ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
16.09.2022 | 18:14
,,უფალმა განუსვენოს დედოფალ ელისაბედის სულს!” – ბულგარეთის პატრიარქი

ბულგარეთის პატრიარქის ადმინისტრაცია უწმინდეს ნეიფიტეს სამძიმრის წერილს ავრცელებს ,,ღვთისმშობლის – რჩეული ქალწულის შობის დღეს, ჩვენამდე მოვიდა მისი უდიდებულესობის დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების სამწუხარო ამბავი. დედოფალ ელიზაბედ II-ის გარდაცვალებით დიდმა ბრიტანეთმა და მსოფლიომ დაკარგა ღირსშესანიშნავი სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც თავისი ცხოვრებითა და ღვაწლით მთელი ეპოქა აღნიშნა კაცობრიობის ისტორიული განვითარების რთულ პერიოდებში. ამ მწუხარებისა და განსაცდელის დღეებში ჩვენ…

15.09.2022 | 16:52
ვოლოკოლამსკის მიტ. ანტონი მწყემსმთავრებთან შეხვედრებს აგრძელებს

მოსკოვის საპატრიარქოს მღვდელმთავარი ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი როგორც რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ახალი ხელმძღვანელი მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებთან შეხვედრებს აგრძელებს. მიტროპოლიტმა ანტონმა უკვე გამართა შეხვედრები ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქებთან, რაც იმის მაუწყებეკი რომ რუსული დიპტიქის მიხედვით შემდეგი შეხვედრა საქართველოს პატრიარქთან გაიმართება. wenews.ge

15.09.2022 | 16:51
მსოფლიო პატრიარქი: ვიბრძვით და ვიცავთ მართლმადიდებლობას, რათა სახელმწიფო ეკლესიათა „კონფედერაციად“ არ გადაიქცეს

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ, ქალკედონში, წმინდა პატრიარქ გენადიოს სქოლარისათვის მიძღვნილი საღვთისმეტყველო კონფერენცია გახსნა. თავისი სიტყვაში ყოვლადუწმინდესმა აღნიშნა: „მსოფლიო საპატრიარქოს მართლმადიდებელთა ერის წინაშე შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის მძიმე ფასი გადაუხდია; ყოველივე ამას ხშირად ივიწყებენ ხოლმე; ეს საპატრიარქო დარჩა და რჩება ნაციონალური სტრუქტურების მიღმა; არასოდეს ემსახურებოდა ნაციონალიზმს, რასაც ეკლესიის კათოლიკურობის დამახინჯებად მიიჩნევდა და მიიჩნევს. სამწუხაროდ, მართლმადიდებლურ სამყაროში, მიუხედავად იმისა,…

15.09.2022 | 16:49
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ბატონ მიხეილ გომიაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ქართველ ხელოვანთა რიგებს გამოაკლდა პიროვნება, რომელიც პროფესიონალიზმით, ვაჟკაცობით, ეროვნულობით, გულითადობით, უბრალოებით იყო სამაგალითო. ასეთი ადამიანები ყოველთვის ცოტანი იყვნენ, მითუმეტეს ჩვენს დროში. აღვავლენთ ლოცვებს ბატონ მიხეილის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანე მართალთა დაუმკვიდროს, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მისთვის ლოცვის ძალა და მშვიდობა მოჰმადლოს. patriarchate.ge

14.09.2022 | 18:00
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისასალმებელი სიტყვა მსოფლიო და ტრადიციული რელიგიის ლიდერთა VII სხდომის მონაწილეთადმი (13-14 სექტემბერი, 2022)

თქვენო აღმატებულებავ, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტო, ბატონო კასიმ-ჟომარტ ტოკაევ, თქვენო აღმატებულებავ, ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის თავმჯდომარევ, ბატონო მაულენ საგატხანული აშიმბაევ, თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ასტანისა და ყაზახეთის მიტროპოლიტო ალექსანდრე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით გულითადად მივესალმები ყველა მონაწილეს ამ ყრილობისა, რომელიც განიხილავს მეტად მნიშვნელოვან საკითხს, – პოსტპანდემიურ პერიოდში მსოფლიო და ტრადიციულ რელიგიათა ლიდერების როლს კაცობრიობის სულიერ და სოციალურ განვითარებაში….

14.09.2022 | 12:57
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ოპერის მომღერლები მიიღო

.წ. 12 სექტემებრს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიიღო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სხვადასხვა თაობის სოლისტები, რომელთაც შეასრულეს არიები როგორც ქართული, ისე უცხოური ოპერებიდან. შეხვედრაზე აღინიშნა მუსიკის განსაკუთრებული როლი ადამიანის ცხოვრებაში და ასევე რთული პერიოდების დაძლევაში. მომღერლებმა მის უწმინდესობას მასპინძლობისთვის და ქართული მუსიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვეს….

13.09.2022 | 16:55
ირაკლი ღარიბაშვილი – დღეს საღამოს ვესტუმრე ილია მეორეს, ვისაუბრეთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ბევრ საკითხზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს, პატრიარქთან ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ბევრ საკითხზე ისაუბრა. „დღეს საღამოს ვესტუმრე კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს. ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნისთვის ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. დღეგრძელობა ჩვენს პატრიარქს!“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქზე“. 1tv.ge

12.09.2022 | 17:50
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ქალბატონ შარლოტა კვანტალიანის გარდაცვალების გამო

ქალბატონ შარლოტა კვანტალიანის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს   მიღეთ ჩვენი თანაგრძნობა, ქალბატონ შარლოტას გარდაცვალების გამო. წავიდა ჩვენგან ცნობილი პოეტი და მკვლევარი, რომელმაც თავისი ცხოვრება ღმერთს და ეკლესიას, ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდიდან დაუკავშირა. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ მშვიდობა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II   patriarchate.ge

09.09.2022 | 17:39
96 წლის ასაკში, დედოფალი ელისაბედ II გარდაიცვალა

🇬🇧 “სამეფო ოჯახის” ინფორმაციით, დედოფალი შოტლანდიაში, ბალმორალის სასახლეში ოჯახის წევრების გარემოცვაში დაიღუპა ელისაბედ II დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი მას შემდეგ გახდა, რაც 1952 წელს მამამისი, ჯორჯ VI გარდაიცვალა. 2022 წლის 6 თებერვალს, 95 წლის ასაკში, იგი გახდა პირველი ბრიტანელი მონარქი, რომელიც 70 წლის მანძილზე იკავებდა ტახტს დასავლეთ ევროპის ეპარქია    

Τα σημαντικότερα νέα