ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები ქართლში 10 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის კურთხევითა და ხელშეწყობით, ტრადიციული საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიებების ფარგლებში, ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებმა და პედაგოგებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ერთაწმინდაში მდებარე წმ.ესტატეს სახელობის ტაძარი მოინახულეს. ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის პედაგოგებმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა მარიამ დიდებულიძემ და რუსუდან ვაშალომიძემ სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ერთაწმინდის მე-13 საუკუნით…
ჩვენო ვეტერანებო, ქვეყნისათვის დამაშვრალო ჩვენო სულიერო შვილებო, ღვთის შეწევნით, კვლავაც მაქვს შესაძლებლობა, მოგესალმოთ და მოგილოცოთ დღე, რომელიც ყველას ახსენებს თქვენს ღვაწლს, ჩვენი ახლო წარსულის ცოცხალ მაგალითს, ქვეყნისა და მოყვასის სამსახურისათვის გაწეულს. მიუხედავად იმისა, რომ 2000 წლოვანი ისტორიის მანძილზე საუკეთესო ნაწილი ჩვენი ერისა ეწირებოდა ქრისტეს რწმენას და სამშობლოს დაცვას, მიუხედავად იმისა, რომ ათეისტური რეჟიმის პირობებში ყველაზე…
ამა წლის 13 ოქტომბერს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) ქობულეთის წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტერში ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელი, ბესარიონ ბერიძე. აქსიოს! ვულოცავთ მამა ბესარიონს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ. sazu.ge
ამა წლის 13 ოქტომბერს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა გელათის მამათა მონასტრის წევრი, ბერი ანდრია (ჯაფარიძე). ბერი ანდრია დაიკრძალება დღეს, 15 ოქტომბერს გელათის მონასტრის ეზოში. მწუხარებას გამოვთქვამთ ბერ ანდრიას გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ მონასტრის საძმოს, ქუთაის-გაენათის ეპარქიას, განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს. უფალმა მართალთა თანა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული ბერი ანდრია. sazu.ge
საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს გულითადად ვულოცავთ ახალმოსახლეობას. გამორჩეული ისტორიის მქონე ეს დაწესებულება რადიო-მაუწყებლობის სახით დაარსებიდან თითქმის 100 წელს ითვლის, ხოლო ტელე-მაუწყებლობის – 68-ს. ამ ხნის განმავლობაში ქვეყნის ცხოვრებაში მრავალი ცვლილება მოხდა, მრავალ ქარტეხილს გაუძლო ჩვენმა ხალხმა და I არხი იყო ყველაზე დიდი მემატიანე მიმდინარე პროცესებისა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ათწლეულების მანძილზე, მიუხედავად პოლიტიკური ზეწოლისა და ათეისტური…
დღეს, 2024 წლის 14 ოქტომბერს, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ძამის ხეობაში დააარსა პარეხის წმინდა იოანე მოწყალის სახელობის მამათა მონასტერი და აკურთხა ამავე წმინდანის სახელობის ახლად აგებული ტაძარი. დღესვე მონასტრის წინამძღვრად დადგინდა მღვდელ-მონაზონი შიო (უბილავა). sazu.ge
ამა წლის 13 ოქტომბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ურბნისის სიონის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ შიო მჭედლიშვილს. მღვდელი შიო იმსახურებს ქარელის წმინდა მღვდელმოწამე ანთიმოზ ივერიელისა და ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრების ჩინებულის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრებში. აქსიოს! ვულოცავთ მამა შიოს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ. sazu.ge
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ქადაგება მცხეთობას – სვეტიცხოვლობას, საუფლო კვართისა და ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარე სვეტის დღესასწაულზე სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა! თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ყოვლად სამღვდელონო მღვდელმთავარნო, მამებო, დედებო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ სვეტიცხოვლობას – წმინდა საუფლო კვართის დღესასწაულს და წმინდათა მოციქულთა…