ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
21.02.2025 | 16:37
საჯარო ლექცია

21 თებერვალს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, საჯარო ლექციების ფარგლებში, მოხსენება წაიკითხა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, ელდარ ბუბულაშვილმა. მოხსენების თემა იყო „წმინდა ამბროსი აღმსარებელი (ხელაია) კომუნისტური მართლმსაჯულების წინაშე“. მომხსენებელმა, ახლად გამოვლენილ წყაროებზე დაყრდნობით, განიხილა საკითხი, თუ როგორ შეავიწროვა ახლად დამყარებულმა საბჭოთა ხელისუფლებამ საქართველოს ეკლესია და მისი საჭეთმპყრობელი – ამბროსი ხელაია; საქართველოს ძალდატანებითი…

21.02.2025 | 16:34
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობამ ახალი კრებული გამოსცა

2024 წელს წმინდა ქეთევან დედოფლის მოწამებრივი აღსასრულიდან 400 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, 23 სექტემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა – კურთხევით, სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ახლახან თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გაზეთის „კლიტე დავითისი“ რედაქციამ კონფერენციის მასალები ი უსტრირებული კრებულის სახით გამოსცა. რედაქტორი გივი შეყილაძე. tsas.ge

21.02.2025 | 16:08
მცხეთა-თბილისის ეპარქიას ახალი ტაძარი შეემატა

ამა წლის 20 თებერვალს წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) ავჭალაში წმინდა თევდორე მღვდლის სახელობის ტაძარი აკურთხა. ტაძრის წინამძღვრად დადგინდა დეკანოზი სერაპიონ სამსონიძე. sazu.ge

20.02.2025 | 16:08
მღვდლად ხელდასხმა ვანისა და ბაღდათის ეპარქიაში

ამა წლის 16 თებერვალს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა (ბულუხია) ბაღდათის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ დავით ოთარაშვილს. მღვდელი დავითი ამავე ტაძარში იმსახურებს. sazu.ge

20.02.2025 | 16:04
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამძიმარი ბატონ გოგი-გიორგი თოფაძის გარდაცვალების გამო

გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილს ბატონ გოგი-გიორგის გარდაცვალების გამო. მადლიერნი ვართ მისი წლების მანძილზე ეკლესიისათვის გამოჩენილი თანადგომისათვის და შევთხოვთ უფალს, სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო მეუღლეს, შვილებს და ოჯახის სხვა წევრებს, ახლობლებსა და ბატონ გოგი-გიორგის გულშემატკივართ ღმერთმა მომადლოს მშვიდობა და ლოცვის ძალა. ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი   sazu.ge

19.02.2025 | 16:36
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა

ამა წლის 16 თებერვალს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა: ბათუმის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თევდორე ახალაძე დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით; ხელვაჩაურის ჯვართამაღლების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მაქსიმე (ბეჭვაია) დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრის…

17.02.2025 | 16:34
მიტროპოლიტ შიოს ქადაგება მირქმის დღესასწაულზე (ვიდეო)

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება მირქმის დღესასწაულზე თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი  sazu.ge

17.02.2025 | 16:30
მეუფე შიო: ‘იმისთვის, რომ ჩვენც გავხდეთ ღვთის მიმრქმელები, მხოლოდ ერთი რამ მოგვეთხოვება: შევიყვაროთ უფალი, ვიცავდეთ მის მცნებებს და არ დავხუროთ ჩვენი გულის კარები, როდესაც უფალი გვიკაკუნებს’

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება მირქმის დღესასწაულზე სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ მირქმის დიდებულ დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. ამ დღეს მირქმა ეწოდება იმიტომ, რომ იერუსალიმის ტაძარში ღრმად მოხუცებული მართალი სვიმეონი მიეგება ორმოცი დღის ჩვილ იესოს, თავის ყოვლადწმინდა…

17.02.2025 | 16:28
იწყება სამოცდამეთერთმეტე ეტაპი პატრიარქის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა

იწყება სამოცდამეთერთმეტე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა. ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში ა.წ. 24 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით 12 საათიდან 16 საათამდე. რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ: მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები; შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები. საკონტაქტო ტელეფონები: 593…

Τα σημαντικότερα νέα