მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ქრისტეს შობის მისალოცი გაუგზავნა: დიდი ანტიოქიის და სრულიად აღმოსავლეთის უნეტარეს პატრიარქ იოანე X-ს; იერუსალიმის წმინდა ქალაქისა და სრულიად პალესტინის უნეტარეს პატრიარქ თეოფილე III-ს; სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს; სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს; რუმინეთის უნეტარეს პატრიარქ დანიელს; ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს; ტირანისა და სრულიად…
შობის სადღესასწაულო მსახურება ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში sazu.ge
საშობაო ეპისტოლე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან“ (რომაელთა 8,2) ქრისტესმიერ საყვარელნო დანო და ძმანო, ქრისტე იშვა! ჭეშმარიტად იშვა სიტყვა ღვთისა,- უფალი ჩვენი იესო…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავი sazu.ge
ამა წლის 29 დეკემბერს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე) ალავერდის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში ეპარქიის ოთხი სასულიერო პირი დააჯილდოვა. ოქროს ჯვრის ტარების უფლებითა და დეკანოზის ხარისხით დაჯილდოვდნენ: თელავის ღვთაების ტაძრის მღვდელი გენადი გოგილაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი ლაზარიაშვილი და ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის წმინდა…
ამა წლის 25 დეკემბერს პატრიარქის აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავთან დაკავშირებით, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში ღონისძიება გაიმართა. კონცერტში სამრევლო სკოლები მონაწილეობდნენ. დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგნენ პატრიარქის ნათლულთა გუნდის წევრები, რომელთაც “მრავალჟამიერი” შეასრულეს. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) რომელმაც შეკრებილებს პატრიარქის აღსაყდრების დღე მიულოცა და მისი უწმინდესობის ღვაწლზე ისაუბრა. ღონისძიებას აგრეთვე…
ანჩისხატის ტაძარზე მომხდარი ვანდალური ფაქტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ამავე ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: მშვიდობიან დღეს გისურვებთ ყველას! სამწუხაროდ დღეს დილით ღვთისმსახურებაზე მოსულებს ვანდალიზმის ფაქტის დაფიქსირება მიგვიხდა. თბილისის უძველესი ტაძრისა და ნაგებობის, თავად წმინდა ვახტანგ გორგასლისა და დაჩი უჯარმელის მიერ აგებული ღვთისმშობლის შობის სახელობის ანჩისხატის ტაძრის დასავლეთ ფასადი და კარი (ძირითადი შესასვლელის…
ამა წლის 26 დეკემბერს ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ (ინწკირველი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მეორე ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა ეპარქიის უხუცესი მღვდელმსახური, ტრედველის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოაკიმე (პარი). sazu.ge
27 დეკემბერს, მოსკოვის დანილოვის მონასტერში, საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი კირილე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომას გაუძღვა. ეს იყო 2024 წლის ბოლო სინოდალური შეკრება. სხდომის გახსნისას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა წმინდა სინოდის წევრებს მოკლე მისალმებით მიმართა, რის შემდეგაც წმინდა სინოდმა დღის წესრიგით დაიწყო მუშაობა, – იუწყება მოსკოვისა და სრულიად…