რადგან მისი დედა, ქალბატონი მანანა ბაგრატიონი, სიონის საკათედრო ტაძრის მგალობელი იყო ჯერ კიდევ ათეისტური რეჟიმის პერიოდში და ეს, ბუნებრივია, ხელს უწყობდა ჩვენს ურთიერთობას ბატონ ვახტანგთან….

Τα σημαντικότερα νέα